„რეალი” ზაფხულისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს — „იუვენტუსისგან” პაოლო დიბალა უნდა იყიდოს. 25 წლის არგენტინელი ტურინში 2015 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში სერია A-ს 115 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა, რაც იტალიური ლიგისთვის ბევრია. მადრიდელთა ხელმძღვანელობა 2019 წლის ზაფხულში გუნდის სერიოზულ გაძლიერებას აპირებს და თუ დიბალას „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაყვანა მართლა მოახერხა, ეს დიდი დარტყმა იქნება...
წელი: 2019
გაუჩინარება ლა მანშის ცაში
ტურისტული თვითმფრინავი, რომელიც ნანტიდან კარდიფისკენ გაფრინდა და რომელშიც 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იჯდა, გუჩინარდა. „პაიპერ მალიბუს” ტიპის თვითმფრინავი ნანტის აეროდრომიდან 19 საათსა და 15 წუთზე აფრინდა, ხოლო 20 საათსა და 23 წუთზე კუნძულ გარნსის მაშველებმა ჯერსის საჰაერო სამსახურებიდან მიიღეს ცნობა, რომ მსუბუქი საფრენი აპარატი მათგან 15 მილში რადარებიდან გაუჩინარდა. აპარატი ზღვის ზედაპირიდან 701...
ბასილაშვილი დააქვეითეს
ATP ვაჟ ჩოგბურთელთა განახლებულ რეიტინგს მხოლოდ მომავალ ორშაბათს გამოაქვეყნებს, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოცეულს დატოვებს. ჩვენებურმა შარშანდელი ქულები კი დაიცვა, მაგრამ სხვათა ყოჩაღობის გამო ერთი საფეხურით მაინც ჩამოქვეითდება. რეიტინგში ერთბაშად 7 ადგილით დაწინაურდა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი, რომელმაც მეოთხედფინალიღა დათმო ჩვენთვის კარგად ნაცნობ დიმიტრიოს ციციპასთან. ესპანელი მე-17 ადგილამდე აღზევდება. ნიკას გადაუსწრებს ბელგიელი დავიდ...
ბელერინის ცხრათვიანი ტრავმა
ექტორ ბელერინს მყესები გაუწყდა. მას მთელი დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს. „არსენალის” განაპირა მცველი „ჩელსისთან” ბოლო ტურის შეხვედრაში, ნახევარმცველ როს ბარკლისთან შეტაკების დროს დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი „მეთოფეებმა” 2:0 მოიგეს. წუხელ, კატალონიელ მოთამაშეს ნატკენ ადგილზე ათასგვარი რენტგენი და ექოსკოპია გადაუღეს, რის შემდეგაც ითქვა, რომ შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს აუცილებელი. 23 წლის ფეხბურთელის ერთ-ერთმა ახლობელმა...
მარსელო რეალიდან მიდის
ჯერ-ჯერობით მხარეები ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მადრიდელებმა ბრაზილიელ „პერპეტუუმმობილეს“ შემცვლელი მოუნახეს. ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში მარცხენა მცველად 22 წლის სერხიო რეგილონი იყო გამწესებული და ცუდი შთაბეედილება ნამდვილად არ დაუტოვებია. თუ ასე გაგრძელდა, მარსელოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე მკვეთრად კლებას დაიწყებს, რაც არც „რეალის“ და არც თავად ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის. გამოსავალი? ხომ...
ნეიმარი ლაპარაკშიც ტყუის
ფეხბურთის მეფემ თანამემამულე ნეიმარი გააკრიტიკა, სიმულაციას ხშირად მიმართავს და ეს იმიჯს უფუჭებსო. პელემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება 2018 წლის მუნდიალზე, სადაც ნეიმარმა ჯამში 14 წუთი გაატარა წაქცეულმა. პსჟ–ის ვარსკვლავმა კი ასე უპასუხა: „პელეს ნათქვამი ყოველთვის გასათვალისწინებელია. მისი ნათქვამი საინტერესოდ მომეჩვენა. მუნდიალზე ერთხელაც არ მიმიმართავს სიმულაციისთვის. ჩემზე წესებს არღვევდნენ. თუმცა ხალხს უკვე ვეღარ დაარწმუნებ. რადგან ნეიმარი ვარ,...
რა თქვა შუსტერმა ლიოვსა და რეალზე
„რეალი” რომ „სევილიასთან” ბოლო, შედარებით ყოჩაღი თამაშისა და 2:0 მოგების მიუხედავად კრიზისშია ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, დროგამოშვებით ისმის ჭორი თითქოს ზაფხულში მის თავკაცს, ახალდანიშნულ სანტიაგო სოლარის მოხსნიან და… მის ნაცვლად გერმანიის ნაკრების მწვრთნელს იოაჰიმ ლიოვს დანიშნავენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სოლარი „რეალს” სათავეში სეზონის მსვლელობისას ჩაუყენეს, როდესაც წარუმატებელი ხულენ ლოპეტეგი მოხსნეს თანამდებობიდან. და მაინც, სოლარი...
ანრი მეტოქის ბებიას გადაწვდა
ტიერი ანრიმ ბოდიში მოიხადა. ის წუხს, რომ მოწინააღმდეგეს, კერძოდ „სტრასბურგის” ფეხბურთელს კენი ლალას ბოზის შვილიშვილი (ქართულად ალბათ ასე უფრო სწორედ ითარგმნება) უწოდა. მიზეზი: ლალა აუტის ჩაწოდებას აჭიანურებდა. ეს ამბავი შაბათს, „მონაკოსა” და „სტრასბურგის” შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. შეგახსენებთ, რომ „მონაკომ” თავის მოედანზე 1:5 წააგო. ადვილი წარმოსადგენია როგორ გუნებაზე იქნებოდა მისი მწვრთნელი და მაინც მეტოქე...
ბერძენმა სუპერკლასიკო მოგვპარა
ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე მოგაწოდეთ ლეგენდარული ჯიმ კურიეს მოსაზრება, დიმიტრიოს ციციპასს უკვე დღეს ნებისმიერი მეტოქი ძლევა ხელეწიფებაო… ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ: ადგა ეს 20 წლის ბერძენი და ტურნირიდან თვით როჯერ ფედერერი გაადეპორტა. ოთხსეტიანი თრილერი სამი ტაიბრეიკით. ციციპასი ძალიან ძლიერია და მით უფრო საწყენია ნიკა ბასილაშვილის მასთან მარცხი. ნიკას ხომ რამდენიმე ზუსტი დარტყმა აშორებდა როჯერთან შეხვედრას....
დამღლელი
ერთი შეხედვით, მადრიდის „ატლეტიკო“ ჩვეულ პოზიციაზეა. პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება. დეკემბერში შვიდი წელიწადი გახდა, რაც დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ თავკაცობს. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ევროპული ფეხბურთის ელიტაში შევიდა. მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს არგენტინელ სპეციალისტს იდეები შემოელია და გუნდი წინ...