საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ჩილაჩავამ საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის 23-ე ტურში თავისი პირველი ლელო გაიტანა. მართალია, „მონპელიესა“ და ბორჯღალოსანთა მარჯვენა ბურჯმა სეზონში ორი ლელოთი თავი მანამდეც ისახელა – ჩემპიონთა თასზე „ტულონთან“ და ევროპის რაგბის ჩემპიონატში ესპანეთთან, მაგრამ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში მან ეს პირველად გააკეთა. ჩილაჩავას, მიქაუტაძის, ნარიაშვილისა და აფრასიძის „მონპელიემ“ გიგაშვილისა და...
წელი: 2019
ეს იყო ნული!
„რეალის” კრიზისი გრძელდება. კვირას „თეთრებმა” თანაქალაქელ „რაიო ვალეკანოსთან” წააგეს 0:1. ამ გამარჯვებით „რაიომ” ლა ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს კი Movistar + თან ინტერვუში და მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მწარე ლაპარაკი მოუხდა. „რაიოს” შესახებ: მათ ეს გამარჯვება სჭირდებოდათ და მიაღწიეს კიდეც. „რაიო ვალეკანომ” ის ფეხბურთი ითამაშა, რომელიც წესით ჩვენ უნდა გვეთამაშა. ჩვენ კი პირველიდან...
პერსონალური მეურვეობა საჭირო არ არის
ოთხშაბათს, „ლივერპული”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სტუმრად ეთამაშება „ბარსელონას”. 1980-იანი წლების შოტლანდიელი მცველი, მერსისაიდელთა ერთ-ერთი ლეგენდა სტივ ნიკოლი ამბობს, რომ იურგენ კლოპი ამ შეხვედრაში ლეო მესის პერსონალურ მეურვეობას არ დაუწესებს. „საამისოდ ორი მიზეზი არსებობს, — თქვა ნიკოლმა, — ჯერ ერთი, ეს კლოპის სტილი არ არის. კლოპი ერთ მოთამაშეზე, თუნდაც ეს ერთი მოთამაშე ლეო მესი იყოს, მთელ...
მესი ჩემპიონია!
„ბარსელონამ” „ლევანტეს” 1:0 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ხოლო ტრიუმფის გოლს ვინ გაიტანდა თუ არა ლეო მესი, რომელმაც მეათედ აღმართა ამ ქვეყნის საფეხბურთო გვირგვინოსნისნისთვის განკუთვნილი ჯილდო. არგენტინელმა პრიმერას ტიტულების რაოდენობით გადაასწრო ანდრეს ინიესტას (9) და ჩავის (8). ახლა მას მოქმედ ფეხბურთელთა შორის მდევარიც კი აღარ უჩანს. ერთადერთი, რაც ლეომ შემდეგ მიზნად შეიძლება დაისახოს, ლეგენდარული ესპანელის...
ბურჯთა ამბები
ფრანგული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზეა. თანდათან ირკვევა, ვინ გავარდება, ვინ დაწინაურდება, ხოლო მორაგბეები თავის მომავალზე ახლავე ზრუნავენ, სეზონის დასრულებას არ ელოდებიან. ასე მაგალითად, ქართველმრავალმა „ბრივმა“ პრო დე2-დან ტოპ-14-ში აღზევება ფაქტობრივად დაიბევა – ბოლო ტურის წინ უახლოეს მდევარ „ოიონას“ 4 ქულით უსწრებს. ამ გუნდის ქართველმა ბურჯმა ლუკა გოგინავამ კი სხვაგან წასვლა გადაწყვიტა. 22 წლის მორაგბეს ბრიველებთან...
ლივერპული?
მოდგა მაისი და მორიგი პრემიერლიგის ბოლოც. ჩემპიონობისთვის ჭიდაობაა, ოცდაათი წლის დამშეული ლივერპული ერთი ქულით ჩამორჩება მოქმედ ჩემპიონ სიტის, რომელმაც დერბი მოუგო „იუნაიტედს“ „ოლდ ტრეფორდზე“ და პირველ სტირქონზე დარჩა. შობის შემდეგ „ლივერპული“ ხუთი ქულით წინ გაიჭრა, მაგრამ ეს ქულები ზამთარშივე დაკარგა. ასეთ დროს დარჩენილ თამაშებს ჩამოწერენ ხოლმე და სავარაუდო ხინჯებსაც ამ სიაში ეძებ. ბოლო ტური ერთ...
იგორ კოკოშკოვის დეპორტი
ალბათ გახსოვთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი. ნამდვილად მაღალი დონის სპეციალისტი რომ არ ყოფილიყო, ვერც გახდებოდა პირველი ევროპელი, რომელსაც NBA-ის გუნდი ანდეს. „ფინიქს სანზში“ კოკოშკოვი გასული წლის მაისში დაინიშნა და ამოცანად ფლეი-ოფისთვის ბრძოლა დაუსახეს. კლუბის გენმენეჯერი რაიან მაკდონო მისი მხამჭერი იყო, მაგრამ სეზონის სტარტზევე მოხსნეს. კოკოშკოვს მუშაობა არ აეწყო, მხოლოდ 19 გამარჯვება მოიპოვა...
ეს მამაშენს ჰკითხე
თუკი ამქვეყნად ვინმე ტექნიკური ფეხბურთელი ყოფილა, ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის ურუგვაელი ენცო ფრანჩესკოლი იყო. იმდენად, რომ თვით ზინედინ ზიდანმა თქვა, ის ჩემი კერპი გახლდათ და ილეთებს მისგან ვსწავლობდიო. ცნობილია, რომ „რეალის” მწვრთნელმა თავის უფროს ვაჟს ენცო სწორედ ფრანჩესკოლის საპატივცემულოდ დაარქვა. „ლა პახინა მილიონარიასთან” ინტერვიუში „რივერ პლეიტის” ლეგენდამ საინტერესო ისტორია გაიხსენა: „არ მიყვარს ამის მოყოლა, რადგან...
ჭა
აზერბაიჯანის ფორმულა 1-ის წლევანდელი ეტაპი ინცინდენტით დაიწყო. ბაქოს ტრასაზე პირველი თავისუფალი ტესტისას, „უილიამსის“ ბრიტანელმა პილოტმა ჯორჯ რასელმა, ცუდად მიმაგრებულ სადრენაჟო ჭის თავსახურს გადაუარა და ბოლიდის ძირი მნიშვნელოვნად დააზიანა. ვიდეოგამეორებაზე კარგად ჩანს, რომ მანქანას კინაღამ ცეცხლი მოედო. პირველი ტესტი ამით შეწყდა. ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით, ვარჯიშის გადადება გადაწყვიტეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლუქი რასელის წინ მრბოლავი „ფერარის“ პილოტის,...
სად არის აზარი?
ყოველგვარი გამოკიხთვა ერთგვარად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სათავეშივეა ჩადებული გარკვეული უსამართლობის ელემენტი. ასე არ არის? როგორ შეიძლება ერთი ადამიანი იმდენად სჯობდეს სხვებს, რომ ულაპარაკოდ საუკეთესოდ დაასახელო. ეს იგივეა, ერთი საყვარელი წიგნის, ფილმის ან სიმღერის ამორჩევა რომ გთხოვოთ ვინმემ. აი, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრების სია გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე საკამათო კანდიდატია....









