ამირან სანაია ბევრს ემახსოვრება. 29 წლის მცველია და საქართველოს ნაკრებში ჯერ კიდევ 18 წლისამ ითამაშა. ეს იყო ყატარში, სადაც კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 2:1 მოიგო ამხანაგურში.
სანაიამ ფრანგული კლუბები მოიარა და ახლაც საფრანგეთშია. „ლე მანი“, „ბასტია“, „ლუზენაკი“, „პარიზი“, „ლე ერბიე“ და ახლა უკვე „როდეზი“, რომელსაც კაპიტნობს კიდეც.
„როდეზი“ მესამედან მეორე ლიგაში გადავიდა. ქართველიც სულ თამაშობს, არადა, წინა წლებში ზედიზედ გადაიტანა ბევრი ოპერაცია. ალბათ სხვაგვარად წავიდოდა მისი კარიერა, 2014 წელს „ლუზენაკი“ რომ არ გაკოტრებულიყო. გუნდი ლიგა 2–ში გადავიდა, თან გენერალური მდივანი მსოფლიო ჩემპიონი, მეკარე ფაბიენ ბარტეზი იყო.
ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა შეგეძლოს ნულიდან დაწყება. ტრავმები და მითუმეტეს ოპერაცია დამთრგუნველია, მაგრამ გაძლებაც უნდა. სანაიაც საქართველოს დროშით ზეიმობს საფრანგეთში.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
