SPORTbible-ს გამოკითხვები უყვარს. ამჯერად საიტმა „ტვიტერზე” გაიკითხ-გამოიკითხა, ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი. ბუნებრივია ასეთი რეფერენდუმი იდეალურობით ვერ დაიკვეხნის, რადგან იმ ხალხს, ვისაც „ტვიტერი” აქვს „ყველა დროის ყველა მარჯვენა მცველი” არ უნახავს, მაგრამ შედეგი მაინც ღირსეული გამოვიდა.
მარკუს კაფუ! აი, ვინ დაასეხელეს გამოკითხულებმა. მან ხმათა 43% მოაგროვა. მეორეზე გავიდა ფილიპ ლამი — 28%, მესამეზე დანი ალვეში — 16%; მეოთხეზე კი ხავიერ ძანეტი — 13%.
კაფუ გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი, 142 მატჩი აქვს ჩატარებული და სანაკრებოსთან ერთად დიდი საკლუბო კარიერითაც დაიკვეხნის. „მილანისა” და „რომას” ყოფილი ფეხბურთელი მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა და რასაკვირველია, მსოფლიოს ჩემპიონის ირი (1994, 2002) და „კოპა ამერიკას” ორი (1997, 1999) ტიტული.
„ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე მომიწია თამაშმა. კაფუმ და რობერტო კარლოსმა გამაოცეს. მათ განაპირა მცველის ფუნქცია შეცვალეს. ადრე ხალხს ეგონა, რომ განაპირა მცველი ძირითადად თავს უნდა იცავდეს, არადა თანამედროვე განაპირა მცველები ბურთის ფლობასა და შეტევაშიც არანაკლები არიან და ამას სათავე კაფუმ დაუდო”, — თქვა ინგლისელმა ვეტერანმა მაიკლ ოუენმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
