დე ბრუინის სერიოზული ტრავმა

Home სიახლეები დე ბრუინის სერიოზული ტრავმა
დე ბრუინის სერიოზული ტრავმა

„მანჩესტერ სიტი” შიშობს, რომ კევინ დე ბრუინს შობამდე უქმად ყოფნა მოუწევს — ბელგიელი დღეს ვარჯიშზე სერიოზულად დაშავდა. დე ბრუინი დაუყოვნებლივ გადააფრინეს ბარსელონაში, მაღალი დონის ტრავმატოლოგთან. ვარსკვლავის ინგლისიდან ბარსელონაში გამგზავრება სავარაუდოდ „სიტის” მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ალბათ მას თავის მშობლიურ ქალაქში ნაცნობი სანდო სპეციალისტი ჰყავს.

დე ბრუინისთვის სერიოზული ტრავმა უცხო არ არის. 2016 წელს ის „ევერტონთან” შეხვედრაში ისე დაშავდა, რომ ორი თვის ანუ ჯამში 12 თამაშის გამოტოვება მოუხდა, თუმცა ამჯერად ვარაუდობენ, რომ საქმე უარესადაა.

გასულ სეზონში კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან 12 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი გადააწოდა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...