რუსთავს ახალი მწვრთნელი ჰყავს, უფრო სწორად ძველ-ახალი:ვარლამ კილასონია მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდა. მართალია, ქვემოქართლელები ამ სეზონში ძალზედ არადამაჯერებლად ასპარეზობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლoდ ეს არ არის სამწვრთნელო ცვლილების მიზეზი – ბადრი კვარაცხელია ჯანმრთელობის გაუარესების გამოც ტოვებს გუნდს და რა გასაკვირია, რომ გაჭირვებულ სიტუაციაში მყოფმა რუსთაველებმა ასეთი ვითარების მარადიულ ტალ-კვესს – ვარლამ კილასონიას მიმართეს…– შემოთავაზება ოთხი დღის წინ მივიღე და მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე, ორიოდე საათის წინ გადავწყვიტე – ეს ჩემი ქალაქი და ჩემი გუნდია, გვითხრა კილასონიამ.
ვარლამის გუნდს ლიგა ერთში დასარჩენად დიდი ძალისხმევა და რთული გზის გავლა მოუწევს. ამ გზაზე პირველი მეტოქე კი ლოკომოტივია – რკინიგზელებს რუსთაველები ზეგ უმასპინძლებენ.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…
