წელი: 2018

Home 2018
ჩანაწერი

ტოტენჰემის ახალი სტადიონის გახსნა გადაიდო

ტოტენჰემს ახალი სტადიონი 15 სექტემბერს უნდა გაეხსნა ლივერპულთან მატჩით. მთელი რიგი ღონისძიებებიც მომზადებული ჰქონდათ, მაგრამ უეცრად ახალი თავისტკივილი გაუჩნდათ: ბოლო შემოწმებებმა უჩვენა, რომ ახალი შენობა მთლად უსაფრთხო არ ყოფილა და ახალი არენის გახსნაც გადაიდო. ტოტენჰემმა ოფიციალური ბოდიში მოუხადა ქომაგებს. საქმე ის არის, რომ სამშაბათს გულშემატკივართა  წარმომადგენლები კლუბის უფროსობას შეხვდნენ და 850 მილიონგირვანქიანი პროექტის შესახებ ისაუბრეს....

მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო
ჩანაწერი

მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო

ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას მორიგი კონფლიქტი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ახლა მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. მოურინიუ პოგბას აფრთხილებდა, პრესასთან ჩივილს თავი დაანებოს და თუ კლუბიდან წასვლა სურდა, ოფიციალურად ეთხოვა ტრანსფერი. ამაზე ფრანგმა ნახევარმცველმა უპასუხა, ამიერიდან ჩემთან ოფიციალურ საკითხებზე დალაპარაკება რომ მოგინდება აგენტ მინო რაიოლას მიმართეო. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც პრემიერლიგის პირველი ტურის...

დიეგო სიმეONE
ჩანაწერი

დიეგო სიმეONE

მადრიდის “ატლეტიკო“ ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გარდა, ტიტულებს ჭერში აწყობს. აგროვებს და აგროვებს, აი, სუპერთასი სულაც მესამედ მოიგო. 2010, 2012 და  მესამედ ახლა, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. აბა, გადაავლეთ თვალი, ბოლო წლებში თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ “რაელი“-“ატლეტიკოს“ შეხვედრა თუ ჩემპიონთა ლიგაზეა, “სამეფო კლუბი“ იგებს, დანარჩენ შემთხვევებში კი დიეგო სიმეონეს გუნდი უფრო ხშირად იმარჯვებს. ძირითადი დრო...

დე ბრუინის სერიოზული ტრავმა
ჩანაწერი

დე ბრუინის სერიოზული ტრავმა

„მანჩესტერ სიტი” შიშობს, რომ კევინ დე ბრუინს შობამდე უქმად ყოფნა მოუწევს — ბელგიელი დღეს ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა. დე ბრუინი დაუყოვნებლივ გადააფრინეს ბარსელონაში, მაღალი დონის ტრავმატოლოგთან. ვარსკვლავის ინგლისიდან ბარსელონაში გამგზავრება სავარაუდოდ „სიტის” მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ალბათ მას თავის მშობლიურ ქალაქში ნაცნობი სანდო სპეციალისტი ჰყავს. დე ბრუინისთვის სერიოზული ტრავმა უცხო არ არის. 2016 წელს...

დღეს რომელ უბანში ვბანაობთ?
ჩანაწერი

დღეს რომელ უბანში ვბანაობთ?

პასუხი კითხვაზე, რომელ ქალაქში წავა  ევროპის სუპერთასი, ცნობილია:  მადრიდში, მაგრამ  რომელი კლუბის ფორმით ჩავა თასი ესპანეთის დედაქალაქში და მადრიდის რომელ უბანში იბანვებენ  შადრევნებში, დღეს ტალინში გაირკვევა. უკვე ორი წელია, სუპერთასი „რეალის“ მუზეუმში მიბრძანდება, მაგრამ რაკი რონალდუ ტურინში გადაბარგდა და ზედიზედ სამი ფინალის მომგები ზიდანიც წავიდა, სიმეონეს შანსი აქვს ჯავრი იყაროს  ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში მარცხის...

ბაიერნში მობილური აიკრძალა
ჩანაწერი

ბაიერნში მობილური აიკრძალა

ნიკო კოვაჩი „ბაიერნში” სიმკაცრის გამოვლენას იწყებს. რეკორდმაისტერის ახალმა თავკაცმა ერთი შეხედვით უცნაური ბრძანება გასცა: გუნდის ბაზაზე, ზებენერ შტრასეზე, გასახდელების გარეთ, ნებისმიერ ოთახში მობილური ტელეფონით სარგებლობა იკრძალება. ვიმეორებთ, აკრძალვა ეხება ყველა ფუნქციონალურ, საცხოვრებელ და სამკურნალო სივრცეს. სხვათა შორის, ზოგმა ფეხბურთელმა პირველად ნათქვამი ვერ გაიგო, რის გამოც ხორვატმა მწვრთნელმა ორი კვირის შემდეგ თავისი განკარგულება მკაფიოდ გაიმეორა და...

ხიდი ჩაინგრა, კრიშიტო გადარჩა
ჩანაწერი

ხიდი ჩაინგრა, კრიშიტო გადარჩა

„ჯენოას” მცველმა დომენიკო კრიშიტომ თქვა, რომ პონტე მორანდის ხიდზე მის ჩავარდნამდე ორიოდ წუთით ადრე გაიარა. ხიდის ჩაშლამ სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე დადო ფოტოები სადაც ჩანს, რომ გენუასთან ტრასა სველი, ხოლო ხიდზე მოძრაობა ინტენსიური იყო. შემდეგ წვიმამ იმატა, ლამის ტროპიკულ თქეშად იქცა და მორანდის ხიდი ჩაინგრა. ტრასას, რომელიც ამ ადგილებში გადის...

რამოსმა კლოპს შვიდი შეახსენა
ჩანაწერი

რამოსმა კლოპს შვიდი შეახსენა

იურგენ კლოპსა და სერხიო რამოსს შორის კამათი გრძელდება. ეს ის კამათია, რომელიც მაისის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში „ლივერულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „რეალის” მცველსა და კაპიტანთან ჭიდაობის მსგავს ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. თითქოსდა ჩამცხრალი ვნბათაღელვა გასულ კვირაში მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა განაახლა, როდესაც რამოსის „ნებისმიერ ფასად გამარჯვების სტილი” გააკრიტიკა. „რეალს”...

კონტე რომ დარჩენილიყო, ვილიანი წავიდოდა
ჩანაწერი

კონტე რომ დარჩენილიყო, ვილიანი წავიდოდა

ვილიანმა თქვა, რომ თუ „ჩელსის” მწვრთნელად კვლავ ანტონიო კონტე იმუშავებდა, მისი „სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა გამორიცხული იყო. ვილიანის გასახარად კონტემ რთული 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დასავლეთ ლონდონური გუნდი დატოვა. ბრაზილიელი მთალი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა გუნდში გადასვლას. მას კონტე არ უნახავს, არ დალაპარაკებია. სიტუაცია მას მერე შეიცვალა, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ იტალიელი მწვართნელი წავიდა. მაისში, ინგლისის ფეხბურთის...

დვალიშვილი და გოგუა ისევ გამოჩდნენ
ჩანაწერი

დვალიშვილი და გოგუა ისევ გამოჩდნენ

თითქმის ათი წელიწადია, „საბურთალო“ ერთ-ერთი გამორჩეულია ბავშვთა და ჭაბუკთა ლიგებში. კლუბი ნელ-ნელა ვითარდებოდა და დადგა დრო, როცა უკვე ძირითად გუნდსაც უმაღლესი მიზნები აქვს. რყევები დასრულდაო – თქვა ამას წინებზე საბურთალოელთა დამრიგებელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა და მართალიც იყო. შაბათს მათ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს დამაჯერებლად და ცხრილს კვლავაც ერთპიროვნულად, ხუთქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ. „კოლხეთთან“ შეხვედრაში დუბლი მიითვალა თბილისელთა...