ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო პნევმონიით იბიცის საავადმყოფოში მოხვდა. 41 წლის ლეგენდას დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს და საღამოს კუნძულის „კან მისეს ჰოსპიტალში” დააწვინეს.
როგორც ადგილობრივი გაზეთი „დიარიო დე იბიცა” წერს ფეხბურთელმა იმავე დღეს, შუაღამისკენ, კერძო საავადმყოფოში „ნუესტა სენიორა დელ როსარიოში” ითხოვა გადაყვანა. ექიმები იტყობინებიან, რომ რონალდო ჯერ კვლავ ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება, მაგრამ ავადმყოფობა ნელ-ნელა უკან იხევს. თუმცა, ამ ერთი ფრაზის მეტი ჟურნალისტებმა მედიკოსებს სხვა ვერაფერი დასტყუეს. არადა მათ „კან მისეს ჰოსპიტალსაც” მიაკითხეს და „ნუესტა სენიორა დელ როსარიოსაც”.
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიჩნეული რონალდო იბიცაზე თითქმის ყოველ წელს ისვენებს. ამბობენ, რომ ამჯერად ის კუნძულზე რამდენიმე დღის ჩასული იყო. ბრაზილიელი ბოლო წლებში, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამო ჭარბ წონას ებრძვის.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
