იტალიურ სერია A-ში სატრანსფერო ფანჯარა 18 აგვისტოს იხურება. სამი დღით ადრე მადრიდის „რეალს“ თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ევროპის სუპერთასის მატჩი ელის. თუ ლუკა მოდრიჩი იმ დღეს მოედანზე არ გავა, ხორვატის მილანურ „ინტერში“ გადაბარგება, შეიძლება, გადაწყვეტილ ამბად ჩაითვალოს. რა შუაშია ჩვენგან სათაურში გამოტანილი მეტსახელი? ეტყობა, არ გსმენიათ მისი აგენტის შესახებ. სახელმა არ დაგაბნიოთ: ვანია ბოსნიჩი საკმაოდ მომხიბლავი ქალბატონი და...
წელი: 2018
ისტორია და ლიტერატურა
მოახლოვდა პრემიერლიგა და შარშანდელი ამბების ნაკვლევიც გამოქვეყნდა. საქმე იღბლის ინდექსს ეხება. ეს იღბლის ინდექსი ერთი უბრალო რამეა, რომელიც იმას გულისხმობს, თუ რამდენი ქულა დააკარგვინა გუნდს ტყუილად არჩათვლილმა გოლებმა, თუ შეცდომით ჩათვლილმა, დანიშნულმა, თუ არდანიშნულმა პენალტებმა, მიცემულმა, თუ მიუცემელმა წითელმა ბარათებმა, რეკოშეტმა გოლებმა, დამატებულ დროს გადაცდენილ დროში გატანილმა გოლებმა. მოკლედ, კი იმან, რამაც მატჩის შედეგზე გადამწყვეტი...
რივალდო: ნეი ბოლოს მაინც რეალში წავა
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა რივალდომ, რომელიც 1997-2002 წლებში „ბარსელონაში” თამაშობდა, თანამემამულე ნეიმარზე ლაპარაკის დროს თქვა: „ამ ეტაპზე ნეიმარი „პარი სენ ჟერმენში” დარჩება, მაგრამ თავს თუ მოვუყრი ყველაფერს, რაც მის შესახებ მსმენია, შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავა „რეალში”. ვიმეორებ, ნეი რომ კიდევ ერთი სეზონით საფრანგეთში დარჩება, ამას წყალი არ გაუვა, თუმცა…...
ახალი რონალდუ თუ ვინისიუს I
მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს ზეობის 9-წლიანი ეპოქა დასრულდა, მაგრამ სამეფო კლუბს მხოლოდ წარსულით ტკბობის უფლება არ აქვს და სიცარიელე ისეთი ფეხბურთელით უნდა შეავსოს, კლუბის ამბიციებს რომ ეკადრება. „რეალის“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ 18 წლის ვინისიუს ჯუნიორი სწორედ ისაა, ვინც ახალ ისტორიას არამხოლოდ ერთი კლუბის მასშტაბით დაწერს. ვინ არის ეს ბიჭი, რომელშიც ფლორენტინო პერესმა დაუნანებლად გაიღო 45...
ყრმობაში დაბოლილი
ჯერმეინ პენანტი ახლა 35 წლისაა და მიუხედავდ იმისა, რომ თავის დროზე არსენალსა და ლივერპულში უთამაშია, კარგა ხნის მივიწყებული ეყოლებოდა ყველას, რომ არა ახლხანგამოსული მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ის ჰყვება, რომ პირველად მარიხუანა 12 წლისას მამამ გაასინჯინა. „არასოდეს მქონია ცდუნება ნარკოტიკები გამესინჯა, რადგან ვიცოდი რაოდენი უბედურება მოაქვთ მათ ადამიანებისთვის, – წერს პენანტი, – თუმცა ერთხელ დავაგემოვნე...
კოვაჩიჩი ლონდონში გადავიდა
დღეს მატეო კოვაჩიჩს „ჩელსის” ექიმები შეამოწმებენ და „რეალიდან” იჯარით მისი „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლაც ოფიციალურად დადასტურდება. „ჩელსის” „მანჩესტერ იუნაიტედი” უწევდა კონკურენციას, მაგრამ დასავლეთ ლონდონელებმა აჯობეს. ჯერჯერობით ისე გადაწყდა, რომ ხორვატი ნახევარმცველი პრემიერლიგაში ერთ წელიწადს დაჰყოფს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მადრიდიდან ლონდონში გადაბარგება ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას საპირისპირო მიმართულებით მგზავრობას დაემთხვა — მონდიალის საუკეთესო გოლკიპერი 38 მილიონ გირვანქად „ჩელსისგან”...
ლევანდოვსკი და ბაიერნი
რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნის” ახალ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს ელაპარაკა და დარჩენა გადაწყვიტა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ბავარიელთა ხორვატ თავკაცს 29 წლის თავდამსხმელის გაშვება არ უნდოდა. „ვადასტურებ, რომ წუხელ მე და რობერტმა ვილაპარაკეთ, — თქვა კოვაჩმა, — მან კარგად იცის რასაც ვფიქრობ მის შესახებ და როგორ ვაფასებ მას. მისი მაღალი ოსტატობის ამბავი „ბაიერნში” ყველასთვის კარგად არის ცნობილი....
არსენალი სუფთა ამერიკულია
რუსმა მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა ლონდონის “არსენალის” აქციათა 30% გაყიდა. გარიგების თანხამ 550 მილიონი ფუნტი შეადგინა. უსმანოვის აქციები ამერიკელმა სპორტულმა და საინვესტიციო მაგნატმა სტენ კრონკემ შეიძინა, რომელიც აქამდე ისეც ფლობდა კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს, ახლა კი ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ხსენებული 550 მილიონი ფუნტიდან ამერიკელი პირადი სახსრებით მხოლოდ 45 მილიონს გადაიხდის, დანარჩენი კი „დოიჩე ბანკის“ კრედიტით დაიფარება....
ტიბო მადრიდში, კეპა ლონდონში
„ჩელსი” მსოფლიოს რეკორდს ამყარებს, ბილბაოს „ატლეტიკისგან” ბასკ მეკარეს კეპა არისაბალაგას 71 მილიონ გირვაქად (79,1 მილიონ ევროდ) ყიდულობს და შესაბამისად ბელგიელ ტიბო კურტუას „რეალისკენ” გზას უხსნის. 23 წლის არისაბალაგას ან მოკლედ კეპას დასავლეთ ლონდონელები დღეს შეიძენენ და გახდებიან ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერის მფლობელები. „ჩელსი” იძულებული გახდა აჩქარებულიყო, რადგან პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, მსოფლიოს ჩემპიონატის...
პოგბა ფულს ითხოვს
პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მისი გუნდში დარჩენა უნდათ, ყოველკვირეული ჯამაგირი 200 ათასი გირვანქით უნდა გაუზარდონ. სხვა სიტყვებით, სადღეისოდ ფრანგის ხელფასი კვირაში 180 ათასი გირვანქაა და ის 380 ათასამდე გაზრდას ითხოვს. ასეთი თანხა 25 წლის მსოფლიოს ჩემპიონს როგორც ჩანს თავმოყვარეობასაც დაუკმაყოფილებს და სტატუსით „წითელი ეშმაკების” ყველაზე დიდხელფასიან...









