100 მილიონად ვიჩხუბებო

Home კატეგორიის გარეშე 100 მილიონად ვიჩხუბებო
100 მილიონად ვიჩხუბებო

გერმანულმა მედიამ ვიტალი კლიჩკოს კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც რინგზე მისი ძმის დაბრუნებას უკავშირდება:

„როცა ჰონორარად 40 მილიონი დოლარი ახსენეს, მე დავურეკე ვლადიმირს და მიპასუხა, რომ ეს წინადადება არ აინტერესებს. რამდენიმე კვირის შემდეგ შემოთავაზება 80 მილიონამდე გაიზრდება. ისევ დავურეკე. მითხრა, რომ სერიოზულად დაფიქრდება, თუკი ჰონორარად 100 მილიონ დოლარს დაუთქვამენ“.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკო კრივს 2017 წლის აგვისტოში გამოეთხოვა, ბოლო ბრძოლა კი მანამდე ოთხი თვით ადრე ენტონი ჯოშუასთან წააგო.

სულ პროფესიულ რინგზე ვლადიმირ კლიჩკომ 64 ბრძოლა გამართა და 5-ჯერ დამარცხდა. გამარჯვებებიდან 53 ვლადიმირს ნოკაუტით აქვს მოპოვებული.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".