წელი: 2019

Home 2019
ჩანაწერი

ანრი საზიზღარიაო და უშვებენ

ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ტიერი ანრი „მონაკოს” ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებდა და ამის გამო მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. 41 წლის ფრანგის ხელმძღვანელობით საგრაფოს კლუბმა 20 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო და ბურთების ბალანსიც საშინელი აქვს: -21. გუნდი, რომელიც 2017 წელს ფრანგული ლიგა 1-ის ჩემპიონი გახლდათ, ახლა ბოლოსწინა ადგილზეა. ერთი სიტყვით, ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო ანრი „მონაკომ” დროებით ოფიციალურად (ოღონდ...

ჩანაწერი

სალას აღარ ეძებენ

მაშველებმა იმ თვითმფრინავის საძიებო ოპერაცია შეწყვიტეს, რომლის ბორტზეც არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იმყოფებოდა. ერთობლივი ძალისხმევით ნორმანდიის კუნძულების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის შესაბამისმა სამსახურებმა 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობი გამოიკვლიეს, ასევე შეისწავლეს მონაცემები მობილური ტელეფონიდან და თანამგზავრიდან მიღებული გამოსახულებები, თუმცა ვერც ერთმა ამ ქმედებამ პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა – მაშველებმა თვითმფრინავის, მგზავრის და პილოტის კვალს ვერ...

ჩანაწერი

მასპინძელნო, მხიარულნო!

მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში დასასრულისკენ მიისწრაფვის. ერთი ადგილიც არ ნაწილდება თამაშის და ბრძოლის გარეშე. უკვე ჩაიარა პლეი-ოფმა 21-24-ე ადგილებისთვის და ბარაქალა ვითომ ერთიანი კორეის ნაკრებს, რომელმაც ნახევარფინალში ჯერ იაპონელი მეზობლები გაამწარა და შემდგომ საუდელ არაბებთანაც ერთი ბურთითღა ვერ შესწვდა 21-ე ადგილს. მე-17 ადგილი არგენტინას ერგო, რომელმაც ჯერ ავსტრიას და შემდეგ სერბეთს ორ-ორბურთიანი სხვაობით აჯობა. გაუჩოთა შედეგი...

ჩანაწერი

ბარსელონას უცაბედი გამოჩენა

„მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველის ნიკოლას ოტამენდის სასწრაფოდ გადაბირება „ბარსელონას” მოუნდა. ოტამენდის ცუდი სეზონი აქვს, პეპ გვარდიოლამ პრემიერშიფის შეხვედრებში სულ ათჯერ ათამაშა და როგორც ჩანს 30 წლის ფეხბურთელზე იმედს აღარც ამყარებს, რადგან აიაქსელ მატის დე ლიხტზე უჭირავს თვალი და მის შესაძენად 50 მილიონი გირვანქა გადაუდია. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ” „ბარსელონასთან” ერთი „აიაქსური” ვაჭრობა უკვე წააგო — 21...

ჩანაწერი

ავსტრალიური ვა-ბანკი

ავსტრალიის ღია საჩოგბურთო პირველობაზე გადამწყვეტი მატჩები დარჩა და ის დროა, შედეგების შეჯამება-შეფასებას შევუდგეთ. უკვე ცნობილია ქალთა ერთეულთა თანრიგში ფინალისტთა ვინაობა. 21 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა წინა სლემტურნირის – აშშ-ის ღიას გამარჯვებულია და ასაკის მიუხედავად, სტაბილირობით აოცებს საჩოგბურთო სამყაროს. ნაომიმ ფინალის საგზური ექსპირველ ჩოგან კაროლინა პლიშკოვას აართვა და ფინალში კიდევ ერთ ჩეხ პეტრა კვიტოვას შეებრძოლება. იაპონელს...

ჩანაწერი

მეორედ ხმა აღარ გამცე

ადრე, რომ გაგეგო რას ფიქრობს ფეხბურთელი, ან ინტერვიუ უნდა წაგეკითხა, ან მისი პირადი ნაცნობი უნდა ყოფილიყავი. ახლა დრო შეიცვალა. დღეს შეიძლება იყო „ფოლოვერი” ან „ფრენდი” და სოციალურ ქსელებში მის „ექაუნთებს” მალიმალ ათვალიერებდე. ეს ამბავიც სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი „ინსტაგრამიდან” მოდის. „რეალის” კაპიტანმა თავისი ჩაფიქრებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: „წინ დიდი გამოწვევებია. დაე, გადავლახოთ”. კაპიტნის პოსტს...

ჩანაწერი

ვინ მოარტყა ჯესი ლინგარდს თავში ბუცი?

ჯესი ლინგარდი სიამოვნებით იგონებს, როგორ მოარტყა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავში ბუცი. ლინგარდს სერ ალექსის საქციელი არ წყენია. ის მაშინ პატარა ბიჭი იყო და იცოდა, რომ დიდ მწვრთნელს მისი თამაში მოსწონდა. ერთხელ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის ჩემპიონის 13 ტიტული და ორი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, პატარა ლინგარდს უთხრა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა „ოლდ ტრეფორდის”...

ჩანაწერი

ლურჯი გონსალო დღეს ვერ ითამაშებს

გონსალო იგუაინი „ჩელსიში” გადავიდა და აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის გავა მოედანზე. ოთხშაბათს, დასავლეთ ლონდონელებმა დაადასტურეს, რომ 31 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მათი მოთამაშე გახდა. „ლურჯების” ახალმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა თქვა: „როდესაც „ჩელსისგან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის წინადადება მივიღე მივხვდი, რომ ამ წინადადებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ეს ის კლუბია, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, რომელსაც...

ჩანაწერი

ცხელი იანვარი

დატვირთული სატრანსფერო იანვარი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. თან, ჯერ 31 იანვრამდე დროა, კიდევ იქნება გადასვლა-გადმოსვლები და თანაც, სულაც არაა აუცილებელი ამ თვეში გადავიდნენ, თავისუფალ აგენტებს მერეც შეეძლებათ. უმეტესობა დაბინავდა, ზოგიერთი კი ნავსაყუდელს ელის. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც წლეულს ევროშესარჩევი ელის. ზუსტად ორი თვეა დარჩენილი შვეიცარიასთან პირველ მატჩამდე, ორი თვე კი უცებ გაირბენს. ვინ დარჩა უბინაოდ?...

ჩანაწერი

სერენას ტრაგედია

ყველაზე დრამატული მატჩი ჩოგბურთის ისტორიაში – ასე მოინათლა მსოფლიოს ორი ექსპირველჩოგნის – კაროლინა პლიშკოვასა და სერენა უილიამსის მეოთხედფინალური დაპირისპირება ავსტრალიის ღია პირველობაზე. ანგარიში 4:6, 6:4, 5:1 და 40:30 სერენას მოწოდებაზე. ამერიკელმა ეისი ჩააწოდა. ის თითქოს ნახევარფინალშია, მაგრამ… ხაზის არბიტრმა ჩაწოდებისას ხაზზე ფეხის დაბიჯების ნიშნად შეჰყვირა და მეორე ჩაწოდება დაინიშნა. ყველას გასაოცრად, სერენას დიდ ხანს არ...