წელი: 2019

Home 2019
სანაია:  ზეიმი და ბევრი ოპერაცია
ჩანაწერი

სანაია: ზეიმი და ბევრი ოპერაცია

ამირან სანაია ბევრს ემახსოვრება. 29 წლის მცველია და საქართველოს ნაკრებში ჯერ კიდევ 18 წლისამ ითამაშა. ეს იყო ყატარში, სადაც კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 2:1 მოიგო ამხანაგურში. სანაიამ ფრანგული კლუბები მოიარა და ახლაც საფრანგეთშია. „ლე მანი“, „ბასტია“, „ლუზენაკი“, „პარიზი“, „ლე ერბიე“ და ახლა უკვე „როდეზი“, რომელსაც კაპიტნობს კიდეც. „როდეზი“ მესამედან მეორე ლიგაში გადავიდა. ქართველიც სულ თამაშობს, არადა,...

სამოტივაციო ქეიფი ანუ თქვენი გადახდილია!
ჩანაწერი

სამოტივაციო ქეიფი ანუ თქვენი გადახდილია!

„რეალი” მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილ რესტორან „ასადორ დონოსტიარაში” შეიკრიბა. ფეხბურთელები, მწვრთნელები და კლუბის თანამშრომლები კაპიტანმა სერხიო რამოსმა დაპატიჟა. წვეულების მიზანი კიდევ ერთხელ დაახლოება და დარჩენილი შვიდი თამაშის წინ საბრძოლო განწყობის შექმნა გახლდათ. მოგეხსენებათ, მადრიდელებს მოტივაციის მოგონება ნამდვილად სჭირდებათ, რადგან ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი უკვე აღარ აქვთ. ესპანური პრესის თანახმად, წვეულებაზე სამი კაცი არ მივიდა: კეილორ...

კროოსი ტრაქტორია
ჩანაწერი

კროოსი ტრაქტორია

ესპანური AS წერს, რომ 29 წლის გერმანელ ნახევარმცველ ტონი კროოსს „რეალიდან” წასვლა უნდა. ამბობენ, რომ მისი ბედი ერთ-ორ თვეში გადაწყდება. კროოსის წასვლა მადრიდშიც აწყობთ — გათავისუფლდება ადგილი და ხელფასი ორიდან ერთისთვის: კრისტიან ერიქსენისთვის ან პოლ პოგბასთვის. ერიქსენი და პოგბა ზინედინ ზიდანის სასურველ მოთამაშეთა სიიდან არიან. კროოსი „რეალში” 2014 წელს გადავიდა და მას მერე ისეთი ცუდი...

გაშვება შვეიცარიულად
ჩანაწერი

გაშვება შვეიცარიულად

ფრანგი ფლორან მალუდა გეხსომებათ: „ლიონთან” ერთად საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი, „ჩელსის” შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი და თვით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2011-12), ხოლო საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონი. სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა მუნდიალის ფინალში ის პენალტი, რომელიც შემდეგ ზინედინ ზიდანმა „პანენკას სტილით” იტალიის ნაკრების კარში შეაგდო. დღეს, მალუდა 38 წლისაა და ის შვეიცარიული „ციურიხის” მწვრთნელის ასისტენტის...

იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა
ჩანაწერი

იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალრად გააჟღერა თანხა, რომელსაც გარეთ ბეილის სანაცვლოდ ითხოვს – 130 მილიონი ევრო. თანხა თავისთავად სერიოზულია და ამას დაუმატეთ, რომ მსურველმა კლუბმა ევროპის ერთ-ერთ მაღალაზღაურებად ფორვარდს ხელფასიც უნდა შეუნარჩუნოს. მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები ევროპაში სულ 4-5 კლუბს აქვს. ეს კარგად ესმით მადრიდელებს და მზად არიან ივაჭრონ. 29 წლის ბეილი ზიდანის სამომავლო გეგმებში ვერ ჯდება და...

ვიდეო: რისთვის დააკავეს კონორ მაკგრეგორი
ჩანაწერი

ვიდეო: რისთვის დააკავეს კონორ მაკგრეგორი

მაიამის პოლიციამ სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელზეც სწორედ ის ეპიზოდია აღბეჭდილი, რის გამოც ირლანდიელი მოჩხუბარი კონორ მაკგრეგორი დააკავეს. მარტში მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს წინ კონორმა გულშემატკივარს მობილური დაუმტვრია, რომელიც მასთან სურათის გადაღებას ცდილობდა. შემდეგ კი ტელეფონის ნამსხვრევები თან წაიღო.

ქართველ ქალთა ფართო გეოგრაფია
ჩანაწერი

ქართველ ქალთა ფართო გეოგრაფია

ხელბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის კვალდაკვალ დასრულთა საქართველოს ქალთა პირველობის რეგულარული სეზონიც. ნახევარფინალში გავიდნენ და ასე დაწყვილდნენ: „ყვარელი”-„ფოთი”, თბილისის „ქარიშხალა”-„სამტრედია”. ბოლო ტურში „აჭარამ” „პეგასთან” წააგო და ოთხეულში თამაშის შანსი დაკარგა. ბოლო ორი ადგილი „მამულმა” და „წყალტუბომ” დაიკავეს. ნახევარფინალები 22 მაისს გაიმართება; ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის — 23 მაისს.

რონალდუ X 3 =მესი
ჩანაწერი

რონალდუ X 3 =მესი

სამჯერ მეტია შანსი, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ლეო მესიმ მოიგოს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმო, თქვა ამერიკულმა საიტმა 538-მა. 538 ჩვეულებრივი საიტი არ გეგონოთ, ის 2008-ში ვინმე ნიუ-იორკელმა ნეიტ სილვერმა დააარსა და მას ABC News ფლობს. თავად ABC News კი უოლტ დისნეის კომპანიას ეკუთვნის. 538-სთვის სპორტი საქმიანობის მხოლოდ ერთი სფეროა. ის უფრო პოლიტიკისა ეკონომიკის ანალიზით არის...

100 მილიონად ვიჩხუბებო
ჩანაწერი

100 მილიონად ვიჩხუბებო

გერმანულმა მედიამ ვიტალი კლიჩკოს კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც რინგზე მისი ძმის დაბრუნებას უკავშირდება: „როცა ჰონორარად 40 მილიონი დოლარი ახსენეს, მე დავურეკე ვლადიმირს და მიპასუხა, რომ ეს წინადადება არ აინტერესებს. რამდენიმე კვირის შემდეგ შემოთავაზება 80 მილიონამდე გაიზრდება. ისევ დავურეკე. მითხრა, რომ სერიოზულად დაფიქრდება, თუკი ჰონორარად 100 მილიონ დოლარს დაუთქვამენ“. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკო კრივს 2017 წლის აგვისტოში...

რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა
ჩანაწერი

რეზი დავითაძემ ევროპის რეკორდი გააუმჯობესა

რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა. ამასთან, მოიპოვა ოქროს მედალი. წინ აკვრა და ორჭიდის ჯამია. წარმატებები რეზის საჩემპიონო გზაზე.