
თუკი ამქვეყნად ვინმე ტექნიკური ფეხბურთელი ყოფილა, ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის ურუგვაელი ენცო ფრანჩესკოლი იყო. იმდენად, რომ თვით ზინედინ ზიდანმა თქვა, ის ჩემი კერპი გახლდათ და ილეთებს მისგან ვსწავლობდიო.
ცნობილია, რომ „რეალის” მწვრთნელმა თავის უფროს ვაჟს ენცო სწორედ ფრანჩესკოლის საპატივცემულოდ დაარქვა. „ლა პახინა მილიონარიასთან” ინტერვიუში „რივერ პლეიტის” ლეგენდამ საინტერესო ისტორია გაიხსენა:
„არ მიყვარს ამის მოყოლა, რადგან ზოგადად საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ… ჩემს ვაჟთან ერთად ჟენევაში გახლდით, UNICEF-ის ღონისძიებაზე. მარკო ყოველთვის ზინედინ ზიდანის თაყვანისმცემელი იყო. მან ბავშვობიდან იცოდა ის ამბავი, ზიდანმა შვილს სახელი ჩემს საპატივცემულოდ რომ დაარქვა და ასე შემდეგ.
სასტუმროში ზინედინთან ერთად სასადილოდ ჩავედით. ხალხში ის ძალიან მორცხვია, ჩემზე გაცილებით მორცხვი. მაშინ ვუთხარი მარკოს, ჰკითხე ზიზუს, რისი კითხვაც გინდოდა, მეთქი. ჩემს ბიჭს ბურთის მკერდით დამორჩილების ამბავი და სხვა ტექნიკური დეტალები აინტერესებდა. ზიდანმა კი უპასუხა: ეს საკითხები მამაშენს ჰკითხე, მე ხომ მისგან ვსწავლობდი”.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
