წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

სესკი მივიდა ტიტი წავიდა

სესკ ფაბრეგასი „ჩელსიდან” „მონაკოში” თავისი ყოფილი თანაგუნდელის ტიერი ანრის გამო გადავიდა, მაგრამ… ვეტერანი ახალ გუნდში 11 იანვარს მივიდა, ანრი კი ორ კვირაში მწვრთნელის თანამდებობიდან დაიფრინეს. ადრეც მოგახსენეთ, რომ ანრის როგორც მწვრთნელს „მონაკოში” არ გაუმართლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის 41 წლის ლეგენდის თავკაცობით საგრაფოს გუნდმა 12 შეხვედრიდან ორის მეტი...

ჩანაწერი

ერთი მაგარი წყვილია

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს — მანჩესტერელთა დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გასულ უქმეებზე „არსენალთან” 3:1 გამარჯვებით თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. „სტემფორდ ბრიჯზე” შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება. ამრიგად, თუკი „მანჩესტერ სიტი” „მიდლსბროსა” და „ნიუპორტს” შორის გამარჯვებულს მოუგებს, შეჯიბრებაში პრემიერშიფის ზედა ექვსეულიდან მხოლოდ ორი გუნდი დარჩება. კიდევ, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ...

ჩანაწერი

ნეიმარის სეზონი დასრულდა?

პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარი რამდენიმე დღის წინ კი დაშავდა, მაგრამ ახლაღა გადაწყდა , რომ ის პარიზულ კლუბს მარტის ბოლომდე ვერ დაეხმარება. არადა, 12 თებერვალს და 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარიზელებს „მანჩესტერთან“ უწევთ დაპირისპირება. ამას გარდა, ნეიმარი გუნდს ვერც 17 მარტს „მარსელთან“ პრინციპული მატჩისას  დაეხმარება. ახლა საკითხავი ისღაა, გაუკეთებენ თუ არა 26 წლის ბრაზილიელს ოპერაციას. ამის...

ჩანაწერი

სამი საუკეთესო გუნდი გვარდიოლას აზრით

„ბიჭებო, ვიცი რომ ძალიან გულუხვი ხალხი ხართ, „მანჩესტერ სიტისთვის” არაფერი გენანებათ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც თქვენ ასეთ რამეს წერთ, ჩვენ თამაშს ვაგებთ ან ვბრკოლდებით”, — უთხრა ჟურნალისტებს პეპ გვარდიოლამ, როდესაც მისმა გუნდმა „ბარნლისთან” 5:0 მოგების შემდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასზე კიდევ ერთი ეტაპით წაიწია წინ. „ასეთი რამ” კი გახლდათ კითხვა, შეძლებს თუ არა „სიტი” მიმდინარე სეზონში ოთხივე...

ჩანაწერი

სად მიჰყავს მატა-რებლის ლიანგადს?

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა. ამით კლუბი ცდილობს ესპანელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს და სხვა კლუბში ისე ვერ გადავიდეს, რომ მას პენიც არ მოუტანოს. ცნობისათვის: ამბობდნენ, რომ მისი შეძენით „არსენალი” და „ბარსელონა” არიან დაინტერესებული. მატა 30 წლის არის. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” „ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში 37 მილიონ გირვანქად გადავიდა და ამ...

ჩანაწერი

კობიაშვილი და 28 კმაყოფილი

ამბავი ასეთია: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა. თანაც როგორ: 29-დან  28 სუბიექტმა კობიაშვილი თავის ფავორიტად წინასწარვე გამოაცხადა! მოკლედ, კობიაშვილის გაპრეზიდენტებას ხელს მეორედ მოსვლა თუ შეუშლის. მეორედ მოსვლა კი ახლო მომავალში დაგეგმილი არ არის, ანუ ლევან კობიაშვილი აუცილებლად გახდება პრეზიდენტი მეორე ვადით. ახლა კითხვა ასე დავსვათ: რას ნიშნავს კობიაშვილისადმი...

ჩანაწერი

ხელბურთის პელე გარდაიცვალა

ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, ჯემალ ცერცვაძე დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ ცერცვაძის ღვაწლი თაბახებს მოიცავს. თბილისის „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში იგი ორგზის იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამგზის მეორე, ერთგზის მესამე პრიზიორი და ათჯერ ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 13 წლის განმავლობაში უცვლელად გამოდიოდა და მერე როგორ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში. სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან ორში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ...

ჩანაწერი

ყოჩი #2

ორი კვირის წინათ, ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმა „ნოტინგემ ფორესტი“ ჩაიბარა და როგორც ბრიტანული მედია გვამცნობს – ოცნება აისრულა. საქმე ის არის, რომ ო’ნილი იმ ლეგენდარული „ფორესტის“ ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბრაიან კლაფის თავკაცობით, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1979, 1980). ახლა კლუბის ბერძნული წარმოშობის მფლობელს, ევანგელოს მარინაკისს, კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება ჩაუფიქრებია და...

ჩანაწერი

მაგნუსმა ინდური ფოლადი გაადნო

მსოფლიო ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა ვეიკ-ან-ზეეს სუპერტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო, საერთოდ კი ამ პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე 7-ჯერ უმარჯვია. სუპერტურნირი 1928 წლიდან იმართება და სახელი, სპონსორების და გასამართი ადგილების მიხედვით, რამდენჯერმე შეეცვალა. ამჟამად გათამაშებას ინდური ფოლადის საწარმო Tata Steel აფინანსებს და ოფიციალურად Tata Steel Chess Tournament ეწოდება. ტურნირზე, პლანეტის 14 ბობოლა დიდოსტატი, ერთ ჯგუფშია შეკრებილი და ერთმანეთში...

ჩანაწერი

რონალდუ: უცუდესი სტუმარი

სხვაგვარად არ შეუძლია – კვირაში ერთხელ რაიმე გამორჩეულით უნდა დაგვამახსოვროს თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში რისი კრიშტიანუ რონალდუ იქნება?! სერია A-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „ლაციო“ 2:1 დაამარცხა. მანამდე არაფრით გამორჩეულმა რონალდუმ 89-ე წუთზე ჟოაუ კანსელოს წინააღმდეგ უხეშობისთვის დანიშნული პენალტი გამარჯვების გოლად აქცია. 24 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის 3 ქულის მიკუთვნება დაიწყეს, პორტუგალიელი ერთადერთია,...