წელი: 2018

Home 2018
ბენიტესი: ყველაფერი ცუდადაა!
ჩანაწერი

ბენიტესი: ყველაფერი ცუდადაა!

რაფა ბენიტესმა „ნიუკასლ იუნაიტედის” შეფებს შეუტია. ეს ნაბიჯი მას პორტუგალიაში, „ბაგასთან” 0:4 წაგებულმა მატჩმა გადაადგმევინა. ესპანელმა ასეთი მარცხის მშვიდად ყურება ვეღარ შეძლო და განაცხადა, რომ „ნიუკასლს” ფეხქვეშ მიწა ერყევა. პორტუგალიაში დამარცხებით ნირწამხდარი ინგლისური გუნდი შინ თავჩაქინდრული დაბრუნდა, წინ კი უკვე პრემიერლიგის პირველი ტურია — 11 აგვისტოს „ნიუკასლი” „ტოტენჰემს” მასპინძლობს. წაგებისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე 58 წლის მწვრთნელმა თქვა:...

ლუგო – აბურჯანიას ახალი სახლი
ჩანაწერი

ლუგო – აბურჯანიას ახალი სახლი

გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-11 ადგილზე გასულ კლუბში ითამაშებს. კლუბის სახელია „ლუგო“, რომელსაც არასდროს უთამაშია ლა ლიგაში და არც დიდი ისტორიით  გამოირჩევა. ინფორმაცია „ლუგოს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა და ესპანურმა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს. „ლუგოს“ პატარა, 7500-იანი სტადიონი აქვს. აბურჯანია 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველია. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშით გაგვაცნო თავი. იყო გორის „დილაში“, კვიპროსზე, „ანორთოსისში“...

ჩანაწერი

მორიგი ყატარი

ეს მსოფლიო თასი კი  გადაგორდა და მოთავდა, მაგრამ ზეპ ბლატერის დროინდელი გადაწყვეტილებებიდან დარჩენილია კიდევ ერთი დიდი ამბავი: ყატარის მიერ მომდევნო მსოფლიო თასის მასპინძლობა. ყატარმა ამ მასპინძლობის მოპოვებაში აჯობა შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიას და მაშინ რას აღარ ამბობდნენ, რომ მდიდარი სამეფო კია, მაგრამ იქ ისეთი სიცხეა, რომ უეჭველად ზამთარში ჩაატარებენო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სულ...

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს
ჩანაწერი

სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს

წერილის სათაური ნასესხებია “ტურ დე ფრანსის” ოფიციალური ვებგვერდიდან და წლევანდელი ტურის გამარჯვებულს, ანუ წლის საუკეთესო ველომრბოლს, გერენტ ტომასს ეხება. ტომასი პირველი უელსელი და მესამე ბრიტანელია, ვინც პლანეტის ყველაზე ელიტარული რბოლა მოიგო. ეს გადასარევი წარმატება ბრიტანელს 32 წლის ასაკში ჩამოუვარდა ციდან, უფრო ზუსტად, მისი სიუჯიუტეში გადასული შეუპოვრობის და მიზანმიმართულობის შედეგია. დიდხანს იდგა ტომასი ჯერ სხვათა კუდში,...

ლუკა მოდრიჩი იტალიას არ უარობს
ჩანაწერი

ლუკა მოდრიჩი იტალიას არ უარობს

Sky Sports-ის ინფორმაციით, მილანის „ინტერი“ ყველა ღონეს ხმარობს მადრიდის „რეალიდან“ ლუკა მოდრიჩის გადასაბირებლად. ამის გამო იტალიურმა გრანდმა ერთი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნთან“ არტურო ვიდალის ტრანსფერზე მოლაპარაკებებიც კი შეაჩერა. გასული მონდიალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ხორვატმა მოლაპარაკებისთვის მზაობა გამოხატა. ორი კლუბის აგენტები კონტაქტზე უკვე გავიდნენ, მაგრამ სრულფასოვან კონტრაქტზე საუბარი ნაადრევია და არც სავარაუდო თანხები დასახელებულა. თუ გარიგება შედგა,...

ჩელსი იტალიურ გარჩევებში ჩაერია
ჩანაწერი

ჩელსი იტალიურ გარჩევებში ჩაერია

ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ ბონუჩის და კალდერას გაცვლის გარდა, გონსალო იგუაინის საკითხიც შეათანხმეს – ერთწლიანი იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. საბოლოო წერტილის დასმას ამ საქმეში თავად ფეხბურთელის ჭირვეულობა უშლის. 30 წლის იგუაინი განათხოვრებით გადასვლას უარობს და სრულფასოვან კონტრაქტს ითხოვს. ამას გარდა,  მან მილანელებს ხელფასად წლიური 9 მილიონი ევრო მოსთხოვა. „მილანი“ თანახმაა, ფეხბურთელს 7,5 მილიონი ევრო, ანუ...

რას ფიქრობს მუნირი?
ჩანაწერი

რას ფიქრობს მუნირი?

„ბარსელონას” სეზონურ განაცხადს შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი მოაკლდეს. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს მუნირის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო: ეთნიკურად მაროკოელი, დაბადებით კი მადრიდელი თავდამსხმელი „კამპ ნოუზე” უნდა დარჩენილიყო და ერნესტო ვალვერდეს გუნდში ადგილის მოპოვებისთვის ებრძოლა, მაგრამ სურათი შეიცვალა. „ბარსამ” „სევილიასგან” ისეთი წინადადება მიიღო, რომ ყურიდან ყურში გატარებად არ უღირს, თუმცა ფეხბურთელსაც არაფერს აძალებს. კლუბმა მუნირს...

ლევანდოვსკი 30 გოლს გაიტანს
ჩანაწერი

ლევანდოვსკი 30 გოლს გაიტანს

„შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფრანგ მარჯვენა მცველ ბენჟამენ პარავთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა. პავარზე ამბობდნენ, რომ როგორც კი ჯერომ ბოატენგი „ბაიერნიდან” წავიდოდა, ის „შტუტგარტს” დატოვებდა და რეკორდმაისტერს შეუერთდებოდა. „ეს ჭორია, — თქვა რუმენიგემ, — ჩვენ გვყავს ჰუმელსი, შულე, მარტინესი, ალაბა და ახალგაზრდები ლუკას მაი და კრის რიჩარდსი. ასე რომ ამ...

ლეო მესი და ოთხფეხა მეტოქე
ჩანაწერი

ლეო მესი და ოთხფეხა მეტოქე

არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონას“ ამერიკული ტურნესგან თავისუფალია და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ოჯახურ გარემოში დასვენებას განაგრძობს. სოციალურ მედიაში კი გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ლეო მესი საკუთარი ვილის ეზოში ძაღლს ებურთავება. ვიდეო მესის ცოლმა გადაიღო და თავადვე ატვირთა. ოთხფეხა მეგობრის დიდი მცდელობის მიუხედავად, საკუთარი შვილის ქომაგობით შეგულიანებული ლეო ჩვეულად ჟონგლიორობს. „ბარსელონას“ ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ – მათი კერპი წინასასეზონოდ...

ბელერინი ვეგანობამ გააძლიერა
ჩანაწერი

ბელერინი ვეგანობამ გააძლიერა

ექტორ ბელერინი ფიზიკურ სრულყოფილებაზე გადაირია. „არსენალის” 23 წლის განაპირა მცველი ამბობს, რომ შარშანდელს მერე, რაც ვეგანთა დიეტა დაიცვა, თავს განსაკუთრებულად კარგად გრძნობს. ბელერინის თქმით სულ უფრო მეტი პროფესიონალი სპორტსმენი ანებებს თავს ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჭამას. ვეგანური დიეტის დაცვაში ესპანელი ისეთ ვარსკვლავებს შეუერთდა, როგორებიც არიან ლუის ჰემილტონი, ვინუს უილიამსი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯერმან დეფო, დევიდ...