რონალდუ მარსიდან ვერ ჩამოვიდა

Home კატეგორიის გარეშე რონალდუ მარსიდან ვერ ჩამოვიდა
რონალდუ მარსიდან ვერ ჩამოვიდა

„იუვენტუსში” კრიშიანუ რონალდუს დებიუტი სასწაულის გარეშე შედგა. პორტუგალეილმა გოლი ვერ გაიტანა, რასაც „ბებერი ქალბატონის” ფანები ასე ელოდნენ. ეს მოხდა ვერონაში, სადაც ტურინელებმა „კიევოს” 3:2 მოუგეს.

იტალიურ პრესას აშკარად დაეტყო, რომ სერია A-ს პირველი ტურის მატჩში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისგან გოლს ელოდა, თუმცა იყო დადებითი შეფასებებიც. მაგალითად ასეთი: „ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ის შესამჩნევი ფიგურა იყო. მთავარი დეტალებში გამოჩნდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ბურთს ეხებოდა, ხიფათი იქმნებოდა”. ეს „კორიერე დელო სპორტის” კომენტარია.

„გაძეტა დელო სპორტმა” კი შეხვედრის მთავარ გმირად სხვა ფეხბურთელი დაასახელა: „დღეს მარსიდან ვერონელი ემანუელე ჯიაკერინი იყო, რომელმაც მაღალი სტანდარტის ფეხბურთი ითამაშა და პენალტიც გაიტანა. ხოლო ის, ვისაც უცხო პლანეტიდან ელოდნენ დედამიწაზე მოკრძალებულად დაეშვა”.

კიდევ გაზეთმა დაწერა, რომ რონალდუ „იუვენტუსისთვის” დიდი დანამატი ჯერ მაინც არ არის, რადგან მას სრულყოფა სჭირდება… „თუმცა, ამის მიუხედავად სამი გოლის გატანა შეეძლო”.

„ტუტოსპორტი” ამბობს, რომ „იუვენტუსში” რონალდუ სულ უფრო და უფრო დარწმუნდება, რომ ფეხბურთი კოლექტიური სპორტია.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შემდეგ ტურში „ბებერი ქალბატონი” „ლაციოს” მასპინძლობს.

 

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...