შანხაის დიდი პრიზი ფორმულა 1-ს ისტორიაში საიუბილეო მე-1000 გახლდათ და ამდენად, მასში გამარჯვებული ავტომატურად იბევებდა ადგილს ფორმულას ისტორიაში. სეზონის მესამე რბოლაში მესამე დუბლი მიითვალა „მერსედესის“ საჯინიბომ. გამარჯვებულმა ლუის ჰემილტონმა 6 წამზე მეტით მოიტოვა უკან ვალტერი ბოტასი. პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა „ფერარის“ პილოტი სებასტიან ფეტელი. სეზონის წინ ფორმულაში ახალი შეზღუდვები შემოიღეს, რასაც ბოლიდების ძრავთა სიმძლავრე უნდა...
წელი: 2019
შარშანდელივით კონტური…
ვითარება იკვეთება ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ტურში, სიტუაცია მოულოდნელად დაიძაბა. ეს ამბავი „საბურთალოს“ საშინაო მარცხს მოჰყვა „ჩიხურასთან“ (2:3). ჩემპიონებმა მეორე შეხვედრა წააგეს მიმდინარე სეზონში და ვინაიდან კონკურენტებმა უდანაკარგოდ ითამაშეს, ახლა ლიდერი უშუალო მდევრებს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. სხვათა შორის, შარშანდელ დავთარს ჩავხედე და მე-8 ტურის შემდეგ, საბურთალოელებს ანალოგიური შედეგი ჰქონდათ და „დინამოსთან“ ერთად პირველ-მეორე...
მზადდება წმენდა და რეკორდი
„მანჩესტერ იუნაიტედს” კალიდუ კულიბალის შესაძენად 129 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. საფრანგეთში დაბადებული სენეგალელი დღეს „ნაპოლიში” თამაშობს და იტალიური კლუბი ცენტის დაკლებას არ აპირებს. ცნობისთვის: 27 წლის კულიბალის შეძენა შარშან „ჩელსის” უნდოდა. ცნობილია, რომ მანჩესტერელთა თავკაც ოლე გუნარ სულშერს დაცვის გაძლიერება სურს. ცნობილია ისიც, რომ ის ზაფხულზე გუნდის გადახალისებას აპირებს. „თავს არ ვიტყუებ. გუნდის ფეხბურთელებისგან გაწმენდა...
პოგბა ნაბიჯებს ამცირებს
პოლ პოგბამ „ვესტ ჰემთან” გამორბენი შეცვალა. პენალტის გამორბენზე მოგახსენებთ. შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ჩაქუჩებთან” გვარიანად იწვალა და 2:1 მოიგო. მასპინძლებმა ორივე გოლი თერთმეტი მეტრიდან გაიტანეს, პენალტი ორივეჯერ პოგბამ დაარტყა და ინგლისურმა მას-მედიამაც ამიტომ მიაქცია მის გამორბენს ყურადღება. 2018-19 წლების სეზონის პირველ პენალტთან შედარებით ფრანგმა, სანამ ბურთს დაარტყამდა, ჩვეულებრივი რაოდენობის ნაბიჯები გადადგა, არადა, სექტემბერში, „ლესტერთან” მისი გამოქცევა...
ლამაზი და ლი
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი თხოვდება. საპატარძლომ ე.წ. „დივიშნიკის“ მოწყობა ბაჰამის კუნძულებზე გადაწყვიტა და თან კიდევ ერთი ექსპირველი ჩოგანი სერენა უილიამსი იახლა. რატომ სერენა? იმიტომ რომ საუკეთესო დაქალია და ერთად აქამდეც ბევრჯერ გაუფრენიათ. რატომ ბაჰამის კუნძულები? იმიტომ, რომ როდესაც ეს ორი ასული ერთობა, ახლო-მახლო პაპარაცის ჭაჭანება არ უნდა იყოს. კაროლინას და სერენას ფეშენებელურ კურორტებზე...
ტალახაძემ მსოფლიო აიტაცა!
ლაშას ტრიუმფისთვის წინასწარ ვემზადებოდით და არც მორიგ მსოფლიო რეკორდებში შეგვპარვია ეჭვი. ერთი ეგღა იყო, ვფიქრობდით, ვისთვის შეგვედარებინა სპორტის სამყაროდან, რომ ამით ქართველის უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოზე ოდნავაც არ დაგვეკნინებინა. ლეგენდარული სიგრძეზე მხტომელი ბობი ბიმონიღა ამოტივტივდა, ვის რეკორდსაც ორ ათეულ წელზე მეტი ახლოს ვერავინ გაეკარა. 218 და 260 კილოგრამი ხომ თავისთავად მსოფლიო რეკორდებია და ჯამური 478 –...
ჩოგბურთში თიხის ხანა დაბრუნდა
მონტე-კარლოს მასტერსი პირველი დიდი ტურნირი იმათ შორის, თიხნარზე რომ იმართება და წერტილი „როლან გაროსით“ რომ დაესმევა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჯერად განთესილთა შორის არ არის, რადგან ტურნირში სულ 56 მეჩოგნე მონაწილეობს და განთესვაც მხოლოდ რვა საუკეთესოს ერგო. ისინი პირველი წრიდან თავისუფალნი არიან, ნიკა კი სხვებთან ერთად 1/32-ფინალიდან იწყებს. ქართველის პირველი მეტოქე მარტონ ფუჩოვიჩია – მისივე კბილა მსოფლიოს...
კაფუ — საუკეთესო მარჯვენათა შორის!
SPORTbible-ს გამოკითხვები უყვარს. ამჯერად საიტმა „ტვიტერზე” გაიკითხ-გამოიკითხა, ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი. ბუნებრივია ასეთი რეფერენდუმი იდეალურობით ვერ დაიკვეხნის, რადგან იმ ხალხს, ვისაც „ტვიტერი” აქვს „ყველა დროის ყველა მარჯვენა მცველი” არ უნახავს, მაგრამ შედეგი მაინც ღირსეული გამოვიდა. მარკუს კაფუ! აი, ვინ დაასეხელეს გამოკითხულებმა. მან ხმათა 43% მოაგროვა. მეორეზე გავიდა ფილიპ ლამი — 28%,...
ჩილე თბილისში ჩამოდის?
საქმე თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ „თითქმის“ არ ითვლებაო. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, ყველა მოსამზადებელი სამუშაო გაწეულია და მხოლოდ სამხრეთამერიკელთა დასტურსღა ველითო. სავარაუდო თარიღიც ცნობილია – 5 სექტემბერი. გაისად, მარტში საქართველო ევროპირველობის საგზურისთვის ბელარუსს უნდა დაეჭიდოს. ამ მატჩისთვის მზადების ფარგლებში კი ჩვენი გუნდი კიდევ ერთ შეხვედრას ხორვატიის ნაკრებთან ნოემბერში გამართავს.
შეცდომების ვერ-გასწორება…
არ იყო ცუდი იდეა: ფედერაციის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით და მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ერთის მხრივ, ქართული ფეხბურთით დაინტერესებული მედია მეორე მხრივ. ორი საათის განმავლობაში სათქმელი შეძლებისდაგვარად ალალად ითქვა. სადღაც საერთო აზრი მოინახა, სადღაც კი ყველა საკუთარ აზრზე დარჩა. თუ ორ სიტყვაში ვეცდებით ჩატევას, უპრიანია, შეხვედრას “შეცდომების გასწორება” დავარქვათ: რა ვერ ბრძანა მთავარმა მწვრთნელმა ისე როგორც...









