წელი: 2018

Home 2018
ნეიმარი იმსხვრეოდა!
ჩანაწერი

ნეიმარი იმსხვრეოდა!

ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტყუილი გორაობისა და ეგრეთწოდებული ყვინთვის გამო იმდენი აკრეტიკეს, რომ ბოლოს თავად აღიარა, ზედმეტი მომივიდაო. შეგახსენებთ, რომ დაუთვალეს: მსოფლიოს ჩემპიონატზე მან მოედანზე ჯამში 14 წუთი იკოტრიალა. ნეიმარის თეატრალურმა ქცევამ ვიდეოთამაშების შემქმნელებსაც კი გაუხსნა გონება და მისი მიბაძვით ახალი გასართობები მოიგონეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ახალგამოსულ ვიდეორგოლში, უფრო სწორედ კი ბრაზილიაში...

დემბელე ბარსელონაში შეშინებულია
ჩანაწერი

დემბელე ბარსელონაში შეშინებულია

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ოსმან დემბელეს „ბარსელონაში” თავისი მდგომარეობა არ მოსწონს. გასულ სეზონში იყო და ძირითადი შემადგენლობისკენ გზა ვერ გაიკაფა, ახლა არის და მისი მომავალი ბუნდოვანია. მდგომარეობა ბრაზილიელი მალკომის გამოჩენამ დაძაბა. ის 21 წლის მსოფლიოს ჩემპიონის პირდაპირი კონკურენტია. დემბელეს პრობლემა სათამაშო დროა. ესპანეთის ჩემპიონთა ხელმძღვანელებმა მისი დაწყნარება სცადეს, დაჰპირდნენ, რომ სათადარიგოთა სკამზე არ დარჩებოდა და...

შურლე გერმანიიდან გაიქცა
ჩანაწერი

შურლე გერმანიიდან გაიქცა

ანდრე შურლე ბედნიერია „დორტმუნდიდან” „ფულემში” უფრო სწორად კი ბუნდესლიგიდან პრემიერლიგაში რომ გადავიდა. გერმანიაში გაჩერება აღარ მინდოდაო. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გარემოს გამოცვლას ეშურებოდა. „გერმანიიდან გაღწევა მსურდა. მინდოდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უფრო წყნარი და მშვიდობიანი გარემო მომეძებნა, — უთხრა „მაინცის”, „ლევერკუზენის”, „ჩელსის”, „ვოლფსბურგის” და „დორტმუნდის” ყოფილმა მოთამაშემ „სქაი სპორტს” და დასძინა, — „ფულემი” ჩემი შეძენით...

გამარჯვებული
ჩანაწერი

გამარჯვებული

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგანი დააქუხა. გერმანიის ღია პირველობის მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა არამხოლოდ 500-იანი სერიის, ანუ ATP-ს მესამე რანგის ელიტარული ტურნირი მოიგო, არამედ დაგვარწმუნა, რომ შეუპოვრობა ფასდება. ამ გამარჯვებამდე ბასილაშვილმა თითქმის 10 წელი იარა. ადვილი როდი იყო მსოფლიო ჩოგბურთის გაუვალ ჯუნგლებში სიარული, უმკაცრესი კონკურენციის პირობებში მოთმინების, ფორმის, ხასიათის შენარჩუნება, დასანანი დამარცხებების ჩანაცვლება უმძიმესი გამარჯვებებით. ნიკოლოზმა ეს შეძლო,...

ტიტული ბალკანეთში დარჩა
ჩანაწერი

ტიტული ბალკანეთში დარჩა

ბარსელონაში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქანცის გამომცლელ ნახევარფინალებში სერბებმა ხორვატები (9:7) და ესპანელებმა იტალიელები (8:7) დაამარცხეს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშისთვის მაინც მხნეობით სავსენი ჩანდნენ, რაც სპეციალისტების გაკვირვებას იწვევდა. ერთერთი კომენტატორის თქმით, წყალბურთელები ყოველ თამაშში ორ კილომეტრამდე მანძილს ფარავენ, რაც დიდად ბევრი არ არის, როცა თავისუფლად ცურავ, მაგრამ მხარზე 100-კილოგრამიანი მეტოქე როცა გკიდია, დიდ ძალებს მოითხოვს. მეშვიდე...

მიჩიგანში მაკრატელა 101 254  კაცმა ნახა
ჩანაწერი

მიჩიგანში მაკრატელა 101 254 კაცმა ნახა

ევროპული ფეხბურთის გრანდები წინასასეზონო მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში აშშ-ში აგრძელებენ ბურთაობას. ტურნირს Internacional Champions Cup ჰქვია და წლიდან წლამდე პოპულარობაც ემატება. დასტურად ისიც კმარა, რომ წუხელ ქალაქ ან-არბორში „მიჩიგან სთედიუმზე“ გამართულ „ლივერპული“-„მანჩესტერის“ მატჩს 101 254 მაყურებელი დაესწრო. პირველი ტაიმის 1:1-ის შემდეგ ორივე გუნდმა თითქმის სრულად განაახლა შემადგენლობა და მეორე ნახევარში კლოპის შეგირდებმა სამი უპასუხო გოლი გაუტანეს...

რეალს აზარი შეეცვალა
ჩანაწერი

რეალს აზარი შეეცვალა

„სანი” წერს, რომ ედენ აზარს შეუძლია „რეალში” გადასვლაზე ოცნება მოთოკოს — მადრიდელები ბელგიის ნაკრების კაპიტანზე აღარ ფიქრობენ და „ჩელსისგან” მხოლოდ მეკარე ტიბო კურტუა უნდათ. დასავლეთ ლონდონელები აზარის სანაცვლოდ „რეალისთვის” 150 მილიონი გირვანქის გამორთმევას აპირებდნენ, მაგრამ „თეთრებს” გადაუწყვეტიათ არ აჩქარდნენ — ბოლოს და ბოლოს, ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი შეიძლება დღევანდელის ნახევარი ფასიც კი ღირდეს. დღეს ბელგიელი...

მოურინიუ გაღიზიანდა
ჩანაწერი

მოურინიუ გაღიზიანდა

მიჩიგანში „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა — 4:1. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე მანჩესტერელთა გამწარებულმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თავისი კლუბის ხელმძღვანელების გასაგონად მოურიდებლად ილაპარაკა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე პასიურობენ და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. პორტუგალიელმა თქვა, რომ ამ ზაფხულს „შახტარისგან” ნაყიდი ფრედის, „პორტუსგან” ნაყიდი დიოგო დალოტისა და „სტოკ სიტისგან” ნაყიდი მეკარე ლი გრანტის გარდა კიდევ ორი ახალი მოთამაშე სჭირდება....

პირველი უელსელი ჯადოქრების ციხიდან
ჩანაწერი

პირველი უელსელი ჯადოქრების ციხიდან

სენ-პე-სიურ-ნიველი პატარა ბასკური ქალაქია დასავლეთ პირენეებში. აქაურები შუა საუკუნეებში თავს ძირითადად მეზღვაურობით ირჩენდნენ. ხშირად ისინი კანადამდეც კი მიცურავდნენ ვეშაპებზე სანადიროდ და სოფელი ნახევარი წლით მხოლოდ ქალების და ბავშვების ამარა რჩებოდა. ერთხელაც ამით სარგებლობა მოუნდათ იქაურ დიდგვაროვნებს ტრისტან დ’ურტუბის და ჟან დე კოპენ დ’ამუს, თითქოს ცოტა ჰქონდათ მიწა, მაგრამ უფრო მეტი მოინდომეს. ანრი IV-ს საჩივარი მიწერეს...

წვიმის კაცი
ჩანაწერი

წვიმის კაცი

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ფინალი 500-იან მსოფლიო ტურში! ყოჩაღ! ეს ყოველგვარ მოლოდინსა და იმედზე მეტია. ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში მასზე მაღლა მდგომი ზედიზედ მეოთხე მეტოქის, ნიკოლას ჯარის დამარცხებით შეაბიჯა. დღევანდელი ნახევარფინალის პირველ სეტში ნიკამ 2:2-ზე მოწოდება დათმო, მერე მეტოქეებმა თითო გეიმი გაცვალეს და საქმეში წვიმა ჩაერია, რამაც ორიოდ საათით შეაფერხა შეხვედრა. გაგრძელების შემდეგ...