წელი: 2018

Home 2018
27 ნაბიჯი წინ, ერთი უკან
ჩანაწერი

27 ნაბიჯი წინ, ერთი უკან

ტრადიციულად ორშაბათობით განახლებადი რეიტინგები გამოაქვეყნეს მსოფლიოს ქალ და ვაჟ ჩოგბურთელთა ასოციაციებმა. ქალთა შორის ერთბაშად 27-საფეხურიანი წინსვლა აქვს ეკატერინე გორგოძეს. ჰეხინგენის 60-ათასევროიანი ტურნირის მოგების შემდეგ მის მონაგარს 80 ქულა დაემატა და 357 გაუხდა. შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ფინალში ლორა ზიგმუნდი 6:2, 6:1 დაამარცხა. ახლა გორგოძე მსოფლიოს 168-ე ჩოგანია. გასულ თვეში ასტანას ტურნირის მოგების შემდეგ ეს მისთვის ზედიზედ...

რონალდუმ რვა წუთი იკმარა
ჩანაწერი

რონალდუმ რვა წუთი იკმარა

პატარა იტალიურ ქალაქ ვილარ პეროზაში წინასასეზონო მზადების ფარგლებში “იუვენტუსის” ჩასვლა გრანდიოზულ ზეიმად იქცა. ქალაქი ხომ სრული შემადგენლობით გამოცხადდა სტადიონზე და ახლომახლო სოფელ-ქალაქებიდან ბევრმა მიაშურა. ტრიბუნებმა ყველა მსურველი ვერ დაიტია. ხუმრობა საქმე ხომ არაა – სწორედ ამ მოკრძალებულ არენაზე უნდა შემდგარიყო კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სტადიონის შემოგარენი ერთ დიდ სავაჭრო და გასართობ ცენტრს...

ბენჟამენ, გამოდი ინტერნეტიდან!
ჩანაწერი

ბენჟამენ, გამოდი ინტერნეტიდან!

„მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის პირველ ტურში „არსენალს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს რაჰიმ სტერლინგმა და ბერნარდო სილვამ. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჩემპიონთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ სხვა საკითხებთან ერთად თავის მარცხენა მცველზე, ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონზე, 24 წლის ბენჟამენ მენდიზე თქვა, კარგი იქნება ინტერნეტში ცხოვრებას თუ მოუკლებს და საქმეს მეტად მიხედავსო. „მენდი მენდია. ხანდახან გინდა რომ მოკლა, ხანდახან კი ფიქრობ,...

რონალდო საავადმყოფოშია
ჩანაწერი

რონალდო საავადმყოფოშია

ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო პნევმონიით იბიცის საავადმყოფოში მოხვდა. 41 წლის ლეგენდას დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს და საღამოს კუნძულის „კან მისეს ჰოსპიტალში” დააწვინეს. როგორც ადგილობრივი გაზეთი „დიარიო დე იბიცა” წერს ფეხბურთელმა იმავე დღეს, შუაღამისკენ, კერძო საავადმყოფოში „ნუესტა სენიორა დელ როსარიოში” ითხოვა გადაყვანა. ექიმები იტყობინებიან, რომ რონალდო ჯერ კვლავ ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება, მაგრამ ავადმყოფობა ნელ-ნელა უკან იხევს. თუმცა,...

ჩვენ ვთქვით, ფიფა – იტყვის…
ჩანაწერი

ჩვენ ვთქვით, ფიფა – იტყვის…

24 სექტემბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2018 წლის საუკეთესოებს დაასახელებს.  გალა-დაჯილდოება ამჯერადაც ლონდონში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან: ⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი ⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი ⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი ⚽ საუკეთესო მეკარე ⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი ⚽ ფეარ პლეის ჯილდო ⚽ საუკეთესო ქომაგი ⚽ ფიფა პრო...

ჩრდილოლონდონი მაისურზე
ჩანაწერი

ჩრდილოლონდონი მაისურზე

მოგეხსენებათ,  საფეხბურთო ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მაისურების გაყიდვაა. ბოლო დროს ეს სფერო მოდასაც დაუახლოვდა და ყოველი სეზონის წინ  კლუბები ახალი დიზაინის ფორმას წარმოგვიდგენენ. ერთს საშინაოს, მეორეს საგარეოს და ახლა ამ ყველაფერს მესამე კომპლექტებიც დაემატა. სარფიანი საქმეა. აი, „იუვენტუსმა“ ამ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა და იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებიდან უკვე 24...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ხედავ? ვხედავ. მერე რას იტყვი? რა უნდა ვთქვა? მოიცა… შენ რას ხედავ? მე ვხედავ, რომ ზაფხულის სიცხემ გადაიარა. აბა ერთი ესა ყოფილა. სხვას ვერაფერს ხედავ? სხვა რა უნდა დავინახო? როგორ, ქართულ ფეხბურთს რომ ეხაზება, ვერ ხედავ? მე ვხედავ მზეს. გუშინწინაც კიევში 0:4 წავაგეთ. მერე რა? როგორ თუ რა? 0:4 რა ამბავია? შენ რამდენი გინდოდა? 0:2...

საქართველო ისევ თამაშგარეთშია
ჩანაწერი

საქართველო ისევ თამაშგარეთშია

… თითქოს ახალი ოლიმპიადაა და არცაა. საბოლოო ჯამში, ყველა ტურნირის რენტაბელობა მაყურებელთა რაოდენიბით იზომება, ზაფხულის სპორტში კი ევროპის ჩემპიონატები მუდმივად განიცდიდნენ აუდიტორიის ნაკლებობას. ევროპამ კომპაქტური ტურნირი მოიფიქრა, რომელიც ათ დღეში და ორ ქალაქში ეტევა. ალბათ გახსოვთ ორი წლის წინანდელი ბაქოს პირველი ევროპული თამაშები, სადაც გუნდები არა ფედერაციებმა, არამედ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა წარადგინეს. შესაბამისად, ტურნირზე მხოლოდ...

ვინისიუს, სელფი შეიძლება?..
ჩანაწერი

ვინისიუს, სელფი შეიძლება?..

უკვე 41 წლისაა  მილიონობით ბიჭის კერპი, ბრაზილიელი რონალდო. არადა, თითქოს გუშინ იყო, მეტოქის მცველებს ტომარასავით რომ აიკიდებდა და ისე მირბოდა ბურთიანად კარისკენ. სოციალურ ქსელში რონალდომ „რეალის“ ახალწვეულ ვინისიუს ჯუნიორთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ეს ბიჭი ჯერ 18 წლისაა, მადრიდელებმა „ფლამენგოდან“ 45 მილიონ ევროდ იყიდეს და ფლორენტინო პერესმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა: „ეს ბიჭი მბაპეს დაგავიწყებთ!“ რონალდო...

თანამსაჯს თავი გაუტეხეს
ჩანაწერი

თანამსაჯს თავი გაუტეხეს

ავსტრიის ქალაქ გრაცში, ევროლიგის შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივმა „შტურმმა” კვიპროსულ ლარნაკას აეკ-თან 0:2 წააგო, თანამსაჯს ტრიბუნიდან თავში საგანი გაარტყეს. შეხვედრა ცხადია შეწყდა. შვედ ლაინსმენს ფრედრიკ კლივერს თავიდან ადგილზე უმკურნალეს. მოგვიანებით „შტურმმა” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი კლუბისთვის ფეხბურთი ზეიმია, ხოლო გულშემატკივართა ასეთი ქცევა მიუღებელი. შვედურ მას-მედიასთან საუბარში გაცილებით მკაცრად ილაპარაკა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ სტეფან...