მადრიდის “ატლეტიკო“ ის გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გარდა, ტიტულებს ჭერში აწყობს. აგროვებს და აგროვებს, აი, სუპერთასი სულაც მესამედ მოიგო. 2010, 2012 და მესამედ ახლა, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში.
აბა, გადაავლეთ თვალი, ბოლო წლებში თითქოს ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ “რაელი“-“ატლეტიკოს“ შეხვედრა თუ ჩემპიონთა ლიგაზეა, “სამეფო კლუბი“ იგებს, დანარჩენ შემთხვევებში კი დიეგო სიმეონეს გუნდი უფრო ხშირად იმარჯვებს.
ძირითადი დრო 2:2, დამატებითში კი ორი გოლი და 4:2 – მაგარია სიმეონეს “ატლეტიკო“ და გავბედავთ თქმას, ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. კიდევ უფრო მონსტრი გახდა, შემადგენლობა შეინარჩუნა და კიდევ დაამატა რამდენიმე კაცი. ისე, გაისად ფინალი სწორედ “ატლეტიკოს“ სტადიონზე იქნება. ესეც გავითვალისწინოთ. მთავარია, ფინალში იმას არ შეხვდეს, ვისაც დღეს მოუგო.
დიეგო კოშტამ 49-ე წამზე გაიტანა კოხტა გოლი და მერე, მე-80 წუთზე სწორედ მან გაათანაბრა და დამატებითში გადაიყვანა საქმე. მანამდე კი იყო “ატლეტიკოს“ ყველაზე დიდი მტრების, კარიმ ბენზემასა და სერხიო რამოსის გოლები.
დამატებითში კი “როხიბლანკოს“ დაგეშილი ნახევარმცველების გოლების დრო მოვიდა. საულმა და კოკემ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. ეს არაა ჩემპიონთა ლიგა, აღარც კრიშტიანო რონალდუა “რეალში“, აღარც ზინედინ ზიდანი…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
სიახლეები20/10/2026 | 23:21მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
