„ბარსელონამ” „ოლდ ტრეფორდზე” კომფორტულად მოიგო. მართალია, მისი შესრულებით უკეთესი თამაშებიც გვინახავს, მაგრამ ფაქტია, გუნდმა ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან დამახასიათებელი გოლი გაიტანა — ამ გოლში „ბლაუგრანას” მთელი ფილოსოფია ჩანს. კერძოდ, გოლში, რომელიც ბედის ირონიით მანჩესტერელთა მეკარის დავიდ დე ხეას კარში მისმა თანაგუნდელმა ლუკ შოუმ შეაგდო, „ბარსას” თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა....
წელი: 2019
ფაჩულია თავისიანების პირისპირ
მეტისმეტად დაძაბული აღმოჩნდა რეგულარული პირველობის ფინიში ზაზა ფაჩულიას „დეტროიტისთვის“. გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ვაგონს მიუსწრო და მერვე ადგილიდან შეაღწია კონფერენციის ფლეი-ოფში. ეს თავისთავად კარგია ჩვენებურის გუნდისთვის, მაგრამ ფლეი-ოფის პირველსავე რაუნდში კონფერენციის გამარჯვებულ „მილუოკისთან“ ჭიდილი დიდად სახარბიელო პერსპექტივა ნამდვილად არ არის. მიმდინარე სეზონში „ბაქზი“ დაფრინავს და პირველად 1974 წლის შემდეგ კონფერენციაში საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. ამ ამბავში ლომის...
მესი გაიბზარა
„მანჩესტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის 30-ე წუთზე ინგლისელ კრის სმოლინგთან შეჯახებისას ლეო მესის სახეში მეტოქის ხელი მოხვდა და ტრავმა მიიღო. მცირე სამედიცინო დახმარების შემდეგ კატალონიელთა ლიდერი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა აშკარა იყო, რომ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მატჩის შემდგომი გამოკვლევებისას მოტეხილობა გამოირიცხა. დიდი ალბათობით, ლეოს ცხვირის ტიხარი აქვს გაბზარული. ექიმები პირობას დებენ, რომ „მანჩესტერთან“ 16 აპრილს...
მანჩესტერმა კარში ვერ დაარტყა
ოლე გუნარ სულშერმა გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარსელონას“ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე“ გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით 1:0 დამთავრდა. ფორმალურად ისე გამოვიდა, რომ ის ერთადერთი გოლიც ლუკ შოუმ შეაგდო თავის კარში. მანჩესტერელთა მცდელობა შეძლებისდაგვარად გაეჩერებინათ ლეო მესი, ინგლისური...
უძვირფასესი მელოუნი ყოფილა, ჯორდანს კი ვირის თავ-ფეხი?
155 კალათბურთზე მწერალი კაცი ხუმრობა არ გეგონოთ, თქვენი ჭირიმე. მითუმეტეს, ის 155 კაცი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამბებს რომ მიმოიხილავს. ჰოდა, ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ენბიეის უძვირფასეს მოთამაშედ წელს მეილმენი უნდა ყოფილიყო. მეილმენი – იგივე კარლ მელოუნია, მორმონთა ქვეყნის ცნობილი გუნდის, „იუტა ჯაზის“ 33 წლის ფორვარდი. მაიკლ ჯორდანი ექვსი თუ შვიდი პირველი ადგილით ჩამორჩა სოლტლეიკელ გოლიათს,...
კრიშტიანუს ფენომენალური თავურები
კრიშტიანუ რონალდუმ კვლავ თავით გაიტანა. ეს კარიერაში მისი 97-ე თავური გოლი ყოფილა. ამჯერად, პორტუგალიელმა „აიაქსს“ შეეუგდო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ ამსტერდამული შეხვედრა 1:1 დასრულდა. მერვედფინალში, 13 მარტს, როდესაც რონალდუმ „ატლეტიკოს“ სამი გოლი გაუტანა, გარი ლინეკერმა თქვა, რომ თავურების ისეთი დიდოსტატი, როგორიც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელია, არასდროს უნახავს. ამჯერად რონლდუს თავურების შესახებ აზრის გამოთქმა...
მონტელა სახლში
გუშინ იყო, იტალიურმა „ფიორენტინამ“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი რომ გაათავისუფლა და დღეს ვინჩენცო მონტელას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მონტელა 2012-2015 წლებში უკვე წვრთნიდა „ფიორეს“. მაშინ მისი ხელმძღვანელობით 153 შეხვედრიდან 81 მოიგო, 32 ფრედ დაასრულა და 40-ჯერ დამარცხდა. ამის გარდა 44 წლის მონტელამ „რომაში“, „კატანიაში“, „სამპდორიაში“ და „მილანში“ მუაშაობაც მოასწრო. მისი ბოლო კლუბი „სევილია“ იყო, საიდანაც გასული...
მეჯიქი ლეიკერსიდან წავიდა
კალათბურთის ერთ-ერთმა სწორუპოვარმა ლეგენდამ, მეჯიქ ჯონსონმა პრესკონფერენცია მოიწვია და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 59 წლის ჯონსონი ცრემლებს ვერ იკავებდა, თუმცა ისიც თქვა, ჩემთვისაც და კლუბისთვისაც ეს გადაწყვეტილება ოპტიმალურიაო. მეჯიქი ყველა დროის ერთერთ ინტელექტუალურ კალათბურთელად ითვლება და ძნელად წარმოსადგენია, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სპონტანურად მიეღო. ფაქტი ისაა, რომ ჯონსონს წასვლის შესახებ პრესკონფერენციამდე არც კლუბის...
კეინი თავისი კოჭის მტერი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის, ლონდონელთა ვარსკვლავი ჰარი კეინი სერიოზულად დაშავდა. მან შეიძლება მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს, მაგრამ… მიმომხილველთა უმეტესობის აზრით ყველაფერი თავად მისი ბრალია. 25 წლის ფორვარდმა ფაბიან დელფს აუტის ხაზთან ფეხი ისე ჩაუდგა, რომ მან წვივზე დააბიჯა. „ტოტენჰემის“ თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო ფიქრობს, რომ დელფს გაუმართლა, რადგან მოედნიდან არ გააძევეს, თუმცა...
ვიდეორეფერი, სალაჰი და სხვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო. ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია...









