წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ზამერი: გერმანულ ფეხბურთს სახე ეკარგება

1996 წლის ევროპის ჩემპიონი, 51 წლის მათიას ზამერი ამბობს, რომ გერმანული ფეხბურთი უმძიმეს პერიოდშია. „თვითმყოფადობა ყველასთვის აუცილებელია. მე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ გერმანულმა ფეხბურთმა სახე დაკარგა”, — თქვა მან დიუსელდორფში გამართულ SpoBis-ის კონგრესზე, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეყნის ნაკრების სუსტ გამოსვლასა და ბოლო პერიოდში ბუნდესლიგის კლუბების ცუდ ევროშედეგებს მიეძღვნა. ზამერის თქმით გერმანული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა გამარჯვებულის...

ჩანაწერი

რეშფორდს თავგზა ებნევა

„რეალი” არ ნებდება. მადრიდელებს 100 მილიონ გირვანქად „მანჩესტერ იუნაიტედისგან” მარკუს რეშფორდის შეძენა უნდათ. და ეტყობა „ლოს ბლანკოსში” გადასვლის ხიბლმა თავად ფეხბურთელსაც აურია თავ-გზა. ამბობენ, რომ ის „ოლდ ტრეფორდზე” დარჩენას არ ეშურება, „იუნაიტედთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აჭიანურებსო. ფრანგი თანაგუნდელისგან, ანტონი მარსიალისგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი „იუნაიტედთან” ახალ ხუთწლიან კონტრაქტს, რეშფორდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ...

ჩანაწერი

ლივერპულმა შვიდქულიანი შანსი გაუშვა

იურგენ კლოპმა მსაჯის მარტინ ატკინსონის წინააღმდეგ გაილაშქრა — აშკარა პენალტი არ მოგვცა და ორი ქულა დაგვაკარგინაო. ამრიგად, „ლივერპულისა” და „ლესტერის” შეხვედრა „ენფილდზე” 1:1 დასრულდა და მერსისაიდელებმა ცხრილში 7 ქულით დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან. შესაბამისად, 24 ტურის შემდეგ ისინი „მანჩესტერ სიტის” 5 ქულით უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს „სიტიმ” „ნიუკასლთან” 1:2 წააგო, რასაც ინგლისურ პრესაში დიდი...

ჩანაწერი

მარტო სახლში არგენტინულად

არგენტინულმა „ბოკა ხუნიორსმა“ ახალგაზრდა მცველი დაიმატა. არაფერი განსაკუთრებული და ეს ტრანსფერიც შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ახალწვეულის გვარ-სახელი. აბა, გაიხსენეთ, რა ჰქვია მაკოლეი კალკინის გმირს ლეგენდარულ ფილმში „მარტო სახლში“. მართალი ბრძანდებით – კევინ მაკალისტერი ზუსტად ისევე, როგორც „ბოკას“ ახალწვეულს. ჰოდა, აფეთქდა სოციალური ქსელები. სრულიად არგენტინის მოსახლეობამ ჩათვალა, რომ კაცზე თითო ხუმრობა მაინც უნდა მიეძღვნათ ამ ტრანსფერისთვის:...

ჩანაწერი

ჯორდანის 1.7 მილიარდი

იცით, რამდენი გამოიმუშავა საკალათბურთო კარიერის განმავლობაში მაიკლ ჯორდანმა? სულ რაღაც 94 მილიონი დოლარი. ამდენს დღეს ოთხწლიან კონტრაქტში მავანი ჩანდლერ პერსონსი იღებს. ჯორდანის მონაგარი გაცილებით მოკრძალებული იქნებოდა, კარიერის მიწურულს „ჩიკაგოსთან“ ორი სარეკორდო კონტრაქტი რომ არ გაეფორმებინა ჯერ 30, მერე კი 33 მილიონ დოლარზე. მაშ, საიდან მოიტანა ჯორდანმა 1 700 000 000 დოლარი? მაიკლი რეკლამის ლეგენდა და...

ჩანაწერი

სუარესმა სუარესს

ბარსელონელი დენის სუარესი დროებით „არსენალში” გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მისმა თანაგუნდელმა და მოგვარემ, ურუგვაელმა ლუის სუარესმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა. მან დაპოსტა  ფოტო, რომელზეც ის და დენისი ერთად არიან, რომელსაც მიაწერა: „პატარა გალისიელო, ახალ გამოწვევაში წარმატებას გისურვებ”! „პატარა გალისიელი” 25 წლისაა. ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე ჩრდილო ლონდონელთა გუნდში ითამაშებს. ჯერჯერობით, მის სანაცვლოდ „მეთოფეები” „ბარსას” 2,2 მილიონ...

ჩანაწერი

რაფამ ლივერპულს გზა გაუკაფა

„მანჩესტერ სიტიმ” სერიოზული საჩემპიონო დარტყმა მიიღო — „ნიუკასლმა” 2:1 მოუგო, მაგრამ პეპ გვარდიოლა კაპიტულაციას არ აპირებს. ნიუკასლელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი თავის ყოფილ კლუბს „ლივერპულს” დიდი საქმე გაუკეთა. ახლა მერსისაიდელებს უნიკალური შანსი აქვთ 29 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. არადა, „ნიუკასლისა” და „სიტის” შეხვედრაში „კაჭკაჭებმა” გოლი პირველივე წუთზე გაუშვეს — სრხიო აგუერომ 24-ე წამზე შეაგდო....

ჩანაწერი

კრამნიკმა ლაზიერი ლურსმანზე ჩამოკიდა

გუშინ ვიიკ-აან-ზეეს სუპერტურნირი მიმოვიხილეთ და ყურადღებიანი მკითხველი სატურნირო ცხრილის ფსკერზე ერთ დროს მქუხარე ვლადიმირ კრამნიკს აღმოაჩენდა. დიახ, მსოფლიოს მე-14 ჩემპიონი კლასიკური ჭადრაკის (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციათან მოქიშპე) ვერსიით, გარი კასპაროვის დამმარცხებელი, ხოლო შემდგომ გამაერთიანებელ თამაშში ბოლგარ ვესელინ ტოპალოვთან სკანდალურ ანუ “ტუალეტების ისტორიით” დაღდასმულ მატჩში გამარჯვებული საკუთარ თავს არ ჰგავდა იმ პატარა ჰოლანდიურ ქალაქში და აგებდა თითქმის...

ჩანაწერი

კვირკველია 15 მილიონზე მეტი ღირს

გასულ ზაფხულს პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისური „ლესტერი“ სერიოზულადაა დაინტერესებული საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველის, სოლომონ კვირკველიას გადაბირებით. ბრიტანელები მაშინ მოსკოვური კლუბის პრეზიდენტ გერკუსთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდნენ და კვირკველიაში 15 მილიონი ევრო შესთავაზეს. რუსებმა 17 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 23 მილიონი ევრო) მოითხოვეს და გარიგება არ შედგა. თუმცა, ისიც ითქვა, ტრანსფერი პირადად იური სიომინმა...

ჩანაწერი

კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივში

იური სიომინმა ხმამაღლა გააჟღერა, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ 17 წლის ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას იმატებს: „აზრი არ აქვს იმაზე ლაპარაკს, რომ გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ. სადაცაა, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და ხმაურიანი ტრანსფერი ვერ მოესწრება, თუმცა პერსპექტივაზე მუშაობა და ნიჭიერი ახალგაზრდების დამატება ნამდვილად შეგვიძლია. მხედველობაში მყავს 17 წლის ქართველი ნახევარმცველი კვარაცხელია, რომელიც ესპანურ მარბელაში შეკრებაზე შემოგვიერთდება“. ხვიჩა კვარაცხელია...