„ეტიჰედი” 68 წამის განმავლობაში ვულკანივით აფრქვევდა სიხარულს. ყველას ეგონა, რომ რაჰიმ სტერლინგმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” გამარჯვების გოლი გაუტანა და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. უკვე მსაჯის დამატებული წუთები მიმდინარეობდა — 2 წუთი და 22 წამი იყო გასული. „ტოტენჰემის” ხალხი კი განადგურებული ჩანდა. დელე ალი მოედანზე ეგდო, პოჩეტინიო ზეცას შეჰყურებდა, უგო ლორისი სასოწარკვეთილი იდგა… მაგრამ, როგორც...
წელი: 2019
ტალახაძეზე მეტი ასწია…
ლაშა ტალახაძე ჩვენი სიამაყეა და თუნდაც რეფერენდუმი ჩავატაროთ, ყველაზე პოპულარული და საყვარელი სპორტსმენის ტიტულს ვერავინ შეეცილება… ამის მიუხედავად, ჟურნალისტიკა ობიექტურობას მოითხოვს და უნდა ვაღიაროთ: ლაშა ტალახაძეზე მეტი სიმძიმე სხვამ ასწია. იმ სხვას ლეონიდ ტარანენკო ჰქვია და ბელარუსული ბრესტიდან არის. მოსკოვის ოლიმპიადის, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ბევრგზის ჩემპიონს ერთი ისეთი წონა აქვს დაძლეული, დღემდე გინესის რეკორდთა...
ქართული კალათბურთი კიშინიოვში
მოლდოვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ საჯარო ჩვენება შედგა. ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ქართული კალათბურთის თითქმის საუკუნოვანი ისტორია. ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქართული კალათბურთის ტრიუმფალურ გამარჯვებას 1962 წელს, როდესაც თბილისის დინამოელებმა ჟენევაში დაამარცხეს მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 90:83 და მოიპოვეს ევროპის...
თხა თხაზე ნაკლებიო…
მადრიდის „რეალმა“ ფაქტობრივად შეათანხმა ახალი კონტრაქტი „ადიდასთან“, რომლის მიხედვითაც წლიურად გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში 30 მილიონი დაემატება. დაახლოებით ასეთივე კონტრაქტი აქვს „ბარსელონას“ „ნაიკთან“, თუმცა იქ გარანტირებული თანხა 102 მილიონი ევროა, ბონუსი კი 50 მილიონი. ერთი შეხედვით, მადრიდელთა კონტრაქტი უფრო მსუყეა, მაგრამ არის დაბრკოლებაც: „რეალის“ ფორვარდ...
პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა
გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” „იუნაიტედს” 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0 გამოვიდა. „კამპ ნოუზე” მანჩესტერელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო მესამე ფილიპე კოუტინიუმ. მესის...
ბოლო ზარის დღე
ბედის ირონიაა, აბა რა: სამშაბათს ტურინში ბოლო ზარის დღე ყოფილა. და სწორედ ამ დღეს, ყმაწვილ აიაქსელთა გუნდმა რონალდუს და სხვა იუვენტუსელ პედაგოგებს გაკვეთილი ჩაუტარა. არადა, თითქოს ყველაფერი წესისა და რიგის შესაბამისად დაიწყო — ლექციის ჩატარება თავიდან კრიშტიანუმ და მისმა „დიდმა” თანაგუნდელებმა სცადეს. მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „აიაქსი” გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებას გამოეთიშა...
წააგებ და მიგამტვრევ ფეხებს!
ესპანელი ტომი რობრედო კარიერის პიკზე მსოფლიოს მეხუთე ჩოგანიც იყო, მაგრამ 36 წლის ვეტერანი ამჟამად მესამე ასეულის ბინადარია და ეტყობა, ამანაც გააბედინა, La Vanguardia- სთან ინტერვიუში გულახდილი ყოფილიყო: – ყოველი წაგებული შეხვედრის შემდეგ უამრავ შეტყობინებას ვიღებდი ოჯახის წევრების სალანძღავი და მუქარის შემცველი შინაარსით. მემუქრებოდნენ, რომ გადამიმტვრევდნენ მუხლებს. არიან ადამიანები, რომლებიც ჩოგბურთზე დადებული ფსონებით დიდ ფულს შოულობენ...
რეტრო – ლივერპული
ინგლისურ ტაბლოიდებში „ლივერპულის“ საგაისო ახალი ფორმის ფოტოები გამოჩნდა. მართალია, „წითლების“ ქომაგები ამჟამად პრემიერლიგის გამალებულ საჩემპიონო რბოლაში ჩაფლულან, მაგრამ სიახლე არც მათთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. ფორმის დიზაინი რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს 1984 წლის ანალოგს, როცა ლეგენდარულმა დალგლიშმა და კომპანიამ ფინალში „რომა“ დაამარცხეს (4:2 პენალტებით) და მეოთხედ აღმართეს ჩემპიონთა თასი. საქმე ის არის, რომ მომავალი სეზონი...
„რომას” ფეხბურთელებს თარს კაცთან ფოტოს გადაღება ეკრძალებათ
ლაივინ კურზავამ კანადელ რეპერ დრეიკთან სელფი გადაიღო და… ორ დღეში „პარი სენ ჟერმენმა” „ლილთან” გამაოგნებელი ანგარიშით, 1:5 წააგო. არადა, პარიზელებს ფრე ჰყოფნიდათ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. როგორც ჩანს, ვინმეს კურზავასთვის უნდა ეთქვა, რომ სპორტსმენებისთვის დრეიკთან ფოტოს გადაღება სასურველი არ არის. განვმარტოთ: ყოველთვის, როგორც კი კანადელი შოუმენი სპორტის ამა თუ იმ წარმომადგენელთან გადაიკვეთება, სპორტსმენს დაუყოვნებლივ ეწყება წარუმატებლობათა...
მარჯვე ხელები, მარჯვე ფეხების ნაცვლად
არ გასულა ერთი წელიც უდიდესი ტრიუმფიდან და საფრანგეთი ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი – ამჯერად კიბერ-ფეხბურთში. ფინალში ფრანგებმა არგენტინის ნაკრები დაამარცხეს და სახლში მთავარი პრიზი – 40 ათასი დოლარი წაიღეს. მარჯვე ხელები, მარჯვე ფეხების ნაცვლად. ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს ფლეისთეიშენის ჯოისტიკებით ეჯიბრებიან. ტურნირის ორგანიზატორი კი თავად ფიფაა.









