„ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა, 31 წლის ჩილელმა არტურო ვიდალმა „ბარსელონაში” პრეზენტაციაზე თქვა: „ბარსელონას” ფეხბურთელობა „ბაიერნის” ფეხბურთელობაზე გაცილებით დიდი რამ არის.
ნახევარმცველმა, რომელიც ბავარიელთა გუნდში სამ წელიწადს თამაშობდა, ორშაბათს „ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა. ვიდალი „ბლაუგრანაში” 3 წელიწადს დარჩება. მოვიტანთ კიდევ ერთ ციტატას მისი საპრეზენტაციო სიტყვიდან:
„მე ძალიან ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში რომ გადმოვედი”.
„ბარსას” „ტვიტერზე” დაპოსტეს კადრები, თუ როგორ გამოდის ჩილელი სტადიონზე ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით და როგორც ახალწვეულების წესია, როგორ კენწლავს ბურთს.
„მეფე არტურო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „კამპ ნოუზე” — ასე მიესალმა ესპანეთის ჩემპიონები ახალ ფეხბურთელს.
„არტურო ვიდალი „ბლაუგრანაში” უკვე ბრწყინავს” — დაწერა გაზეთმა „სპორტმა”.
შემდეგ ნახევარმცველმა კატალონიაში თავისი მიზნის შესახებ ილაპარაკა:
„ჩემპიონთა ლიგაში ჩემს ანგარიშზე არაფერი დევს და მისი შევსება მსურს. „ბარსაში” მოედანზე გულს და სულს დავდებ. თავჩაუხრელი ვიბრძოლებ, რათა ძირითად შემადგენლობაში მოვხვდე. მე დიდი წარმატებები მწყურია”.
„ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ მეომარი ვიდალი მისი გუნდის ნახევარდაცვას ენერგიას შეჰმატებს.
და კიდევ ერთი, ვიდალი ბედნიერია, რომ ლეო მესის თანაგუნდელი იქნება. მესი მისი აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
