„შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფრანგ მარჯვენა მცველ ბენჟამენ პარავთან დაკავშირებულ ჭორებს წერტილი დაუსვა. პავარზე ამბობდნენ, რომ როგორც კი ჯერომ ბოატენგი „ბაიერნიდან” წავიდოდა, ის „შტუტგარტს” დატოვებდა და რეკორდმაისტერს შეუერთდებოდა.
„ეს ჭორია, — თქვა რუმენიგემ, — ჩვენ გვყავს ჰუმელსი, შულე, მარტინესი, ალაბა და ახალგაზრდები ლუკას მაი და კრის რიჩარდსი. ასე რომ ამ პოზიციაზე ოსტატობისა და კლასის დეფიციტი ნამდვილად არ გვემუქრება. რაც შეეხება ბოატენგის ტრანსფერს, თუ სერიოზულ წინადადებას მივიღებთ, აუცილებლად განვიხილავთ და ყველაფერს მოვაგვარებთ”.
პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკიზე კი ამბობის ენ, რომ შესაძლოა „რეალში” გადავიდეს. რუმენიგემ მის შესახებ საოცრად გაბედული და ძალიან კონკრეტული რამ თქვა:
„დაიმახსოვრეთ ჩემი დღევანდელი წინასწარმეტყველება: მომავალ სეზონში ლევანდოვსკი „ბაიერნის” შემადგენლობაში 30 გოლს გაიტანს. ის არნახულად ითამაშებს”.
ხსენებულ ინტერვიუში კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და მის პრეზიდენტ რაინჰარდ გრინდელის გარშემო არსებულ ქაოსზე ილაპარაკა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
