შინ 0:1 წაგება დასასრულს არ ნიშნავს, რადგან სტუმრად ერთი გოლი სულაც ბრმად შეიძლება გაიტანო – რიკოშეტი, ავტოგოლი, რამე მსგავსი… ამიტომაც, ქუთაისის „ტორპედოს“ ჯერ ნუ გამოვიგლოვებთ, ბულგარეთში მეორე მატჩი კიდევ წინაა „ლუდოგორეცთან“. ოღონდ, ეს მატჩი ძალიან მძიმე იქნება. ჯერ აქ რა იყო და იქ რა იქნება… დღესაც აშკარად ჩანდა, რომ „ლუდოგორეცი“ გაცილებით ძლიერია, კლასი ეტყობა და...
წელი: 2018
კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები
კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა, როგორ აუკრძალა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში ზედმეტი ფინტების კეთება, კერძოდ კი ბურთზე ფეხის ბევრჯერ გადატარება. „სანი” წერს, რომ სერ ალექსისთვის რონალდუ მის 26 წლიან ეპოქაში ალბათ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იყო, რომელიც ლეგენდარულ მწვრთნელს გამორჩევით უყვარდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” 2003 წელს გადავიდა. მაშინ ის 18 წლისა იყო...
მანჩესტერ იუნაიტედის ფანები იქით კვირას ააფრენენ
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერს ჩამოჰკიდებენ. ბანერზე ეწერება: ED OUT — LUHG! ჯერ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს. ED OUT სხვა არაფერია თუ არა „წავიდეს ედი”, ხოლო ედი კლუბის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი გახლავთ. სწორედ ის კაცია, ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს მცველი რომ არ უყიდა. რაც შეეხება LUHG-ს ეს არის: Love United Hate Glazer ანუ...
როგორ მოვათვინიეროთ მიმინო?
ისტორიული წარმატების ზღვარზეა ქუთაისის ,,ტორპედო”. ერთი ნაბიჯიც და ევროპალიგის პლეი ოფში გასული იმერული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. მეტოქეც ამ ეტაპის შესაბამისი და ერთობ სოლიდურია – რაზგრადის ,,ლუდოგორეცი”, ბულგარული კლუბი, რომელიც არსებობის მოკლე, 17- წლიან პერიოდში ტიტულების სამჭედლოდ იქცა. თავად განსაჯეთ: ,,არწივებმა” შვიდჯერ შეძლეს შიდა ჩემპიონატის მოგება და ამას ორი თასი და სამი სუპერთასიც დაუმატეს. ყველაზე...
უეფამ კაშიას მოთმინება შეუქო
უეფას გალა-დაჯილდოვება 30 აგვისტოს გაიმართება მონაკოში. ამ დღეს დაჯილდოვდება ასევე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული „სან ხოსეს“ ფეხბურთელი გურამ კაშია. რა ჯილდოა? #EqualGame – ასე ეწოდება და წლეულს დააწესდა. „უეფა ამ პრიზით ამბობს, რომ ფეხბურთით შეუძლია იყოს დაკავებული ყველა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიისა, – უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის...
პოლიციამ ფეხბურთელი მოედანზე დააკავა
უცნაური ამბავი მოხდა პერუს თასის მატჩის დროს. „სპორტ ხუანტა“ – „იუნიონ კიმბირის“ მატჩის 25-ე წუთი იყო, როცა მოედანზე პოლიცია შეიჭრა, „იუნიონის“ თავდამსხმელ სესარ აუგუსტო მონტალვო დააკავა, მანქანაში ჩასვა და წააბრძანა. სამართალდამცავები ეჭვობს, რომ ფეხბურთელი არა აუგუსტო მონტალვო, არამედ ხოსე კონტრერასია და ორი წელია, სხვა სახელით ცხოვრობს. ხოსე კონტრერასს კი რაღაც დანაშაულები ჩაუდენია. საინტერესოა, რომ შემდეგ...
ვის დაჭირდა ბოლტი?
რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძლეოსნობაში, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა საფეხბურთო მოედანზე პირველი ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა. ამიერიდან ბოლტი ავსტრალიური კლუბის „სენტრალ კოსტ მარინერსის“ წევრია. აგვისტოს დასაწყისში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბოლტი ამ კლუბში ივარჯიშებს, თუმცა ოფიციალურ მატჩებში მის მონაწილოებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. თავად უსაინ ბოლტი ამბობს, რომ მისი ოცნება „მანჩესტერში“ თამაშია. „პირველად მომეცა საშუალება პროფესიონალი ფეხბურთელის დონეზე მევარჯიშა. ამიტომ...
პოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე
„მანჩესტერ იუნაიეტდის” „ბრაიტონთან” 2:3 დამარცხების შემდეგ „წითელი ეშმაკების” ლეგენდამ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა, რასაც ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის აგენტმა მინო რაიოლამ „ტვიტერით” გასცა პასუხი: „სქოულზი სერ უინსტონ ჩერჩილის წინ რომ დააყენო, მაინც ვერ მიხვდება რომ ლიდერის წინაშე დგას. არის ხალხი, რომელსაც ლაპარაკი სჭირდება, რათა არ დაივიწყონ”. არადა, სქოულზის ნათქვამში თითქოს ისეთი არაფერი ყოფილა რაიოლას თავი...
მესი, რამოსი და კიდევ თვრამეტი აპროტესტებს
დღეს ლეო მესი და ესპანური ლა ლიგას კიდევ 19 კაპიტანი შეიკრიბება რათა ერთობლივად გააპროტესტოს ჩემპიონატში თამაშების დაწყების დრო და ზოგი მატჩის აშშ-ში გადატანის გეგმა. ქვეყნის ფეხბურთელთა პროფკავშირი კაპიტნების ერთობლივი განცხადების შედგენას და მის ფეხბურთის ასოციაციაში შეტანას აპირებს. პრიმერადივიზიონის ტურის შეხვედრები ჩვეულებრივ პარასკევს, შაბათს და კვირას მიმდინარეობს, მაგრამ ისე გვიან იწყება, რომ ბევრი მათგანი ფაქტობრივად შუაღამისას...
კაპიტნებმა ამერიკას უარი უთხრეს
ესპანური „ლა ლიგა“ სერიოზულ შარშია. 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლიგამ საფეხბურთო კლუბების გვერდის ავლით კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია Relevent Sports – თან. კონტრაქტი 15-წლიანია და ესპანეთის ჩემპიონატის ჯერაც დაუზუსტებელი ოდენობის მატჩების აშშ-ში გამართვას ითვალისწინებს. ვარაუდობდნენ, რომ პირველი მატჩი ოკეანის გადაღმა უკვე ნაახალწლევს გაიმართებოდა. ამერიკული მხარის მოთხოვნით, პირველ შეხვედრაში სამი გრანდიდან ერთ-ერთს – „ბარსელონას“, „რეალს“...









