წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

დანიამ ფაფარი აიშალა

არის ერთი მიკელ ჰანსენი, ლომისფაფარა დანიელი ხელბურთელი, რომელიც თავის ვიკინგი წინაპრებივით დააფრიალებს ამ ფაფარს აქეთ-იქით და აწიოკებს მთელ მსოფლიოს. გერმანიასა და დანიაში დასრულებული ხელბურთის მსოფლიო პირველობის მთავარ გმირად უეჭველად ამ საშიში კაცის აღიარება ეგების. ჯერ რიცხვები: ნახევარფინალში საფრანგეთთან მოგებული 38:30-ში ჰანსენმა 12 გოლით დაიდო ლომის წილი, ხოლო ფინალში შვიდი გოლით კვლავ თავის ნაკრების მთავარი ბომბარდირი...

ჩანაწერი

წვეტებიანი სათვალე

გეგონება ის არ ეყოფოდა „შეფილდ უენსდის” „ჩელსიმ” ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალში 3:0 რომ მოუგო, კიდევ გულშემატკივრების ხულიგნობის გამო დასჯიან. ოღონდ, მანამდე კარგად გამოიძიებენ ვინ, რა და როდის დააშავა. ისე, ამ ბოლო დროს ინგლისში ფანების გამძვინვარებას რომ აქვს ადგილი ესეც ფაქტია. ამჯერად, შეფილდელმა ფანებმა დასავლეთ ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს ტრიბუნიდან სხვადასხვა საგნები დააყარეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მასპინძლებმა...

ჩანაწერი

რუსეთის ღირსება რინგზე დაახეთქეს

რა ძალა ედგა?! დიდი მებრძოლი იყო რუსი ფიოდორ ემელიანენკო. იმდენად დიდი, რომ MMA-ს (შერეული ორთაბრძოლების) ჩემპიონი ლამის რუსეთის ცოცხალ სიმბოლოდ შერაცხეს. 2012-ში აქტიური სპორტიდან სამგამარჯვებიანი სერიის შემდეგ ღირსეულადაც წავიდა და… დაბრუნდა, რომ საქვეყნოდ შერცხვენილოყო. როცა BELLATOR-ის ტურნირის ორგანიზატორებმა დაურეკეს, უპასუხა: „პუტინს უნდა დავეკითხო და ისე გადავწყვეტ“. ამით საკუთარ პერსონას გაუსვა ხაზი. იგივე განმეორდა წინასატჩო პრესკონფერენციაზე,...

ჩანაწერი

ნოვაკ, შენ მოკალი ჩოგბურთი!

საჩოგბურთო ზეიმი არ შედგა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის უპირატესობა მეორესთან ტოტალური იყო – 6:3, 6:2, 6:3. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირზე ველური ბარათით მოხვედრილი დებიუტანტივით იოლად დაამარცხა რაფაელ ნადალი და კარიერაში მეშვიდედ მოიგო ავსტრალიური ტიტული. ძალიან ძნელია რაიმეს თქმა მატჩზე, რომელშიც ბრძოლა მხოლოდ ერთი ჩოგბურთელის, ნადალის მოწოდებაზე მიმდინარეობდა, ნოვაკმა კი ერთადერთხელ მისცა მეტოქეს ბრეიკის...

ჩანაწერი

შავი სამკლავურები არ შეიბეს

„მილუოლისა” და „ევერტონის” მოთამაშეებმა ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩის დღეს ემილიანო სალას პატივსაცემად შავი სამკლავური არ გაიკეთეს. მიზეზი: ავიაკატასტროფაში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახმა ინგლისური ფეხბურთის შეფებს სთხოვა ასე. შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” ამ ზამთარს, 15 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ როდესაც პატარა ტურისტული თვითმფრინავით პილოტთან ერთად ლა მანშს სერავდა, გრიგალში გაუჩინარდა. ხუთშაბათს ემილიანო...

ჩანაწერი

კაცი სახეში დაჭრეს

„მილუოლისა” და „ევერტონის” სათასო მატჩის წინ, სამხრეთ აღმოსავლეთ ლონდონში, სადაც „მილუოლი” ბინადრობს, გულშემატკივართა შორის ქუჩური ჩხუბი ატყდა. ერთი ადამიანი დანით სახეში დაჭრეს. საკუთრივ თამაში დამთავრდა „მილუოლის” გამარჯვებით 3:2. ეს გახლდათ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა. დაზარალებულს თავიდან სასაწრაფოს ექიმებმა უმკურნალეს, შემდეგ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ერთი კაცი დაიჭირა, რომელსაც ხელში გალესილი დანა ეჭირა, ოღონდ...

ჩანაწერი

სულშერი არა მხოლოდ ყისმათია…

მუდამ მომღიმარი ნორვეგიელის სამწვრთნელო ზღაპარი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის ხელში „მანჩესტერმა“ ზედიზედ მერვედ იმარჯვა, ამჯერად „ემირეითზე“ სათასო შეხვედრაში უნაი ემერის „არსენალთან“. სულშერი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. როგორც ნამატჩევს განაცხადა, სტუმრად არსენალთან კონტრშეტევაზე ყოველთვის ბევრი გაგვქონდა და მატჩამდე გუნდს რონალდუს, რუნის და ჩჟი-სუნ პარკის გოლების ნაკრები ვუჩვენეო. ოლე მხოლოდ კლიპმეიკერობას არ დასჯერდა და ტაქტიკურად აშკარად დაჩაგრა...

ჩანაწერი

ბითაძე: შემდეგი გაჩერება მოსკოვი

ადრიატიკის ლიგაში რომ გამორჩეულია 19 წლის კალათბურთელი, ეგეც საქმეა, მაგრამ გოგა ბითაძეს რანგით გაცილებით უფრო მაღალ ევროლიგაშიც „მივედი! ვნახე! გავიმარჯვე!“ გამოუვიდა. მისი „ბუდუჩნოსტი“ ქართველის გამოჩენამდე ცხრილის ფსკერზე ღაფავდა სულს, ახლა კი მოგებების იშტაზეა. გუშინ სერბების მსხვერპლი ესპანური „გრან კანარია“ შეიქნა – 75:70. გოგა ბითაძემ პარკეტზე 28.36 წუთი გაატარა, 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო...

ჩანაწერი

ლევი — ფულის კეთება

ზაფხულის ბაზარი როგორც წესი დომინოს პრინციპს იწვევსო, წერს AS-ის ჟურნალისტი კარლოს ფორხანესი და მაგალითები მოჰყავს: ნეიმარი, დემბელე, კოუტინიუ, ალისონი… შემდეგ ფორხანესი დასძენს, ზაფხულის დომინოს ზამთრისა მოჰყვება ხოლმეო და იგუაინის, პიატეკის და მორატას ამბავს იხსენებს. ეს ყველაფერი კი მიმომხილველს იმიტომ სჭირდება, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პრეზიდენტის დენიელ ლევის ამბავზე გადავიდეს. კერძოდ, „ბარსელონამ” საზაფხულოდ „აიაქსიდან” ფრენკი დე იონგის...

ჩანაწერი

ხიდების აგების ინჟინერი ნოდარი…

დღეს ზუსტად ცხრა წელი შესრულდა ნოდარ ახალკაცის გარდაცვალებიდან. ამ პიროვნებამ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელობით ქართველი ერის ისტორიაში ეპოქა შექმნა – მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი, ერთხელ – ჩემპიონატი, ხოლო 1981 წელს – ევროპის თასების მფლობელთა თასი… რამდენიმე წლის წინ მეგობრის არქივში 1979 წლის ფუტბოლ-ჰოკეი აღმოვაჩინე, მაინც და მაინც ის ნომერი, რომელშიც ნოდარ ახალკაცის...