მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი თხოვდება.
საპატარძლომ ე.წ. „დივიშნიკის“ მოწყობა ბაჰამის კუნძულებზე გადაწყვიტა და თან კიდევ ერთი ექსპირველი ჩოგანი სერენა უილიამსი იახლა.
რატომ სერენა?
იმიტომ რომ საუკეთესო დაქალია და ერთად აქამდეც ბევრჯერ გაუფრენიათ.
რატომ ბაჰამის კუნძულები?
იმიტომ, რომ როდესაც ეს ორი ასული ერთობა, ახლო-მახლო პაპარაცის ჭაჭანება არ უნდა იყოს. კაროლინას და სერენას ფეშენებელურ კურორტებზე მეტად ბაჰამების მზე, ქვიშა და ველური ბუნება იზიდავთ.
კიდევ იქაური ტალღები – სტაჟიანი სერფერებია და ერთხელ „როლან გაროსიდან“ ადრეულ სტადიაზე გამოვარდნილებმა სწორედ ბაჰამებს მიაშურეს სერფერთა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.
ბარემ ვოზნიაცკის რჩეულზეც ვთქვათ: 35 წლის დევიდ ლიმ NBA-ში კარიერა წელს დაასრულა. ყველაზე წარმატებული პერიოდი „გოლდენ სტეიტში“ ჰქონდა, სადაც 2015 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ამას გარდა ორჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
