ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ ბონუჩის და კალდერას გაცვლის გარდა, გონსალო იგუაინის საკითხიც შეათანხმეს – ერთწლიანი იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. საბოლოო წერტილის დასმას ამ საქმეში თავად ფეხბურთელის ჭირვეულობა უშლის. 30 წლის იგუაინი განათხოვრებით გადასვლას უარობს და სრულფასოვან კონტრაქტს ითხოვს. ამას გარდა, მან მილანელებს ხელფასად წლიური 9 მილიონი ევრო მოსთხოვა.
„მილანი“ თანახმაა, ფეხბურთელს 7,5 მილიონი ევრო, ანუ იმდენივე გადაუხადოს, რამდენსაც ის ტურინში იღებდა.
შესაძლოა, ამ დავაში გადამწყვეტი სიტყვა „ჩელსიმ“ თქვას, რომელიც სრულფასოვან კონტრაქტზეც თანახმაა და არც ხელფასის საკითხის მოგვარება გაუჭირდება. ლონდონელთა დამრიგებელი მაურიციო სარი იგუაინს ჯერ კიდევ „ნაპოლიდან“ იცნობს და ეს იგუაინის ინგლისურ პერსპექტივას ზრდის.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
