
ტრადიციულად ორშაბათობით განახლებადი რეიტინგები გამოაქვეყნეს მსოფლიოს ქალ და ვაჟ ჩოგბურთელთა ასოციაციებმა. ქალთა შორის ერთბაშად 27-საფეხურიანი წინსვლა აქვს ეკატერინე გორგოძეს. ჰეხინგენის 60-ათასევროიანი ტურნირის მოგების შემდეგ მის მონაგარს 80 ქულა დაემატა და 357 გაუხდა. შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ფინალში ლორა ზიგმუნდი 6:2, 6:1 დაამარცხა. ახლა გორგოძე მსოფლიოს 168-ე ჩოგანია.
გასულ თვეში ასტანას ტურნირის მოგების შემდეგ ეს მისთვის ზედიზედ მეორე წარმატებაა და ახლა აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება.
რაც შეეხება ვაჟთა რეიტინგს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ქულათა ჯამი (1225) უცვლელი დარჩა, თუმცა ამდენივე გაუხდა ფილიპ კოლშრაიბერს და ჩვენებურს ერთი საფეხურით ჩაჩოჩება მოუხდა. ახლა ბასილაშვილი მსოფლიოს 36-ე ჩოგანია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
