წელი: 2018

Home 2018
რუსთავმა  გაზს მიაჭირა – გაზაევი
ჩანაწერი

რუსთავმა  გაზს მიაჭირა – გაზაევი

რა ხმებიც გამოდის, რომელი ფეხბურთელების მისვლაზეც საუბრობენ, მგონი, ორი აზრი არაა – ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „რუსთავი“ იქნება. როგორც ფრუნზიკა მკრტჩიანი ამბობს და მერე ვალიკო მიზანდარიც აიტაცებს, „ია ტაკ დუმაიუ“. ჯერ ერთი, მამუკა ჯუღელი მივიდა „რუსთავში“, მის მისვლას კი სხვა ამბები მოჰყვება  ხოლმე: ფეხბურთელთა მოზრდილი ჯგუფიც მიდის და თან ისეთი ფეხბურთელების, ჩვენს ჩემპიონატში...

ჯერ გადახტი…
ჩანაწერი

ჯერ გადახტი…

სახელბურთო ევრო-2018-ის მეორე ტურზე საუბრის ბოლოდან დაწყება ეგების: D ჯგუფში ჩეხეთმა დანია დასცა. ესპანელ გრანდებთან 17-ბურთიანი ფიასკოს შემდეგ ჩეხებზე ხელის ჩაქნევა უპრიანი იქნებოდა. წინაპარი ჩეხოსლოვაკია სხვა არის: 1954-1967 წლებში ამ ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ხარისხის ხუთი მედალი მოიპოვა, ხოლო 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო. სახელიდან “სლოვაკის” ამოღებამ ავნო თუ რა არის, 1993...

ზამთარი ოლეს გარეშე
ჩანაწერი

ზამთარი ოლეს გარეშე

ოლე ეინარ ბიორნდალენი! გეუბნებათ რამეს ეს გვარსახელი? ეს იმათ ვეკითხები, ზამთრის სპორტს რომ არ სწყალობენ, თორემ მოყვარულებმა კი იციან ყველა დროის უდიადესი ბიატლონისტის საოცარი ისტორია. 1994 წელს 20 წლის ოლე ეინარმა პირველად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. ცნობისათვის, იმ წელს დაიბადა ნორვეგიული ბიატლონის დღევანდელი ლიდერი იოჰანეს ბო. არადა, ოლე კვლავაც თხილამურებზე დგას და კვლავ ისვრის შაშხანიდან....

რონალდუ მანჩესტერში გარბის
ჩანაწერი

რონალდუ მანჩესტერში გარბის

კრიშტიანო რონალდუ თავის ძველ კლუბში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას აპირებს – ცნობა ავტორიტეტულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა AS-მა გაავრცელა. გაზეთის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რონალდუსთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მიცემული დაპირება არ შეასრულა და ფეხბურთელს კონტრაქტში უკეთესი პირობები არ ჩაუწერა. ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ მანჩესტერში რონალდუს სურვილის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან. ხმები რონალდუს წასვლის შესახებ,...

მესია ბარსა თუ ბარსა მესი?
ჩანაწერი

მესია ბარსა თუ ბარსა მესი?

„ბარსას“ სამზარეულოდან ლეო მესის ახალი კონტრაქტის დეტალებმა გამოჟონა. რეალურად ეს სამი კონტრაქტია. პირველი თავად ფეხბურთელთან, რომელაც მამამისმა მოაწერა ხელი. მეორე Leo Messi Management – თან, რომელიც ლეოს სახელით და „ფეისით“ ვაჭრობს და მესამე, მესის საქველმოქმედო ფონდთან. ციფრები გიჟურია! თუ ლეო კონტრაქტით გათვალისწინებულ ოთხ წელიწადს გაატარებს კლუბში, მისი ჯამური (ოთხი წლის) ანაზღაურება 424 მილიონ ევროზე მეტი...

გარბენი
ჩანაწერი

გარბენი

რუსეთში გადაუღიათ კიდევ ერთი სპორტული ფილმი, საბჭოთა დროის დიად სურათებზე. ამჯერად, კალთბურთზე. ფილმი აღწერს, 1972 წელს ამერიკასთან მოგებულ ლეგენდარულ ოლიმპიურ ფინალს მიუნხენში და იმ დიდ სულიერ და ფიზიკურ შრომას, რომელიც მწვრთნელმა და მოთმაშეებმა გასწიეს, რათა იმ უდიადეს, ორჯერ გადათამაშებულ ბოლო სამ წამამდე მისულიყვნენ, ალექსანდრე ბელოვმა რომ გამარჯვების ბურთი ჩააგდო. ფილმს ქვია „დვიჟენიე ვვერხ“, რაც, პოეზიასაც...

რაჯა, გინდა ჩინეთში?!
ჩანაწერი

რაჯა, გინდა ჩინეთში?!

„რომას“ ბელგიელმა ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა კარიერა, შესაძლოა. აზიაში, კერძოდ, ჩინეთში გააგრძელოს – ბელგიის ნაკრების ფეხბურთელს „გუანგჟუ ევერგრანდი“ საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობს, „რომას“ კი მის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს უხდის. „გუანგჟუ ევერგრანდს“ მოგეხსენებათ, იტალიელი ფაბიო კანავარო წვრთნის და გავრცელებული ცნობით, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონს და იმავე წლის საუკეთესო ფეხბურთელს რაჯას თაობაზე უკვე ჰქონია საუბარი რომაელთა თავკაც...

უელსს გიგზი დაქოქავს
ჩანაწერი

უელსს გიგზი დაქოქავს

„მანჩესტერის“ ყოფილი ვარსკვლავი, 44 წლის რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. გიგზმა პოსტი კრის კოულმენისგან გადაიბარა, რომელმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. მან მუშაობა საკლუბო დონეზე, „სანდერლენდში“ განაგრძო. რაიან გიგზი უელსის ნაკრებში 1991 წლიდამ 2007 წლამდე თამაშობდა. მას 64 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა უელსელ ქომაგთა ნაწილი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ...

ესპანეთმა ნასრისთვის ოთხწლიანი მოითხოვა
ჩანაწერი

ესპანეთმა ნასრისთვის ოთხწლიანი მოითხოვა

30 წლის ფრანგმა სამირ ნასრიმ გასული სეზონი ესპანურ „სევილიაში“ გაატარა, ამჟამად კი თურქული „ანთალიასფორის“ ღირსებას იცავს. ესპანურმა ანტისადოპინგო ასოციაციამ რეკომენდაციით მიმართა უეფას, რომ ფრანგი 4 წლით ჩამოაშორონ ფეხბურთს, რაც ფაქტობრივად, კარიერისთვის წერტილის დასმას ნიშნავს. მიზეზი ის გახლავთ, რომ ნასრის ესპანეთში ბურთაობისას სისხლი გადაუსხამს, რაც ანტისადოპინგო კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. ნასრიმ უკვე მიმართა უეფას აპელაციით, თუმცა „თერაპევტული...

სიძე, შე ძველო!
ჩანაწერი

სიძე, შე ძველო!

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეში წლის პირველი სუპერტურნირი მიმდინარეობს. იგი 1938 წლიდან უწყვეტად ტარდება, ანუ წელს 80 წლის იუბილეს იხდის. ტურნირს წლიდან წლამდე სახელი სპონსორთა როტაციის კვალად ეცვლება და წელს რახან Tata Steel Chess ეწოდება, გასაგებია, რომ ამჯერად იქაურ პარტიებს ინდური ფოლადის გიგანტი აფინანსებს. მოჭადრაკენი სამ ჯგუფად განაწილდნენ: 1658 მოყვარული ერთმანეთში რას მოიმოქმედებს, “სარბიელის” მკითხველს არ აინტერესებს, შუათანა,...