წელი: 2018

Home 2018
მოურინიუ მოხსნეს – ბუკმეკერებმა
ჩანაწერი

მოურინიუ მოხსნეს – ბუკმეკერებმა

როგორ, ფიქრობთ, ვინ უფრო უკეთ იცნობს ინგლისურ პრემიერლიგას? კლუბების მენეჯერები? მწვრთნელები? ფეხბურთელები თუ ჟურნალისტები? ნურას უკაცრავად! ბუკმეიკერები, უხილავი ფრონტის ყოვლისმცოდნე აგენტები, რომლებიც საკუთარი ინფორმაციის თითოეულ მისხალზე დიდი ფულით აგებენ პასუხს. ჰოდა, ამ ბუკმეკერებმა თქვეს, ინგლისურ პრემიერლიგაში მწვრთნელთაგან გაძევების უპირველესი კანდიდატი „მანჩესტერის“ პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიუაო. მის „პირველობაზე“ კოეფიციენტი 4.5 გახლავთ. მეორე „საპატიო“ ადგილზე მოსახსნელთა შორის...

გოლი ლამის საქართველოდან
ჩანაწერი

გოლი ლამის საქართველოდან

გიორგი ხარაიშვილმა სუპერგოლი გაიტანა შვედეთის ჩემპიონატში. „გიოტებორგის“ 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ევროპა ლიგის მონაწილე „იოსტერსუნდს“ კუთხურიდან ჩაუხვია. ბურთის არავის შეხებია, ისე… მარცხენა ფლანგიდან მარჯვენათი ჩააბზრიალა. „გიოტებორგმა“ 2:1 მოიგო. მეორე გოლი ქართველის პასით გავიდა, თუმც კუთხურიდან გასროლილმა ჩაყლაპა. მარნეულში დაბადებულ-გაზრდილი ხარაიშვილი შვედეთში მაგრად ათამაშდა და ალბათ, მომდევნო წელსაც იქ გაატარებს. საქმე ისაა, რომ ხარაიშვილი „საბურთალოდან“ იჯარითაა...

30 აგვისტოს უეფა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს
ჩანაწერი

30 აგვისტოს უეფა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს

უეფამ 2017-18 წლების ევროპის საუკეთესო ქალი და ვაჟი ფეხბურთელების სამკაციანი შორთ-ლისტი გაასაჯაროვა. დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყობა მონაკოში, 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს. სამი ვაჟი ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ლაპარაკია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული...

ნევილი იუნაიტედის ბოსს უტევს
ჩანაწერი

ნევილი იუნაიტედის ბოსს უტევს

გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარეს, აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს ბრალი ჟოზე მოურინიუსთვის ძირის თხრაში დასდო. ნევილი გააღიზიანა ვუდვორდის სეზონისწინა პრესკონფერენციამ, სადაც მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არ იყიდეს „წითელმა ეშმაკებმა” მცველი, რომელიც პორტუგალიელ მწვრთნელს ასე სჭირდებოდა. ნევილმა თქვა: „ვუდვორდმა ახსნა, რატომ არ იყიდა „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზესთვის სასურველი მცველები. მან თქვა ფრაზა, „ამიტომაც არ დავუჭირეთ მოურინიუს...

ნოვაკმა როჯერი დაჩაგრა
ჩანაწერი

ნოვაკმა როჯერი დაჩაგრა

  ზოგჯერ ისტორია სულაც ჩვენ თვალწინ იწერება, მაგრამ სანამ ბევრი წელი არ გავა, სრულად ვერ ვასიგრძეგანებთ. წუხელ მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიამ მორიგი გვერდი გადაფურცლა – ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი მეჩოგნე შეიქნა, ვისაც მასტერსის სერიის ცხრავე ტურნირის გამარჯვებულის თასი აღუმართავს. ისტორიული ფაქტი ამერიკული ცინცინატის ტურნირის ფინალში დაფიქსირდა, სადაც ნოვაკმა როჯერ ფედერერს 6:4, 6:4 მოუგო. მათი ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი...

აზარმა სარი დააწყნარა
ჩანაწერი

აზარმა სარი დააწყნარა

არისტოკრატთა ახალი დამრიგებელი, მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ ედენ აზარს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ბოლო წლებია აზარი „ჩელსის“ შეუცვლელი ლიდერია. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ლომის წილი დაიდო ბელგიის ნაკრების მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვების საქმეში. სწორედ ამ დროს დაიწყო მისი მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ საუბარი. სარი არ მალავს, რომ ერთობ წუხდა ამ ამბის გამო. „ცხადია, ვნერვიულობდი....

ასი წელი…
ჩანაწერი

ასი წელი…

ზუსტად ერთი საუკუნეა, ბრაზილიის ნაკრებში არ უთამაშია ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაბადებულ ფეხბურთელს. ასეთი კი ისტორიას სულ სამი ახსოვს: სიდდნეი პალენი (ინგლისი) – 1916. კაზემირო დო ამარალი (პორტუგალია) – 1917. ფრანჩესკო პოლისი (იტალია) – 1918. საუკუნის თავზე ბრაზილიელებმა კიდევ ერთი ღირსეული არაბრაზილიელი ბრაზილიელი აღმოაჩინეს და აშშ-სთან (8 სექტემბერს) და სალვადორთან (12 სექტემბერს) საკონტროლო მატჩებისთვის უხმეს....

რა ღირს ბარსას სკამი?
ჩანაწერი

რა ღირს ბარსას სკამი?

ესპანურ პრიმერაში „ბარსელონამ” რომ „ალავესს“ 3:0 მოუგო, ვერავის გაგაოცებთ და არც ლეო მესის დუბლია უცხო ხილი. ეს მატჩი საფეხბურთო სტატისტიკას ფულადი განზომილებით შერჩება. „ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამზე გუშინ 6 ფეხბურთელი იჯდა, რომელთა საერთო ღირებულება ლამის 300 მილიონ ევროს აღწევდა – იასპერ სილესენი (13 მილიონი ), ფილიპე კოუტინიუ (155), მალკომი (41), კლემან ლანგლე (35), არტური (31) და არტურო...

მადლობა ხომ არ გვეთქვა?
ჩანაწერი

მადლობა ხომ არ გვეთქვა?

არ ვაპირებდით ამ თემაზე გამოხმაურებას. მერე რა, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა რუსული დროშის ფერებში გადაწყვეტილი და ოსეთის პარლამენტის დეპუტატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები ჩაიცვეს. აკი თავადაც მოინანიეს და მოიბოდიშეს – მასპინძელს ვეცით პატივი და ფერთა გამაზე ყურადღება სულაც არ გაგვიმახვილებიაო. „მთელ მსოფლიოს აცვია მაისურები, რომლებზეც გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილია გამოსახული. მთელი მსოფლიო რომ...

ნული-ტური
ჩანაწერი

ნული-ტური

უცნაური ტური გამოდგა 21-ე. ოთხი მატჩიდან სამი 0:0 დამთავრდა და მხოლოდ ორი გოლი გავიდა „სიონი“ – „კოლხეთის“ შეხვედრაში. ეს იყო და ეს. ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა სტატისტიკა „ტორპედო“ – „ლოკომოტივის“ მატჩი რომ არ გადადებულიყო, მაგრამ ფაქტი ერთია – წლევანდელ სეზონში ყველაზე უსახური ტური ვიხილეთ. არადა, რა დაემართათ, ახლადდამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ამათ არ უთამაშიათ რომ გადაღლილიყვნენ....