წლის ბრძოლად მონათლულ დაპირისპირებაში სასწორზე ერთბაშად ოთხი საჩემპიონო ქამარი იდო. ლონდონის „ტოტენჰემის“ გადაჭედილი სტადიონი ფავორიტად მასპინძელ ენტონი ჯოშუას თვლიდა, თუმცა ერთი კაცი ამის აშკარად წინააღმდეგი იყო – უკრაინელი ალექსანდრ უსიკი. მან სუპერმძიმე წონაში მოქმედ ჩემპიონს პირველივე რაუნდიდან ცეცხლი დაუნთო და ჯებებით დატანჯა. რამდენიმე დარტყმა იმდენად სერიოზული იყო, ჯოშუა კლინჩში შედიოდა ამოსასუნთქად. ამანაც ვერ უშველა. უფრო...
ჭდე: ენტონი ჯოშუა
რა ხდებოდა ბრიტანეთში სანამ ლივერპული იგებდა?
„შეფილდ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ „ლივერპული” შინ, პრემიერლიგაში, უკვე 51 თამაშია არ დამარცხებულა. ამ შთამბეჭდავ შედეგს 2017 წლის აპრილში, „კრისტალ პალასთან” წაგების შემდეგ დაედო საფუძველი. რასაკვირველია, „ენფილდი” მერსისაიდელებისთვის ისტორიულად ციხე-სიმაგრე იყო, მაგრამ რაც პრემიერლიგა დაფუძნდა (1992), მისმა ყოვლისშემძლეობამ წინა ათწლეულებთან შედარებით იკლო. და აი, გამოჩნდა გერმანელი კაცი, იურგენ კლოპი, რომელმაც ყველაფერთან ერთად რამდენიმე გამჭრიახი ტრანსფერი განახორციელა და…...
რინგზე შეპარული კაცი
კრივში, მძიმე წონით კატეგორიაში თუ იბრძვი, სადღაც გამოჩნდება მეტოქე, რომელიც აუცილებლად დაგამარცხებს. აქ ისეთი ხალხი გამოდის, მოწინააღმდეგე ერთი დარტყმით რომ შეუძლიათ დაამარცხონ. ეს დაუწერელი კანონი ყველაზე ვრცელდება, როგორც ლეგენდებზე, ისე რიგით ჩემპიონებზე… მიუხედავად იმისა, რომ ენტონი ჯოშუამ თავი 2012 წლის ოლიმპიადიდან დამამახსოვრა, ის ლეგენდების კატეგორიას არ განეკუთვნება. იმიტომ არა, რომ რუიზთან წააგო, ეს სენსაცია ბრიტანელის დაუდევრობის...
100 მილიონად ვიჩხუბებო
გერმანულმა მედიამ ვიტალი კლიჩკოს კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც რინგზე მისი ძმის დაბრუნებას უკავშირდება: „როცა ჰონორარად 40 მილიონი დოლარი ახსენეს, მე დავურეკე ვლადიმირს და მიპასუხა, რომ ეს წინადადება არ აინტერესებს. რამდენიმე კვირის შემდეგ შემოთავაზება 80 მილიონამდე გაიზრდება. ისევ დავურეკე. მითხრა, რომ სერიოზულად დაფიქრდება, თუკი ჰონორარად 100 მილიონ დოლარს დაუთქვამენ“. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკო კრივს 2017 წლის აგვისტოში...



