აკი, ფეხბურთი დიდი ბიზნესიაო და, რადგან ეგრეა, ნებისმიერი მარკეტინგული მიგნება მილიონებად ფასობს. რუსეთში ეშხიანი გოგონების დეფიციტი ისედაც არ იგრძნობოდა და პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ახალი ტიტული შემოიღო – „ტურის ყველაზე ლამაზი ქომაგი გოგონა“. თავად გოგონების აზარტი გასაგებია და ფოტოგრაფებსაც დამატებითი სტიმული გაუჩნდათ – ტრიბუნაზე პირველობიდან მოდური ჟურნალის გარეკანამდე ერთი ნაბიჯია. ჰოდა, მიმდინარე სეზონში რუსული პრემიერლიგის მატჩებზე ლამაზმანების...
წელი: 2019
სერხიო რამოსი რვა ნაწილად
Amazon-ი სერხიო რამოსზე ფილმს იღებს, „მარკამ” კი ფილმის შესახებ მეტი დეტალი გამოარკვია. გაირკვა, რომ ის რვა დამოუკიდებელი ეპიზოდისგან შედგება და აღწერს „რეალის” კაპიტნის ცხოვრებას როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. დოკუმენტური ჟანრის ნაშრომში მრავლად იქნება ინტერვიუები რამოსის მეგობრებთან და ნათესავებთან, რომლებიც მთავარი გმირის შესახებ ილაპარაკებენ და მისი ცხოვრების ეპიზოდებს გაიხსენებენ. ფილმში ბევრი კადრი რამოსის სახლშია გადაღებული....
თბილისში აშშ-ც ჩამოვა
აშშ და კუბა — ეს ორი ქვეყანა დაემატება 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში, კაც ხელბურთელთა IHF-ს ერთა ჩემპიონატის მონაწლე აქამდე ცნობილ ათ გუნდს. ამრიგად, ეროვნული ნაკრებების ამ საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, მალტა, აზებაიჯანი, კუბა და საქართველო. შეგახსენებთ, რომ ექვსი ევროპული გუნდისთვის „ერთა ჩემპიონატი” ევრო 2022-ის შესარჩევი...
მესი და რონალდუ საფრანგეთში უხერხულად დახატეს
„ფრანს ფუტბოლმა“ საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მორიგი ნომრის გარეკანი დააანონსა. ვერ გეტყვით, რა მარკეტინგული მიგნებაა, მაგრამ გარეკანზე ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან. ცნობილია, რომ ნომერი ორი უდიდესი ფეხბურთელის დაპირისპირებას ეძღვნება და მათ შესახებ აზრს გამოთქვამენ ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, მარკო ტარდელი, არიენ რობენი, ჯეიმი კარაგერი და ფილიპ ლამი. დაველოდოთ გამოსვლას. არ უნდა იყოს...
ქართველების ფრანგულები
პრო D2-ის რეგულარული სეზონის 28-ე ტურში ორი ქართული ლელო დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში ჩვენებურის გუნდმა მოიგო, მეორეში – დამარცხდა. „ბრივმა“ „კარკასონს“ უმასპინძლა და 54:17 გაანადგურა. მასპინძელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ბორჯღალოსანი იყო – ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე. პირველმა 68 წუთი ითამაშა, მეორემ – 70. სტუმართა შორის თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და ბოლომდე ირაგბა მირიან ბურდულმა. ამ...
რაიოლას შეუთვალესო
„სანი” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას შეუთვალა, თუ „რეალს” ფრანგის ყიდვა უნდა, კეთილი ინებოს და 130 მილიონი გირვანქა გადაგვიხადოსო. 130 მილიონი გირვანქა ევროებში 150,6 მილიონს უდრის. აქვე დავძენთ, რომ ინგლისური გაზეთი არ ამბობს, თითქოს ეს ცნობა უეჭველია, უბრალოდ წერს, რომ ოლე გუნარ სულშერი პოგბას გაყიდვას არ გამორიცხავს და მის შემცვლელს ეძებს....
ბასილას როლექსი გაუჩერეს
ხანმოკლე აღმოჩნდა ნიკოლოზ ბასილაშვილის სტუმრობა მონტე-კარლოში… თუ მხოლოდ რეიტინგით და მშრალი ციფრებით ვიხელმძღვანელებთ, ნიკა 1/32-ფინალური შეხვედრის ფავორიტი იყო, მაგრამ შემდეგ წრეში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი გავიდა. ბურთი არამხოლოდ ფეხბურთშია მრგვალი და განსაკუთრებით მაშინ, თუ შენთვის არცთუ საყვარელ საფარზე თამაშობ. ნიკას დარტყმების სიძლიერეს თიხის საფარი ანეიტრალებს და თითოეული გათამაშების მოსაგებად დიდი ბრძოლა სჭირდება. პირველ სეტში 5:5-მდე თანაბარი...
გვარდიოლა: ბოდიში, ასეთი მოგება არ მინდა!
9 მარტს „სიტიმ“ რაჰიმ სტერლინგის ჰეთ-თრიქით „უოტფორდს“ მოუგო, თუმცა განმეორებაზე აშკარად ჩანდა, რომ პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა. თანამსაჯმა ალამიც კი ააფრიალა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გოლი ჩათვალა. ნამატჩევს გვარდიოლამ ბოდიში მოიხადა: „ბოდიშს ვიხდი, თუ თამაშგარე იყო. ჩვენ მომხრე ვიყავით, პრემიერლიგაში წელსვე შემოგვეღო VAR სისტემა, მაგრამ სხვა კლუბებმა დაბლოკეს“. გავიდა ერთი კვირა და „სიტი“ სათასო მატჩში „სუონსის“...
აზარს შუაში რა უნდა?
მაურიციო სარის ექსპერიმენტი ჩაფლავდა — „ჩელსის” ვეტერანის კრეიგ ბარლის აზრით, ედენ აზარის ცენტრალურ თავდამსხმელად გამოყვანა, ხოლო გონსალო იგუაინისა და ოლივიე ჟირუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება ცუდი იდეა გამოდგა. „ჩელსიმ” კვირას „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტები მანაც შექმნა. აზარს ორი დიდებული შანსი ჰქონდა და თუ მეორე ეპიზოდში მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა იხსნა თავისი გუნდის...
ქართული ტრიუმფი ევროპის თვალწინ
ახლა თუ უნდა, მთელმა ევროპამ ცუდ სტუმარ-მასპინძლობაში ჩაგვითვალოს. ბათუმელებს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასა და სტუმრების მიღება-განთავსებაში წუნს ვერავინ დასდებს. ერთი ეგ იყო, რომ ყველაზე მთავარი მედლები და ევროტრიუმფი სხვებისთვის ვერ გავიმეტეთ. ლაშა ტალახაძე მხოლოდ უდიდესი სპორტსმენი არ არის – ჩვენთვის სიამაყე და სიმდიდრეა, სხვათათვის კი ამოუხსნელი ამოცანა. სადღაც ხომ უნდა გადიოდეს ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი? ლაშამ ყველა...









