ერთთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. მე-19 ტური კი არასრული გამოდგა. „ტორპედოს“ 9 აგვისტოს ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩი ელის ალბანურ „კუკესთან“ და „დილასთან“ შეხვედრაც ამად გადაიდო. ამ ერთი თვის განმავლობაში რაღაც-რაღაცეები ჩვენს გუნდებშიც მოხდა. მაგალითად, ლოკომოტიველმა ლევან ყენიამ ხანგრძლივი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების შემდეგ რკინიგზელთა რიგებში სამი შეხვედრა ითამაშა და ევროპის ლიგის მონაწილე...
წელი: 2018
ხვიჩა კვარაცხელია – მოსალოდნელი ტრანსფერი ცხელია
17 წლის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ შეიძინოს. ეს ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ გაიზარდა, ხოლო რამდენიმე თვის წინ „რუსთავში“ გადავიდა, რითაც ძალიან გააბრაზა თბილისური კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია. კვარაცხელიას ლამაზი გოლები აქვს გატანილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში, განსაკუთრებით კი რუსეთთან შარშან. ეს მოხდა ყაზახეთში „პრეზიდენტის თასის“ ფინალში. რუსულ პრესაშიც წერია, რომ კვარაცხელიას საკითხი „ლოკომოტივმა“ განიხილა და...
კურტუა გაფიცულია
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, ბელგიელი ტიბო კურტუა გაიფიცა. ამ ხერხით ის ცდილობს „ჩელსი” აიძულოს „რეალთან” საერთო ენა გამონახოს და მის მადრიდში ტრანსფერს დაყაბულდეს. წინასწარი გეგმის თანახმად კურტუა ორშაბათს „ლურჯების” ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის უნდა შეხვედროდა, მაგრამ გოლკიპერი კობჰემის საწვრთნელ ცენტრში არ მივიდა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში სატრანსფერო ბაზარი ხუთშაბათს იხურება, ამიტომ დასავლეთ ლონდონელებს პრობლემის სწრაფად მოგვარება ჰმართებთ....
ბარსელონა ბაიერნზე გაცილებით მაღლაა
„ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა, 31 წლის ჩილელმა არტურო ვიდალმა „ბარსელონაში” პრეზენტაციაზე თქვა: „ბარსელონას” ფეხბურთელობა „ბაიერნის” ფეხბურთელობაზე გაცილებით დიდი რამ არის. ნახევარმცველმა, რომელიც ბავარიელთა გუნდში სამ წელიწადს თამაშობდა, ორშაბათს „ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა. ვიდალი „ბლაუგრანაში” 3 წელიწადს დარჩება. მოვიტანთ კიდევ ერთ ციტატას მისი საპრეზენტაციო სიტყვიდან: „მე ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში რომ გადმოვედი”. „ბარსას” „ტვიტერზე” დაპოსტეს კადრები,...
კოვაჩიჩი გაიფიცა
ხორვატმა მატეო კოვაჩიჩმა გადაწყვიტა „რეალთან” ურთიერთობა გაწყვიტოს და გაფიცვა გამოაცხადა: სანამ ჩემი ტრანსფერის საკითხს არ გაარკვევთ, ვარჯიშზე არ მოვალო. დრო გადის, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორეადგილოსანი მადრიდელებისგან პასუხს ელის, მაგრამ მისთვის სახეირო რომ არაფერი გამოჩნდა, გადაწყვიტა რადიკალური ზომებისთვის მიემართა. რამდენ ხანს შეძლებს ასე ყოფნას და რამდენად მომგებიანი იქნება ეს მისთვის უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე 24 წლის ნახევარმცველი...
პოგბა ბარსელონაში გასხლტება?
პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ეჭვქვეშაა. გუშინ, ფრანგის აგენტმა, ცნობილმა მინო რაიოლამ მსოფლიოს ჩემპიონის „ოლდ ტრეფორდიდან” წაყვანაზე დაიწყო მუშაობა და ამის გასაკვაჭად კლუბის ოფისშიც კი მივიდა. პოგბა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სულ ახლახანს, ორშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ეტყობა ხეირიანად მომზადებას არ აცლიან — ამბობენ, რომ მისი შეძენით „ბარსელონა” დაინტერესდა. რაიოლა ამ ტრანსფერის გახერხებიტ ძალიან ყოფილა დაინტერესებული, თუმცა...
რა გვითხრა დანიამ ?
ირა ზაქარეიშვილი როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, დანიაში, „დანა კაპზე“ ქართული სამივე გუნდი ქვეჯგუფიდან გავიდა, მაგრამ ჩემპიონობის მოპოვება ვერც ერთმა შეძლო (არადა ზაზა დიდებაშვილი მწვრთნელის რანგში 25 წლის განმავლობაში 6 ჯერ არის ტურნირის გამარჯვებული და 7- გზის ფინალისტი). ჭაბუკმა ვიტ ჯორჯიელებმა ჯგუფში სამივე მატჩი დამაჯერებლად მოუგეს ნორვეგიულ გუნდებს ბურთების შეფარდებით 13-1, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში ძალზე დაძაბულ...
ბა ბახ!
გახსოვთ სენეგალელი ფეხბურთელი დემბა ბა? ხან „ნიუკასლში” იყო, ხან „ვესტ ჰემში”, ხან „ჩელსიში”… მერე „ბეშიქთაშში” წავიდა. დღეს 33 წლისაა და ჩინეთის „შანხაი შეხუაში” თამაშობს. დაგვეთანხმებით, ფეხბურთის თამაშით ჩინეთიდან ევროპულ ახალ ამბებში მოხვედრა ცოტა ძნელი საქმეა. ეს ვერც ბამ მოახერხა. სამაგიეროდ, იჩხუბა (ან თითქმის იჩხუბა) და ინებეთ, ვთარგმნით კიდეც „ბებერი კონტინენტის” საიტებზე გავრცელებულ მის ამბავს. ეს...
წუწუნის დიდოსტატი
რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წინასასეზონო სამზადისი დაიწყო, გუნდის მთავარი მწვრთნელისგან გაუთავებელი წუწუნი ისმის – შემადგელობა უნდა გავაძლიეროთ, თორემ დამდეგ სეზონში უშანსოდ ვიქნებითო. შესაძლოა, ეს თავის დაზღვევის ერთგვარი მცდელობა იყოს, რომ შემდეგ ჩაგდებული სეზონი კლუბის დირექტორატს გადააბრალოს. მეორეს მხრივ, შეუძლებელია სეუ ჟოზეს არ ესმოდეს, რომ ამგვარი განცხადებებით გუნდში დამარცხებულის ფსიქოლოგიას აღვივებს და ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენას უკარგავს....
პერიშიჩი კოვაჩის ხელში კარგად თამაშობს
ხორვატმა თავდამსხმელმა ივან პერიშიჩმა სამშობლოში გაზეთ „სპორტსკე ნოვოსტის” მისცა ინტერვიუ. საუბარი შეეხო ხორვატიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს, რომელიც ამ ზაფხულიდან „ბაიერნის” თავკაცად დანიშნეს. პერიშიჩმა თქვა: „თავის დროზე კოვაჩმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. როდესაც ის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, მე კარგად ვთამაშობდი. შემდეგ, როდესაც ორივენი გერმანიაში ვიყავით, ერთმანეთს ვურეკავდით და თითოეულ წარმატებას ვულოცავდით. ასე რომ, თუ „ბაიერნში” ვჭირდები,...









