წელი: 2019

Home 2019
ლეკვი ლომისა კრივშიც სწორია?
ჩანაწერი

ლეკვი ლომისა კრივშიც სწორია?

გენდერული თანასწორობა არ არის ცუდი ამბავი, მაგრამ არის სფეროები, ჩვენს შემთხვევაში კი სპორტის სახეობები, სადაც ჯერჯერობით ძნელია შეგუება სრულ თანასწორობასთან. არადა, რას ერჩი – ყველაფერი მისხალ-მისხალ იზომება და მოთხოვნილება განსაზღვრავს მიწოდებას. ივნისში, ეკატერინბურგი დიდ საკრივო ფორუმს უმასპინძლებს. განსახილველ საკითხთა შორის იქნება კონტინენტური ასოციაციების განახლების, მოყვარულთა და პროფესიონალთა შორის გარდამავალი ბრძოლების და რაც მთავარია, გენდერული საკითხი…...

დღეს გამოჩნდება ვის გააგდებენ
ჩანაწერი

დღეს გამოჩნდება ვის გააგდებენ

ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს მკაცრად უთხრა, რომ ნებისმიერი, ვინც დღევანდელ მანჩესტერულ დერბიში ვერ ივარგებს, გუნდიდან გავარდება. ასეთი გაგრძელება მოჰყვა წინა შეხვედრაში, ლივერპულში, „ევერტონთან” 0:4 დამარცხებას. „სანისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ საგანგებო თათბირზე ნორვეგიელმა მოთამაშეებს უთხრა, რომ „მანჩესტერ სიტის” თავი შეაკლან ან მოშორდნენ იქაურობას. „პარი სენ ჟერმენთან” საოცარი გამარჯვება აღარაფერს ნიშნავს. ეჭვი ეპარება, რომ მათ...

ცხრაქულიანი გინება
ჩანაწერი

ცხრაქულიანი გინება

ნამდვილად იმატა რასიზმის გამოვლინებებმა საფეხბურთო სტადიონებზე. არც საშველი ჩანს. პრობლემის გადაჭრის საკუთარი ვარიანტი The Times-ს „სიტის“ და ინგლისის ნაკრების წევრმა რაჰიმ სტერლინგმა გაუზიარა: „მოედნის დატოვება საქმეს არ შველის. ფინანსური სანქციებით ვერც მდიდარ საფეხბურთო კლუბებს ან საფეხბურთო ასოციაციებს დააკლებ რამეს. ჩემი აზრით, კლუბი, რომლის ფანებიც რასისტულ გამონათქვამებს იყენებენ, 9-ქულიანი ჯარიმით უნდა დაისაჯონ. ამას გარდა, დამრღვევმა კლუბმა...

ბავშვი კიით
ჩანაწერი

ბავშვი კიით

ვინ იყო ჯეიმს კეჰილი გუშინ? მიუხედავად ერთი ხმაურიანი გამონათებისა, 23 წლის ჩვეულებრივი ბიჭი, მოყვარული სნუკერისტი, ვინაც საძმო-სამეგობროში და ეგებ, მშობლიურ ბლექპულშიც ყველაზე მაგრად იყენებს კიის. მსგავსი მარიფათის ათასობით არიან ამქვეყნად.დღეს კი ჯეიმს კეჰილი ერთბაშად დიდების ზენიტში აღმოჩნდა – ახალბედამ თვით რონი ო’ სალივანი შემუსრა, განუმეორებელი რონი ო’ სალივანი და ამით ისტორიაც გადაწერა…კეჰილს საინტერესო ისტორია აქვს:...

სიტი რეკორდზე მიდის
ჩანაწერი

სიტი რეკორდზე მიდის

როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, „სიტი“ პირველ რიგში მადრიდის „ატლეტიკოს“ 22 წლის ნახევარმცველ როდრის გადაბირებას ეცდება. ჩანაფიქრის მიხედვით, მან 34 წლის ფერნანდინიო უნდა ჩაანაცვლოს. The Telegraph-ის ცნობით, ინგლისელთა სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე დაესწრო მადრიდელთა შეხვედრებს. გვარდიოლას სურს, მომავალი სეზონისთვის მზადების დაწყებისთანავე როდრი მის განკარგულებაში იყოს. ტრანსფერის თანხა 61 მილიონი გირვანქა იქნება –...

ჯადოქარი
ჩანაწერი

ჯადოქარი

რაფა ბენიტესი რომ თავისი საქმის ჯადოქარია, ინგლისში აქამდეც იცოდნენ. დასტურად სტამბული-2005 კმარა. ახლა კი მის სხვა გამოვლინებასაც მიაქციეს ყურადღება. „ნიუკასლს“ შარშანდელ და მიმდინარე სეზონში 35 ტურის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური შედეგი აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების ჩათვლით: 11 მოგება, 8 ფრე, 16 მარცხი, 35 გატანილი და 44 გაშვებული ბურთი, 41 ქულა. იტყვიან, ეს სტაბილურობის ნიშანიაო, მაგრამ...

ურთიერთბრალდებები გასახდელში
ჩანაწერი

ურთიერთბრალდებები გასახდელში

„დეილი მეილმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ „ევერტონთან” 0:4 დამარცხების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს გასახდელში ერთმანეთთან დიდი ყაყანი და გარჩევა მოუწყვიათ. ოლე გუნარ სულშერმა, სანამ პრეს-კონფერენციაზე შევიდოდა, დაახლოებით ნახევარი საათით ჩაკეტა თავისი ფეხბურთელები ლივერპულის „გუდისონ პარკზე”, შემდეგ კი ის მას-მედიის წინაშე წარსდგა და მისი საშუალებით გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ამის შემდეგ მანჩესტერელთა გასახდელიდან დერეფანში ურთიერთბრალდებები...

სარი და შარი
ჩანაწერი

სარი და შარი

„ჩელსიმ” „ბარნლისთან” 2:2 ითამაშა და ამ შეხვედრაში გაწევ-გამოწევაც მოხდა. დასავლეთ ლონდონელთა მწვრთნელი მაურიციო სარი მოედნიდან გააძევეს კიდეც. სარი მსაჯის დამატებულ დროში გააძევეს, როდესაც მატეო კოვაჩიჩმა და ბარნლელმა ჯეკ კორკმა გაიწიეს ერთმანეთზე. „ჩელსის” თავკაცის ასისტენტმა, წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ თქვა, რომ მის შეფს მოწინააღმდეგე გუნდის სათადარიგოთა სკამიდან მიაყენეს შეურაცხყოფა. ძოლა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სარის ნაცვლად...

რუსთავში ყველა გზა ვარლამამდე მიდის
ჩანაწერი

რუსთავში ყველა გზა ვარლამამდე მიდის

რუსთავს ახალი მწვრთნელი ჰყავს, უფრო სწორად ძველ-ახალი:ვარლამ კილასონია მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდა. მართალია, ქვემოქართლელები ამ სეზონში ძალზედ არადამაჯერებლად ასპარეზობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლoდ ეს არ არის სამწვრთნელო ცვლილების მიზეზი – ბადრი კვარაცხელია ჯანმრთელობის გაუარესების გამოც ტოვებს გუნდს და რა გასაკვირია, რომ გაჭირვებულ სიტუაციაში მყოფმა რუსთაველებმა ასეთი ვითარების მარადიულ ტალ-კვესს – ვარლამ კილასონიას მიმართეს… – შემოთავაზება ოთხი...

ტოჩინოშინი და ტრამპი
ჩანაწერი

ტოჩინოშინი და ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისის ბაშოზე დასწრების სურვილი გამოთქვა. მისი ვიზიტი იაპონიაში 26-28 მაისს არის დაგეგმილი და თუ არაფერი შეიცვალა, სუმოს სასახლე „კოკუტიკანეს“ მაისის ბაშოს ბოლო დღეს ესტუმრება. ბუნებრივია, ამერიკის პრეზიდენტის ამალა და დაცვა უზარმაზარია. ამის გათვალისწინებით, ამერიკელებმა სუმოს სასახლეში პირველი სამი რიგი სრულად დაჯავშნეს. ლევან გორგაძეს კონკრეტული საფიქრალი აქვს: მაისში 10 გამარჯვება უნდა მოიპოვოს,...