ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ოფისში ჩატარდა ერთა ჩემპიონატის წილისყრა. მოგეხსენებათ, შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს 12 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში, სადაც მის გარდა ითამაშებენ: აშშ, ირლანდია, ბულგარეთი, მალტა და ნიგერია. A ჯგუფში იქნებიან: დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია, ჩინეთი, კუბა, ინდოეთი და აზერბაიჯანი. შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპული გუნდი იმავდროულად გაითამაშებს ევრო 2022-ის შესარჩევი...
წელი: 2019
აღდგომას ბათუმი პირველია
ზღაპარი ბათუმში ბათუმში, ქართული რეალობისთვის უცნაური თამაში გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. თუმცა, მე-18 წუთისთვის 0:2 აგებდა. ნაღდი თრილერი გამოვიდა. და ტრიბუნებზეც ისეთი ამბავი იყო, კაცს თავი ზღაპარში გეგონებოდა. უყვართ ბათუმში ფეხბურთი და ახალი, ლამაზი სტადიონიც ალალი იქნება მათზე. მაშ ასე, მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ლიდერი შეიცვალა – პირველ ადგილზე „ბათუმია“....
სიტი საუკეთესო გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში?
პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი უწოდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ” ოთხშაბათს მანჩესტერულ დერბიში 2:0 მოიგო, ხოლო მანამდე „ტოტენჰემს” აჯობა 1:0. კატალონიელ მწვრთნელს თავისი ბიჭებისთვის სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ უთქვამს: „აი, ამიტომაც ხართ საუკეთესო გუნდი, რომელიც კი ამ ლიგას ოდესმე უნახავს”. ამ სიტყვების შემდეგ ფეხბურთელებს ლეროი სანეს სადიდებელი სიმღერა დაუცხიათ. სანემ, როგორც იცით, დერბიში...
პოგბა და იუნაიტედის პრობლემები
„სანი” წერს, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს” ერთიანობას ურღვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მას უეჭველად გაყიდიან. თურმე, საკუთრივ ფეხბურთელები შიშობენ, რომ ოლე გუნარ სულშერი ფრანგს აღვირს ვერ ამოსდებს, რადგან საამისოდ პიროვნული სიმტკიცე არ ეყოფა. პოგბას თანაგუნდელებისთვის დაუფარავად უთქვამს, „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პირველად შვიდი წლის წინ წავედი და მას მერე გუნდს წინ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამსო....
ტრუნგელიტი ალაპარაკდა…
არის ასეთი ჩოგბურთელი – მარკო ტრუნგელიტი. დღეისათვის მსოფლიოს 139-ე ჩოგანია და ათწლიან საჩოგბურთო კარიერაში მილიონიც ვერ მოუგროვებია, მაგრამ ისეთი საინფორმაციო ბომბი ააფეთქა საჩოგბურთო სამყაროში, კარგა ხანია პირზე ყველას მისი სახელი აკერია. ამაზე მოგვიანებით, მანამ კი შეგახსენებთ, რა მიზეზით გავაცანით შარშან მარკო „სარბიელის“ მკითხველს. 2018 წლის „როლან გაროსზე“ მარკო ტრუნგელიტი მაშინ დაუშვეს, როცა ტურნირი უკვე დაწყებული...
განლაგება 1-1-1-1-3-3
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის შემდეგ „იუნაიტედის ფეხბურთელები სოციალურ მედიაში გულშემატკივრებმა დაუნდობლად გააკრიტიკეს. იყო დაცინვაც, რისი მიზეზიც „ქალაქელი” ლეროი სანეს მიერ 66-ე წუთზე გატანილი გოლის დროს მასპინძელთა დაცვის ხაზის არაბუნებრივი განლაგება გახლდათ. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ოთხი მოთამაშე ნაცვლად იმისა, რომ კარის გასწვრივ განლაგებულიყო, ვერტიკალურად დადგა, რამაც ხალხს დაცვის ახალ ტაქტიკაზე ხუმრობის...
ინგლისის თასი უალკოჰოლოდ?
ინლისის თასის ფინალის ფინალი ყუთი შამპანურის გარეშე? როგორც წესი, ფეხბურთის ასოციაცია კისრულობდა ყუთ შამპანურს და პირდაპირ გასახდელში მიართმევდა ხოლმე გამარჯვებულ გუნდს. არა, ფეხბურთის ასოციაცია ამბობს, შამპანურს ისევ მოგართმევთ, მაგრამ უალკოჰოლო იქნებაო. ბუნებრივია, განცხადებაში მიზეზებიც არის ახსნილი: ზოგიერთებს, მაგალითად მუსულმანებს, ალკოჰოლური სასმელის მიღებას რელიგია უკრძალავს. ზოგი შეგნებული არამსმელია. არიან 18 წელს მიუღწეველი ბავშვებიც და ამათ ხომ...
გოლი მერვე წამზე
ერთი შეხედვით არაფრის მომცემი შეხვედრა „უოტფორდსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის, პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. მოედნის ცენტრიდან ბურთი მასპინძლებმა გაითამაშეს და უკვე მეორე შეხებით მეტოქის ნახევარზე გადატანას ცდილობდნენ, როცა მეტოქის შემტევ შეინ ლონგს მოხვდა და… რიკოშეტით ასხლეტილ ბურთს ლონგი დაედევნა, მეკარე ბენ ფოსტერთან პირისპირ დარჩა და აუღელვებლად გაიტანა. შეხვედრა სულ 7.6 წამის დაწყებული იყო. შეინ ლონგის გოლი უსწრაფესია...
ქალაქში პირველი სიტია!
მანჩესტერული დერბი 2:0 დამთავრდა, „სიტიმ” „იუნაიტედს” მოუგო და ოლე გუნარ სულშერმა აღიარა, რომ დღეს მათ ქალაქში გვარდიოლას გუნდი უფრო ძლიერია. „მანჩესტერ იუნაიტედი” ასეთ საშინელ დღეში 1962 წლის მერე არ ყოფილა — ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო. ამ შეხვედრებში გუნდმა 20 გოლი გაუშვა და მხოლოდ 6 გაიტანა. დავაზუსტოთ: „იუნაიტედს” 2 აპრილის შემდეგ ცოცხალი თამაშიდან ბურთი მეტოქის...
მხიარული ფეხები
რა უნდა ქნას მცველმა, თუკი ბურთი უკვე კარში მიდის, ის კი საჯარიმოს გარეთ იმყოფება – თავში ხელი შემოიკრას, ხელები ჩამოუშვას თუ პარტნიორებს დაუწყოს ყვირილი? სხვას შეიძლება რომელიმე ეს ვარიანტი აერჩია, მაგრამ არა ბერგამოელ ანდრეა მასიელოს. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ნეაპოლელი არკადიუშ მალიკის დარტყმის მომენტში ის საჯარიმოს წინ ნახევარწრეში იმყოფებოდა, მაგრამ ბურთს მაინც დაედევნა. შედეგად, მასიელომ...








