წელი: 2018

Home 2018
საქართველო: გვინეა ბისაუ წინ, მავრიტანია – უკან
ჩანაწერი

საქართველო: გვინეა ბისაუ წინ, მავრიტანია – უკან

ფიფამ და კოკა-კოლამ მორიგი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნეს. გაოცდებით და საქართველოს ნაკრებმა კარგახნიანი პაუზის შემდეგ ასეულში შეაბიჯა. ჩვენმა ნაკრებმა წინა რეიტინგის 322 ქულას კიდევ 13 წაუმატა, ახლა 335 აქვს, რაც 4 საფეხურით დასაწინაურებლად და ზუსტად მე-100 ადგილზე გადასანაცვლებლად აღმოჩნდა საკმარისი. სიმართლე ითქვას, მთლად სახარბიელო კამპანიაში არც ახლა ვართ: ჩვენს წინ გვინეა ბისაუ, გაბონი, ფარერები და ლიბია...

ფუი, ეშმაკს!
ჩანაწერი

ფუი, ეშმაკს!

ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო. სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე...

ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს
ჩანაწერი

ფოჩიანი კანფეტი ზესტაფონს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დატრიალებული ამბები და მისი მოკვეთის ისტორია ქართულ ფეხბურთში მეტნაკლებად ჩახედულმა ქომაგმა იცის და თავს აღარ შეგაწყენთ. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეაბილიტაციისთვის ბრძოლა წუთითაც არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმერლებმა ერთგვარი დაპირებაც კი მიიღეს ლევან კობიაშვილისგან, მომავალი პრეზიდენტისგან, რომ სამართლიანობა აღგებოდა – კლუბში ხომ მიიჩნევენ, რომ მათი ერთადერთი დანაშაული...

ჯერარდს ოლიმპიადა ფეხზე ჰკიდია
ჩანაწერი

ჯერარდს ოლიმპიადა ფეხზე ჰკიდია

17 წლის რეჩმონდ ჯერარდმა აშშ-ს სამხრეთ კორეაში პირველი ოქრო კი მოუტანა, მაგრამ მისი გამოსვლა ბეწვზე ეკიდა. შეჯიბრის წინა ღამეს რეჩმონდი, თურმე, გათენებამდე საყვარელ სერიალს – „ბრუკლინი 9-9“ უყურებდა და დილით ადუღებულმა სმარტფონმაც ვერ გააღვიძა. ბოლოს, დაბნეულმა და ნამძინარევმა, სასწრაფოდ ნათხოვარი ქურთუკით დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და ისეთი ფანტასტიური სნოუბორდ-შოუ დადგა, არბიტრებს არჩევანი არ დაუტოვა. „არ მესმის...

წერილი ჩვეულებრივ ამერიკელს, მათი ლიგის გახსნის გამო
ჩანაწერი

წერილი ჩვეულებრივ ამერიკელს, მათი ლიგის გახსნის გამო

გამარჯობა, ძვირფასო ჩვეულებრივო ამერიკელო. შენ, რომელიც ასე აღიზარდე შენს კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, რომ ხელში ან ბეისბოლის ტაფელა გეპყრა, ან კალათბურთის ნარიჯისფერი ბურთი გეჭირა, ან თქვენებური ფეხბურთის ჩაფხუტი გეხურა თავზე, ახლა კი დისტანციური მართვის პულტი ჩაგიბღუჯავს ხელში და ორასარხიან ტელევიზორში სპორტის საყვარელ თუ, ნაცნობ სახეობას ეძებ, გთხოვ, გადართე ფეხბურთზე, მითუმეტეს, რომ ამის საშუალება უკვე გაქვს. დაიწყო...

გუდრონა ძია და ფრენკ ლამპარდი
ჩანაწერი

გუდრონა ძია და ფრენკ ლამპარდი

ერთი ძმაკაცი ჰყავდა მამაჩემს – გულვერი ერქვა. უერთმანეთოდ ლუკმას არ გატეხდნენ. თუ ჩვენთან ვახშმობდნენ, წასვლამდე აუცილებლად შემოგვივლიდა მე და ჩემ დას საძინებელში გუდრონა ბიძია (გულვერი ვერ დავიმახსოვრეთ) და გვიყვებოდა ისტორიებს: როგორ გაფრინდა საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები მარსზე გაფრინდაშვილის, ჩიბურდანიძის, ალექსანდრიას და იოსელიანის შემადგენლობით და ყველას დედა უტირა! არ ვიძინებდით მე და ცირა, სანამ გუდრონა ძია სახლში...

სტოილოვი საქართველოს წინააღმდეგ?
ჩანაწერი

სტოილოვი საქართველოს წინააღმდეგ?

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აზამატ აიტხოჟინმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატები დაასახელა. „ოთხი კანდიდატი გვყავს შერჩეული. მათ შორის ორი ყაზახეთში მუშაობს – ტალგატ ბაისუფინოვი (21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი) და სტანიმირ სტოილოვი (ასტანა). მარტამდე ნაკრებს თავკაცი ნამდვილად ეყოლება“- თქვა გენმდივანმა. ფავორიტი ამ წყვილში სტანიმირ სტოილოვია, რომელიც „ასტანაში“ 2014 წლიდან მუშაობს და ოთხჯერ გახადა ჩემპიონი. გუნდი ევროპის ლიგის...

იგუაინი თუ АК-47
ჩანაწერი

იგუაინი თუ АК-47

წუხელ „იუვემ“ და „ტოტენჰემმა“  საბრძოლო 2:2 რომ ითამაშეს, გასაოცარი არაფერია. ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიას ორი საოცარი რეკორდით შემორჩება. სასტარტო სასტვენიდან სულ რაღაც 8 წუთი და 7 წამი იყო გასული, იტალიელთა შემტევმა გონსალო იგუაინმა დუბლი გაიფორმა. აქამდე რეკორდი იტალიურივე „ინტერის“ მეგოლე ხულიო კრუსს ეკუთვნოდა, ვინაც 11 წლის წინ მოსკოვის „სპარტაკს“ ორგოლიანი ფოკუსი 8 წუთსა და...

შავი, გიჟი კაცი
ჩანაწერი

შავი, გიჟი კაცი

შონ რაიტ-ფილიპსი და ბრედლი რაიტ-ფილიპსი „მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ძმები არიან და თუ შავ იუმორად არ ჩამოგვართმევთ, გეტყვით, რომ ძალიან გაუმართლათ, მათი დედა მამა ფილიპსს რომ გაეყარა და „არსენალის“ ცნობილ თავდამსხმელს, იან რაიტს მიეცა ცოლად. იმიტომაც არიან ახლა ძმები რაიტ-ფილიპსები ფეხბურთელები, ხოლო დიდი იან რაიტი მოწიწებით დაბრძენებულა ტრიბუნაზე და გამზრდელი მამის ცრემლს იწმენდს. ერთხელ განრისხდა მხოლოდ,...

ჩვენ ერთად ვართ მთავარია…
ჩანაწერი

ჩვენ ერთად ვართ მთავარია…

ზამთრის ოლიმპიადა რამდენიმე დღის დაწყებულია, მაგრამ უკვე ნათელია, რომ რაც  უნდა მოხდეს, როგორი სასწაულებიც უნდა აკეთონ სპორტსმენებმა, პიონგჩანგის თამაშები უპირველესად ორი კორეის სპორტული გაერთიანებით დაამახსოვრდება მსოფლიოს. 1945 წლამდე კორეა იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი „განთავისუფლებული,“ ორად გაიყო. ზუსტად 70 წლის წინათ, 1948 წელს ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის „მფარველობის“ ქვეშ მოექცა, სამხრეთი –...