წელი: 2018

Home 2018
თუ მოურინიუ წავა, ზიდანი მოვა
ჩანაწერი

თუ მოურინიუ წავა, ზიდანი მოვა

„სანმა” შეიტყო, რომ იმ შემთხვევაში თუ „მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს გაუშვებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი სამსახურს ზინედინ ზიდანს შესთავაზებს. მოურინიუს შესაძლო გაშვებაზე ამ ბოლო დროს ინტენსიურად ალაპარაკდნენ. გუნდის ამერიკულ შეკრებაზე თავად პორტუგალიელიც ნირწამხდარი იყო. როგორც ამბობენ, ფეხბურთელებმა მიაქციეს კიდეც მწვრთნელის უხასიათობას ყურადღება და ეს მათ შორის მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. მოურინიუს უგუნებობის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ...

ფიქრები ყაზახეთზე და ძველ-ახლებზე
ჩანაწერი

ფიქრები ყაზახეთზე და ძველ-ახლებზე

6 სექტემბერს ყაზახეთი-საქართველოა. ფიქრები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანასკენ. ერთა ლიგის პირველი მატჩი იქ გველის და ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა. ვის შეიძლება ველოდოთ ვლადიმირ ვაისის ნაკრებში? იმ ახალწვეულებზე, ან „ძველწვეულებზე“ დავწერთ, რომლებმაც ამ ზაფხულს კარიერულად მოუმატეს – გუნდი შეიცვალეს და ეს წაადგათ, ან სადაც იყვნენ, იქ კარგად ათამაშდნენ. იმ ფეხბურთელებს ჩამოვთვლით, რომლებსაც ვაისი არ იძახებდა....

მაგუაირის ცარცის წრე
ჩანაწერი

მაგუაირის ცარცის წრე

ოღონდ კი ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედში” არ გადავიდეს და „ლესტერ სიტი” მზად არის ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგოს — კვირაში 95 000 გირვანქამდე გაუზარდოს. ჟიოზე მოურინიუ მაგუაირის ყიდვას მეტისმეტად ეშურება, „მელიები” კი 60 მილიონად შეფასებულ ფეხბურთელს ებღაუჭებიან, ცდილობენ ცოცხალი თავით არ გაუშვან. „მანჩესტერ იუნაიტედში” პრობლემაა — მოურინიუს აღმასრულებელ შეფ ედ ვუდვორდთან გაუფუჭდა ურთიერთობა და ვინ იცის ლესტერიდან...

იუვენტუსმა ნაგავი ჩაიცვა
ჩანაწერი

იუვენტუსმა ნაგავი ჩაიცვა

არავის არ ვლანძღავთ ან ვამცირებთ. „ბებერმა ქალბატონმა“ მომავალი სეზონისთვის სათადარიგო ფორმა წარადგინა – სიმპათიური მუქი ნაცრისფერი მაისურები ყვითელი ზოლებით. ის რაც პრეზენტაციაზე მირალემ პიანიჩმა, ხუან მატამ და ჯესი ლინგარდმა მოირგეს, ორი კვირით ადრე ოკეანური ნაგავი იყო – ტალღებზე მოტივტივე პლასტიკის ბოთლები. იმავე მასალითაა დამზადებული „მანჩესტერის“ სათადარიგო ფორმაც, რომელსაც საიუბილეო დატვირთვაც აქვს – 50 წლის წინ...

ბელარაბის ცუდი არაფერი სჭირს
ჩანაწერი

ბელარაბის ცუდი არაფერი სჭირს

ლევერკუზენის „ბაიერის” 28 წლის გარემარბმა კარიმ ბელარაბიმ გუშინ, დილით, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, შუადღისას კი მან უკვე გუნდურ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ბელარაბის ვარჯიშზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ 24 ივლისს, „ვუპერტალთან” ამხანაგური შეხვედრის დროს მან გონება დაკარგა. მოთამაშემ ერთი ღამე საავადმყოფოში გაატარა. ახლა, გამოჯანმრთელებული იგონებს: „იმ დღეს, დილიდან ცოტა სუსტად კი ვგრძნობდი თავს,...

პოჩეტინიო პრემიერლიგის წინააღმდეგ
ჩანაწერი

პოჩეტინიო პრემიერლიგის წინააღმდეგ

პრექსიტი ბრექსიტის წაბაძვით მოგონებული საფეხბურთო სიტყვაა და იმას ნიშნავს, რომ როგორც ბრიტანეთი ევროკავშირს ისე პრემიერლიგა დანარჩენ ევროპას გამოეყო — სატრანსფერო ბაზარს ადრე ხურავს. და ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს „ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს. პრექსიტის საკითხი შარშან მარტივი ხმის მიცემით გადაწყდა: პრემიერლიგის კლუბებმა 17 ხმით სამის წინააღმდეგ გადაწყვიტეს, რომ მათთან ახალი მოთამაშეების ყიდვა 9...

შენთან ვართ, გიო!
ჩანაწერი

შენთან ვართ, გიო!

პორტუგალიის „ნასიონალის“ ვებ-გვერდმა 20 წლის ქართველ ფეხბურთელს მიუსამძიმრა, ხოლო ფეხბურთელებმა მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ ფოტოზე ჩანს როგორ გაამხნევეს ჩვენიანი: გასახდელში არაბიძის 7-ნომრიანი მაისურა გამოფინეს. არაბიძე ამ ზაფხულს გადავიდა „ნასიონალში“ და სამი გოლი გაიტანა ამხანაგურ მატჩებში. იმედია, ეს ნიჭიერი გარემარბი რთულ საკლუბო პერიოდს თავს დააღწევს და ისე ათამაშდება, როგორაც მისგან ველით.  ან ეგებ უკვე დააღწია?!  

რეალის შეტევა – ნაშთი და ბალანსი
ჩანაწერი

რეალის შეტევა – ნაშთი და ბალანსი

მადრიდის „რეალი“ ამჟამად აშშ-ში იმყოფება და „მანჩესტერთან“ პირველი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება. სამეფო კლუბის ვარჯიშებიდან ხმა გამოვიდა, რომ ახალი მწვრთნელი ხულიან ლოპეტეგი თავდასხმაში ბენზემა-ბეილი-ვინისიუსის ტრიოს ამზადებს. ცენრფორვარდის პოზიციაზე ფაქტობრივად უკონკურენტოდაა ქარიმ ბენზემა. მარჯვენა ფლანგიდან შეუტევს გარეტ ბეილი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მკვეთრად გაეზრდება სათამაშო დრო. რაც შეეხება „რეალის“ ახალწვეულ ვინისიუს ჯუნიორს, სულ 18 წლისაა, მაგრამ ხულიან...

ნიკოლოზ ბასილაშვილი – მსოფლიოს N35
ჩანაწერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი – მსოფლიოს N35

ჩვენს გუშინდელ ტრიუმფატორს atpworldtur.com-მა სპეციალური სტატია უძღვნა, სადაც ხაზგასმულია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია გადაწერაო. ATP-500 სერიის კი არა, დამოუკიდებლობის ხანაში ტურის უფრო დაბალი რანგის ტურნირიც კი არ მოუგიათ ქართველებს. დღემდე ყველაზე წარმატებული ირაკლი ლაბაძე გახლდათ, რომლის საუკეთესო შედეგიც რეიტინგის 42-ე საფეხური იყო. ამ სიმაღლეს ირაკლიმ მასტერსის სერიის ორ ნახევარფინალში გასვლით მიაღწია, თუმცა კარიერა ისე...

მოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება
ჩანაწერი

მოურინიუ ფეხბურთელებს ეხვეწება

გაწბილებული ჟოზე მოურინიუ თავის ფეხბურთელებს შვებულებების შეკვეცას და სეზონისწინა შეკრებაზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას სთხოვს. „იუნაიტედმა”, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის გმირების გარეშე ვარჯიშობს ერთი საკონტროლო თამაშიც კი ვერ მოიგო, „ლივერპულთან” 1:4 წაგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. მეორე მხრივ, როგორ გინდა დასვენება შეაწყვეტინო ფეხბურთელებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლომდე იყვნენ. პოლ პოგბამ, ჯესი ლინგარდმა, რომელუ ლუკაკუმ და მარუან ფელაინიმ...