წელი: 2018

Home 2018
მესი პელეა
ჩანაწერი

მესი პელეა

წელი ისე არ გაივლის, პელეს რომ არ ჰკითხონ, რონალდუ სჯობს თუ მესი. პელესაც არ ეზარება და ბრაზილიაში „სპორ TV“-სთან ინტერვიუში ისევ გაარჩია ეს საკითხი. „მესი უფრო სტაბილური იყო ბოლო  წლების განმავლობაში,  კრიშტიანუ კი, რა თქმა უნდა, დიდი მეგოლეა. რონალდუ გამტანია, ხოლო მესი თამაშს  აკეთებს, საგოლე პასებს არიგებს და თვითონაც ბევრი გააქვს. სადავო არაა, რომ ლეო...

50:50 – გერმანიის გოლები და შანსები
ჩანაწერი

50:50 – გერმანიის გოლები და შანსები

ევრო-2018-ზე,  ესპანეთი – დანიის თამაშში იყო ყველაფერი, რის გამოც ქომაგს ხელბურთი უყვარს: ბრძოლა, მაღალი ტემპი, დახვეწილი კომბინაციები და გადასარევი გოლები. ესპანელები მთელი თამაშის მანძილზე ებრძოდნენ სამბურთიან ჩამორჩენას და ასე გავიდნენ ბოლოშიც – 22:25, თუმც ჯგუფში პირველობა დაინარჩუნეს. D ჯგუფშივე, ჩეხეთმა წინა ტურის ემოცია (გამარჯვება დანიის ნაკრებთან) მომდევნოშიც გადმოიყოლა, უნგრეთს 33:27 მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. A-ჯგუფის ქომაგებით...

ხომ არ იჩქარე, ზაზა?
ჩანაწერი

ხომ არ იჩქარე, ზაზა?

ამერიკული კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია იმ დროიდან მაჯადოებდა ქარიმ აბდულ ჯაბარი, ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი რომ დგამდნენ ფანტასტიურ შოუებს. მერე ამ ზღაპრულ სამყაროში ვოვა სტეფანიამ შეაბიჯა და კიდევ უფრო მიგვაჯაჭვა. ცოტა ხანი თორნიკე შენგელიამაც იფრინა იქაურ პარკეტზე, მაგრამ ზაზა ფაჩულია სულ სხვაა – ხანგრძლივი და სტაბილური კარიერის ჯილდოდ გასულ სეზონში NBA-ის ჩემპიონის ბრილიანტის ბეჭედი მიიღო....

ხა ხა ხა!
ჩანაწერი

ხა ხა ხა!

დატროლეს, ანკესზე წამოაგეს, წამოიკიდეს… „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, ჟოზე მოურინიუს, იტალიურმა მედიამ ოინი გაუკეთა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი და „ჩელსის” იტალიელი თავკაცი ანტონიო კონტე ძაღლსა და კატასავით გადაეკიდნენ ერთმანეთს. ერთმა მეორეზე თქვა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდაო, მეორემ პირველზე პატარა კაციაო… თან, ორივე ერთმანეთს მოედნის კიდესთან გიჟივით ქცევას უწუნებს. როდესაც „განსაკუთრებული” მანჩესტერის სასტუმრო „ლოვრიში” მივიდა, ჰოლში ჟურნალისტები...

სამი თითის კომბინაცია
ჩანაწერი

სამი თითის კომბინაცია

ეს ჩანაწერი შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, რადგან ყოფილი თხუთმეტი წლის ბიჭის მოგონებაა და დღევანდელ ამბებთან კავშირში არ არის.  ბიჭი მე ვარ, ხოლო ის, რაც გამახსენდა დიდი-დიდი ხუთ წუთს გრძელდებოდა. არც კი ვიცი რამ მომაგონა ან ღირდა კი საერთოდ ამ ტექსტის ასაკრეფად ლეპტოპის ჩართვა? 1979 წლის 7 ნოემბრის დილას, კლასელებთან ერთად რუსთაველზე, მელიქ-აზარიანცის სახლთან, შუა ქუჩაში ვიდექი....

და
ჩანაწერი

და

„როცა 12 წლისა ოჯახს ცრემლიანი თვალებით ტოვებდი და ლისაბონში გადადიოდი, ყველა ამბობდა, რომ მორიგი ლაწირაკი ხარ მადეირადან, მალევე რომ დაუბრუნდება ოჯახს, შენ კი 17-საც არ იყავი და „სპორტინგის“ ძირითადში თამაშობდი… როცა უფროსებთან დაიწყე თამაში, ტექნიკურად კარგად მომზადებულ მეტიჩარას გეძახდნენ, შენ კი რამდენიმე თვეში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმე კონტრაქტი… ინგლისში ჩასვლის შემდეგ შენზე ამბობდნენ, რომ პერსპექტიული ხარ,...

კორეა ყინულზე გაერთიანდება
ჩანაწერი

კორეა ყინულზე გაერთიანდება

სეულს და ფხენიანს პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ქალთა ჰოკეის ერთიანი გუნდის გაყვანა სურთ. ოფიციალური გადაწყვეტილება ამ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა მიიღოს. სხდომა 20 იანვარს, ლოზანაში გაიმართება. ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილება – ერთიანი დროშით გამოსვლის შესახებ – 1991 წელს, მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იქნა მიღებული. თუმცა გაერთიანებული გუნდით გამოსვლის პერსპექტივა ყველას არ ახარებს. სარა მიურეი, სამხრეთ კორეის...

გიგზი – რძლის საყვარელი
ჩანაწერი

გიგზი – რძლის საყვარელი

ჟურნალისტთა ყურადღების ნაკლებობას უელსური ფეხბურთის ლეგენდა რაიან გიგზი არასოდეს უჩიოდა, მაგრამ უელსის ნაკრების მწვრთნალად დანიშვნის შემდეგ ინტერესმა კიდევ უფრო იმატა. ჰოდა, როცა კომენტარისთვის რაიანის მამას მიაკითხეს, სკანდალიც მაშინ აგორდა. “ჩემს ოჯახში მისი სახელის ხსენება აკრძალულია. თუ მაინცდამაინც აუცილებელია, ვამბობთ –  ექსფეხბურთელი. მხოლოდ 2011 წელს გავიგეთ, რომ ის 7 წლის განმავლობაში უმცროსი ძმის ცოლის საყვარელი იყო....

პირველი ნაბიჯი ელიტაში
ჩანაწერი

პირველი ნაბიჯი ელიტაში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამთენიისას ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრა გამართა. ბელგიელ ბუმელმანსთან დაპირისპირებაში დაძაბული მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა. პირველი ბრეიკი ბასილაშვილმა 5:5-ზე გააკეთა და საკუთარ მოწოდებაზე სეტი გამარვებით დაასრულა – 7:5. მეორე და მესამე სეტებში ბელგიელს წინააღმდეგობა აღარც გაუწევია. ქართველმა 7:5, 6:1, 6:3 იმარჯვა და ტურნირის 32 საუკეთესო მეჩოგნეს შორის მოხვდა. მისი მომდევნო მეტოქე 23 წლის...

ვისა, ბიჭო?!
ჩანაწერი

ვისა, ბიჭო?!

„ნანტი“ – პსჟ-ის შეხვედრა (0:1) კურიოზით დასრულდა. მატჩის ბოლო წუთზე მასპინძელთა მცველი დიეგო კარლოსი შემთხვევით არბიტრ ტონი შაპრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მოედნის საფარს განერთხა. არბიტრის რეაქცია მყისიერი იყო – ფეხბურთელს ჯერ წიხლი ჩააზილა, მერე კი მეორე ყვითელი და, შესაბამისად, წითელი აუფრიალა. ფრანგთა ფეხბურთის ფედერაციამ არბიტრი საქმის დეტალურ განხილვამდე უხელფასო შვებულებაში გაუშვა. რაც შეეხება...