„ლაციოს” ულტრასებმა გამოაცხადეს, რომ „სტადიო ოლიმპიკოს” საკრალურ ადგილებზე ქალებს დასხდომა ეკრძალებათ. მათ „ნაპოლისთან” პირველი ტურის შეხვედრის წინ ასეთი შინაარსის განცხადება გამოაკრეს: „ქალები, ცოლები და მეგობარი გოგოები „კურვა ნორდის” პირველ ათ რიგში არ დაიშვებიან”. „ლაციომ” „ნაპოლისთან” 1:2 წააგო. ფლაერზე კი ეწერა: „კურვა ნორდი ჩვენთვის წმინდა ადგილია. ეს ის გარემოა, სადაც ყველამ უნდა დაიცვას ქცევის საგანგებო კოდექსი....
წელი: 2018
ბრიტანეთს რონალდუ 15 წუთით მოპარეს
კომპანია Eleven Sports-მა, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე იტალიური სერია A -ს მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს, მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა: მათ „კიევო“-„იუვენტუსის“ მატჩის პირველი 15 წუთი ვერ ნახეს. არადა, ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს იტალიური დებიუტი შედგა, თუმცა კი უდიდესი მოლოდინის მიუხედავად ტელემაყურებელმა მატჩის რეპორტაჟი მხოლოდ მე-15 წუთიდან ნახა. საქმე იმაშია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან აკრძალულია ადგილობრივი დროით...
რონალდუ მარსიდან ვერ ჩამოვიდა
„იუვენტუსში” კრიშიანუ რონალდუს დებიუტი სასწაულის გარეშე შედგა. პორტუგალეილმა გოლი ვერ გაიტანა, რასაც „ბებერი ქალბატონის” ფანები ასე ელოდნენ. ეს მოხდა ვერონაში, სადაც ტურინელებმა „კიევოს” 3:2 მოუგეს. იტალიურ პრესას აშკარად დაეტყო, რომ სერია A-ს პირველი ტურის მატჩში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისგან გოლს ელოდა, თუმცა იყო დადებითი შეფასებებიც. მაგალითად ასეთი: „ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ის შესამჩნევი...
საშიშად ლამაზი გუნდი
როგორი სხვანაირი იყო 25 წლის წინ დროც და ფეხბურთიც. ზუსტად მეოთხედი საუკუნის წინ, თბილისის “დინამომ“ პირველად ითამაშა ევროტურნირებზე საქართველოს სახელით. სამწლიანი იზოლაციის მერე, ეს პირველი გასვლა იყო და ხალხი სხვაგვარი ინტერესით ელოდა. ჩემპიონთა ლიგა, საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისის “დინამოს“ სტადიონი, სადაც გივი ნოდიას გუნდი მასპინძლობდა ჩრდილოირლანდიურ “ლინფილდს“. არანორმალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ 2:1 მოვიგეთ. ასეთი უპირატესობა...
პეპს პორტუგალიელი პირლო სურს
21 წლის პორტუგალიელ რუბენ ნევესს „მანჩესტერ სიტიმ” დაადგა თვალი და დიდი შანსია ზამთარში, როდესაც სატრანსფერო ბაზარი ისევ გაიხსნება, მასში „ვულვერჰემპტონ ვონდერერზს” 60 მილიონი გირვანქა შესთავაზოს. ინგლისის ჩემპიონთა თავკაც პეპ გვარდიოლას კვლავაც უნდა ნახევარმცველის შეძენა. ის ვერ შეჰგუებია, რომ ბრაზილიელი ჟორჟინიო მან კი არა, „ჩელსიმ” იყიდა. კატალონიელი მწვრთნელი არარსდროს მალავდა, რომ თუ მისთვის ხელსაყრელი ფეხბურთელი გამოცნდებოდა,...
როცა ქალი კარიერას ანგრევს
ორი დღეა ინგლისში ვერაფრით გაურკვევიათ რატომ დაანება მსაჯობას თავი 32 წლის ბობი მედლიმ, რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. გუშინ მსაჯთა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მედლი „პირადი მიზეზების გამო” გადადგა, მაგრამ ეს იმდენად ბუნდოვანი ნათქვამი იყო, რომ ინგლისურ სოციალურ სივრცეში მკითხაობა, დანარჩენ მსოფლიოში კი მცირე რეაქცია გამოიწვია. მედლიმ პრემიერლიგაში პირველად 2013 წელს იმსაჯა, ეს გახლდათ „საუთჰემპტონისა” და „ვესტ...
ოთარ გიორგაძე და ლუკა გოგინავა – ორი ახალი ჯარისკაცი ბრივის ქართულ არმიაში
ამ უქმეებზე ევროპული სარაგბო სეზონი სტარტს საფრანგეთში იღებს, სადაც პრო დ2-ის ჩემპიონატი იწყება. წლეულს ამ ლიგაში მოასპარეზე 16 გუნდის შემადგენლობაში თითქმის 3 ათეული ქართველი ითამაშებს. ტოპ 14-ში მიჯრით გატარებული 5 სეზონის შემდეგ, „ბრივი“ პრო დ2-ში დაქვეითდა და გასულ წლებში ამ გუნდის ღირსებას სამი ბორჯღალოსანი იცავდა – კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე. სამხრეთ საფრანგეთში...
სერხიო რამოსი – CR II
ჩინებული ბურთაობა იყო ტალინში. მადრიდის “ატლეტიკოს” მონაწილეობით მატჩები, ზოგადად, უხვგოლიანობით არასოდეს გამოირჩევა და აქ ერთბაშად ექვსი! ამ ექვსიდან ოთხი კი ვინმე “ოსასუნას” კი არა, “რეალის” კარში გავიდა. როგორი გვეჩვენა ურონალდუო “სამეფო კლუბი” ან რა სიახლე შევნიშნეთ დიეგო სიმეონეს მგლების თამაშში, ცალკე წერილის თემა იყოს, მანამ კი, პირველ რიგში, სტატისტიკი მოყვარულების გულები მოვიგოთ: ● ხულიან ლოპეტეგი...
კარგი სასიძოების გუნდი
უნაი ემერიმ „არსენალში” არსენ ვენგერი 22 წლიანი მმართველობის შემდეგ შეცვალა. ბასკი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში. ახლა ის ურთულესი ამოცანის წინაშე დგას, ლონდონის კლუბში ატმოსფერო უნდა შეცვალოს. საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში „არსენალს” ყველაზე მეტად ფეხბურთელების უპასუხისმგებლობას საყვედურობდნენ. „მეთოფეთა” ლეგენდა იან რაიტი ამბობს, რომ ემერის უპირველესი ამოცანაც სწორედ უდარდელი გარემოს...
ChristiAMO, ამბობენ ტურინში
უკვე ერთი თვეა, რაც კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და ეიფორია მოჰყვა. ტურინელთა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ ეიფორიას კარგად ხედავს და ამბობს: „ძალიან კარგია გულშემატკივრები რომ ოცნებობენ, მაგრამ ჩვენ ფეხებით მყარად უნდა ვიდგეთ მიწაზე”. ხვალ, 18 აგვისტოს რონალდუთი გაძლიერებული „იუვე” პირველად წარდგება იტალიური და მსოფლიო აუდიტორიის წინაშე — სერია A იწყება! „ბებერი...









