ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიუმ „ბარსელონასა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში (3:0) ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორიგინალურად იზეიმა: ყურები თითებით დაიცო. ეს გახლდათ პასუხი ბოლოდროინდელ კრიტიკაზე. აქაოდა, თქვენი მწარე სიტყვები არ მესმისო. მოგეხსენებათ, კოუტინიუ „ბარსაში” გადასვლამდე „ლივერპულში” თამაშობდა, სადაც ბრწყინავდა, „კამპ ნოუზე” კი ჩაქრა და ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის პრობლემაც კი დაუდგა. ამან „ბლაუგრანას” ქომაგი მის...
წელი: 2019
როგორ გადაურჩა ვან დიიკი სიკვდილს
ცხოვრებაში, ვირჯილ ვან დიიკის უდიდესი მოწინააღმდეგე მუცლის სნეულება ყოფილა. ფეხბურთზე საერთოდ აღარ იყო ლაპარაკი, ექიმებს თურმე ეშინოდათ, რომ ახალგაზრდა ვერ გადარჩებოდა. არადა დღეს, 27 წლის ჰოლანდიელი „ლივერპულის” ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც პრემიერლიგის ტიტულისთვისაც იბრძვის და მალე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც უნდა ითამაშოს. მართლაც რა შორსაა ეს ყველაფერი იმ დღეებიდან, როდესაც ვან დიიკი „გრონინგენში” გამოდიოდა და...
შევჩენკომ კალაძე სკამზე დატოვა
ანდრეი შევჩენკო ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია და მისი მოსაზრება ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ყოველთვის ანგარიშგასაწევია. რამდენიმე დღის წინ შევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ ინტერნეტარხ DAZN-ს. ჟურნალისტმა ახლა უკვე უკრაინის ნაკრების დამეიგებელს სთხოვა, მისი დროის „მილანის“ საუკეთესო შემადგენლობა დაესახელებინა. შევჩენკოს რჩეული თერთმეტეული (4-4-2) ასე გამოიყურება: დიდა – კაფუ, ნესტა, კოსტაკურტა, მალდინი – გატუზო, პირლო, კაკა,...
უფრო მადრიდში, ვიდრე ბარსელონაში?
„დემბელე ნეიმარზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, — თქვა „ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ და იქვე გაჩნდა კითხვა: რას ნიშნავს ეს? მადრიდული გაზეთის „მარკას” თქმით ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ბრაზილიელს ესპანეთში დაბრუნება უწერია, ის უფრო „რეალში” ამოჰყოფს თავს, ვიდრე კატალონიის დედაქალაქში. გეხსომებათ, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა „ბარსა” 2017 წელს დატოვა და „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა. მას მერე...
ოხ, ნეტავი ერთად იყოს…
კაცს რომ არც ბედი ექნება და არც სასკოლო გეოგრაფიული განათლება, ზუსტად ეგრეა პორტუგალიელი ალვარო რივეირას საქმე. მისმა საყვარელმა „ბენფიკამ“ მეოთხედფინალის პირველ მატჩში „აინტრახტს“ 4:2 მოუგო, რის შემდეგაც ალვარომ გადაწყვიტა, გუნდის ტრიუმფს გერმანიაში, საპასუხო მატჩზეც დასწრებოდა და: მანქანას ცოტა ხელი შეავლო… შეადგინა ოპტიმალური მარშრუტი… 16.5 საათი საჭესთან იჯდა… გერმანიაში პარიზის გავლით ჩავიდა და ეგრევე ფრანკფურტს მიაშურა…...
რა ხეირი ჰქონდა კოუტინიუს გაყიდვას?
2017 წლის დეკემბერში იურგენ კლოპმა საკუთარ თავს სამი კითხვა დაუსვა და დღეს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე გაცემულმა სწორმა პასუხებმა „ლივერპული” გააძლიერა — გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და პრემიერლიგის ტიტულთანაც ხელის ერთ გაწვდენაზე ტრიალებს. საქმე ეხებოდა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიუს, რომელსაც „ენფილდ როუდზე” აღმერთებდნენ და ჯადოქარს ეძახდნენ. კოუტინიუს, რომელიც „ბარსელონაში” გადასვლაზე ოცნებობდა და რომლის თაობაზეც „ბარსელონამ” სამჯერ...
ნახეთ შენგელიას თვალები?
საკალათბურთო ევროლიგაში მოსკოვის ცსკა მუდმივი ფავორიტი და მასთან გადაყრა გათამაშების ნებისმიერ ეტაპზე თითქმის გარანტირებულ მარცხს ნიშნავს. ექსპერტები ევროლიგის მეოთხედფინალში „ბასკონიას“ შანსებსაც მოკრძალებულად აფასებდნენ, მაგრამ მხოლოდ გუშინდლამდე. თორნიკე შენგელიამ და მისმა გუნდმა რუსი არმიელები მათსავე მოედანზე დაამარცხეს. თანაც ისე, რომ ანგარიშში დაწინაურების შანსი ერთხელაც არ მისცეს – 78:68. სერიაში ანგარიში 1:1 გახდა და ახლა გუნდები ეაპანეთში...
ზოგი აღარც კი ინდომებს
ოლე გუნარ სულშერმა ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ თავის ფეხბურთელებს შეუტია, მონდომება დააკლესო. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” შეჯიბრებას მეოთხედფინალში გამოეთიშა. შინ, „ოლდ ტრეფორდზე”, 0:1 წააგო, ხოლო სტუმრად, „კამპ ნოუზე” — 0:3. მეორე შეხვედრაში მანკუნიანელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ შეაგდო, ერთი კი ფილიპე კოუტინიუმ. ეს გახლდათ ინგლისური გუნდის მეხუთე დამარცხება ბოლო შვიდ შეხვედრაში, რამაც სულშერი...
მუსას შოკი
აი, სეირი: მაშინ როდესაც მთელი „ტოტენჰემი“ და მათი ფანობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გიჟურ გასვლას ზეიმობდა, ლონდონელთა ნახევარმცველი მუსა სისოკო ცრემლით გასახდელ ოთახს ალბობდა. საქმე იმაშია რომ, სისოკოს „ტოტენჰემი“ გავარდნილი ეგონა, რაკიღა მანჩესტერელთა მეხუთე გოლისას, რომელიც მოგვიანებით ვიდეორეფერიმ გააუქმა, სიმწრისგან გულმოკლულმა უმალ გასახდელს მიაშურა… „თავზარდაცემული ვიყავი, საშინლად იმედგაცრუებული, სრულიად მარტო აღმოვჩნდი გასახდელში, იქ კი ტელევიზორი არ...
ლეგენდა თავხედ ბიჭებზე
„სიტი“ – „ტოტენჰემის“ დრამამ დროებით ყველაფერი გადაფარა. „აიაქსის“ სიგიჟეც კი, რომელმაც მადრიდის „რეალის“ შემდეგ ტურინის „იუვენტუსიც“ შეახრამუნა. აქვს თუ არა მომხდარს გამართლება? აშკარად! პირველი ის, რომ ამსტერდამულ კლუბში ისევ თავხედობამდე მისული ნიჭიერი ბიჭების ცვენაა. მეორე: „აიაქსს“ აშკარად აქვს სუსტი წერტილები (დაცვა არ უვარგა), მაგრამ ძლიერი მხარეებით ცდილობს მის გადაფარვას. მადრიდელებიც და ტურინელებიც ელოდნენ, რომ „აიაქსი“...









