უნგრეთის დედაქალაქი ATP-250 კატეგორიის ტურნირს მასპინძლობს. იქაა ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა მარინ ჩილიჩის, ბორნა ჩორიჩის და მარკო ჩეჩინატოს შემდეგ ტურნირის მეოთხე ნომერია და თამაშს პირდაპირ მერვედფინალიდან იწყებს. ნიკამ პირველი ბარიერი აუცილებლად უნდა გადალახოს, რათა შარშან ბუდაპეშტშივე მეოთხედფინალში გასვლისთვის მიღებული ქულები არ ჩამოაკლდეს. შარშანდელი მეოთხედფინალი ბასილაშვილმა ანდრეას სეპისთან დათმო. რაც შეეხება წლევანდელ პირველ მეტოქეს,...
წელი: 2019
რონალდუ თანაგუნდელებს თრგუნავს
„იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ „ბებერი ქალბატონის” ზეიმს მაინც მწარე გემო ახლდა — ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნენ. ყველასთვის მოულოდნელად ისინი შეჯიბრებიდან „აიაქსმა” გამოთიშა. და იტალიურ მას-მედიაში სერია A-ს ჩემპიონობაზე მეტად სწორედ ამსტერდამის ახალგაზრდულ გუნდთან გამოვარდნაზე ლაპარაკობენ. მრავალ ექსპერტს თავისი ხმა ლეგენდარულმა მარკო ტარდელიმაც შეაშველა. მარკო ტარდელის „იუვენტუსში” ათი სეზონი აქვს ნათამაშები (1975-1985) და თუკი ვინმე...
მანჩესტერს 8 კილომეტრით გადაურბინეს
„ევერტონმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” 4:0 რომ გაანადგურა „ლივერპულს” ძალიან აწყობსო, წერენ ინგლისელი მიმომხილველები. მათი ლოგიკა გასაგებია: ოთხშაბათას „ოლდ ტრეფორდზე” მანჩესტერული დერბია. „იუნაიტედს” 75 ათასი გულშემატკივარი გაამხნევებს, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, სავარაუდოდ, თავად გუნდი არ დაუშვებს ზედიზედ მეორე სირცხვილს, მითუმეტეს დერბიში; ყველა ღონეს იხმარს რომ არ წააგოს. და თუ თავმოყვარეობის აღდგენის მიზნით ყალყზე შემდგარი „იუნაიტედი” „სიტის”...
ოდესაშიც პირველები…
სად და სადაურებთან აღარ უთამაშიათ ჩვენს კოლეგებს მინი თუ დიდი ფეხბურთი, ხელოვნურ თუ ბუნებრივ საფარზე და,მოგვიტევეთ თუ ზუსტი სტატისტიკა არ გვიწარმოებია, სიტყვაზე უნდა გვენდოთ – მოგების წილი სხვა შედეგზე გაცილებით მეტი არის. საქართველოს ნაკრებიც რომ ასევე სტაბილური წარმატებით თამაშობდეს, გვერწმუნეთ, აქამდე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი კარგა ხნის დაჭაშნიკებული იქნებოდა. ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებზე მოგახსენებთ, რომელმაც...
კვარეჟმამ ცრემლი მოიშორა
ევროპის 2016 წლის პირველობის დაწყებამდე, ალბათ, ბევრმა შენიშნა პორტუგალიელი რიკარდო კვარეჟმას ტატუ – ორი ცრემლი ლოყაზე. რიგითი ტატუსგან განსხვავებით, ამდაგვარებს კონკრეტული „თარგმანი“ აქვთ. მსგავსი ტატუ აქვს NBA-ს ვარსკვლავ ამარე სტაუდამაიერს. ის არც მალავს, რომ ორი ცრემლი ლოყაზე უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ მოუშუშებელი ტკივილის ნიშნად ამოისვირინგა. ამერიკული ციხის ენაზე ცრემლის კონტურის ტატუ ვისიმე მოკვლის სურვილს ნიშნავს,...
კვირკველიას ოთხი სეივი
მოსკოვის „ლოკომოტივმა” რუსეთის ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, მაგრამ მეორე ადგილისთვის იბრძვის, რაც ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვედრას ნიშნავს. სალიგო ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ცსკა-სთან რკინიგზელებმა 1:1 ითამაშეს. გამორჩეული იყო სოლომონ კვირკველია, რომელმაც საკუთარი კარიდან ოთხჯერ გამოიტანა ბურთი. აქედან ორი „სეივი“ ქართველმა მცველმა 30-წამიან მონაკვეთში გაახერხა, როცა ჯერ ფეხით, შემდეგ კი თავით გაანეიტრალა არმიელების შეტევა.
სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა
„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან. ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ. ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ...
ეს პრობლემური ესპანელები
„მანჩესტერ იუნაიტედში” კონტრაქტებს ეროვნული ნიშნით აფორმებენო, წერს „სანი” და დასძენს, რომ ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მისია. კერძოდ, ინგლისელებმა, ეშლი იანგმა, კრის სმოლინგმა, ფილ ჯონსმა და ლუკ შოუმ, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას კლუბთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს, ხოლო ესპანელებს დავიდ დე ხეასა და ხუან მატას პირობებზე ჯერ არ შეთანხმებიან, ანდერ ერერას კი სულაც „პარი სენ ჟერმენში” უშვებენ. მას მერე,...
ერთადერთი სამგზის რონალდუ
შეიძლება არ მოგწონდეს, შეიძლება მისი ფანი არ იყო, მაგრამ პატივი უნდა სცე და დააფასო ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც ფეხბურთი გიყვარს… კრიშტიანუ რონალდუზეა საუბარი. პორტუგალიელი ფორვარდი პირველია, ვინაც სამი უდიდესი ლიგის ჩემპიონობა შეძლო – 34 წლის ასაკში რონის ინგლური პრემიერლიგისა და ესპანური ლა ლიგის შემდეგ სერია A-ს ტიტულიც აქვს. და ნუ ვიტყვით, რომ რონალდუს კლუბებში...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აი, გაზაფხულიც მოვიდა. რას გამოელი აქედან? ბევრს არაფერს, ახალი არაფერი ხდება. აი, გიგზიც დაიმტვრა. ახალი არაფერია. გიგზი თუ დაიმტვრა. როგორღა არ არის ახალი ამბავი? კარგი ერთი. გიგზი შარშანაც დაიმტვრადა შარშანწინაც, საერთოდ, უცნაური ბიჭია, უელსელი და არც არის უელსელი, მაგარია და არც არის მაგარი, დამტვრეულია და არც არის დამტვრეული. საერთოდ, ზამთარში უყვარს თამაში. დანარჩენ დროს? დანარჩენ...









