ფრანგი ფლორან მალუდა გეხსომებათ: „ლიონთან” ერთად საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი, „ჩელსის” შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი და თვით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2011-12), ხოლო საფრანგეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონი. სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა მუნდიალის ფინალში ის პენალტი, რომელიც შემდეგ ზინედინ ზიდანმა „პანენკას სტილით” იტალიის ნაკრების კარში შეაგდო. დღეს, მალუდა 38 წლისაა და ის შვეიცარიული „ციურიხის” მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობიდან გაუშვეს.
„ციურიხმა” გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც წერია: „მხარეებმა ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვიტეს თანამშრომლობა დაესრულებინათ”.
კლუბის განცხადების პასუხად მალუდამ „ტვიტერზე” დაწერა: „მართლა? მე ეს არ ვიცოდი”.
„ციურიხში” ფლორან მალუდა თავდამსხმელებს წვრთნიდა. ამავე კლუბის განაპირა მცველი კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე გახლავთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
