Amazon-ი სერხიო რამოსზე ფილმს იღებს, „მარკამ” კი ფილმის შესახებ მეტი დეტალი გამოარკვია. გაირკვა, რომ ის რვა დამოუკიდებელი ეპიზოდისგან შედგება და აღწერს „რეალის” კაპიტნის ცხოვრებას როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. დოკუმენტური ჟანრის ნაშრომში მრავლად იქნება ინტერვიუები რამოსის მეგობრებთან და ნათესავებთან, რომლებიც მთავარი გმირის შესახებ ილაპარაკებენ და მისი ცხოვრების ეპიზოდებს გაიხსენებენ. ფილმში ბევრი კადრი რამოსის სახლშია გადაღებული.
გამოცემა El Confidencial წერს, რომ რამოსი წარმოაჩენს ნახატების კოლექციას, რომელთა შორის არის ლეონარდო დავინჩის ცნობილი „საიდუმლო სერობის” ასლი, ოღონდ… თავისუფალი ინტერპრეტაციით. კერძოდ, რამოსის მისაღებ ოთახში დაკიდებულ ტილოზე ქრისტეს სახეს კარგად თუ დააკვირდებით, „რეალის” კაპიტანს ამოიცნობთ. იმავე ნახატზე ერთ-ერთ მოციქულში იოლად შეიცნობთ რამოსის თანაგუნდელ მარსელოს. იქვეა რამოსის სამი შვილის დედისა და მეგობრის (ოფიციალურად ცოლი არ არის და ამიტომ სიტყვა მეუღლეს ვერ ვწერთ) პილარ რუბიოს გამოსახულებაც.
ფილმში მოთხრობილია ანდალუზიელი ვარსკვლავის მემკვიდრეობისა და სვირინგების შესახებაც.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
