![]()

ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო.
სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე დაუწყო ძებნა, ზოგმა კი პირდაპირ შავი მაგია ახსენა.
მიხვდით ალბათ, საუბარია კრიშტიანუ რონალდუს დარტყმულ პენალტზე, რომლითაც „რეალმა” ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ის, რაც ინგლისებმა შეამჩნიეს უკნიდან გადაღებულ კადრში ჩანს. რონალდუ გამორბის, ბურთს უახლოვდება, მერჯვენა ფეხს დასარტყმელად აღმართავს და… ამ დროს ბურთი პენალტის ნიშნულიდან ოდნავ ხტება. ფაქტობრივად, დადებული ბურთის დარტყმის ნაცვლად რონალდუ აგდებულ ბურთს „იჯენს” ფეხზე.

ეს როგორ შეიძლება? ილუზიაა?
გულშემატკივარი ცოტა რიო ფერდინანდმა დააწყნარა. ფერდინანდი, მოგეხსენებათ, „იუნაიტედში” CR7-ის თანაგუნდელი იყო. მან დაწერა:
„გეფიცებით. სიგიჟეა, მაგრამ ის ამას ვარჯიშებზე აკეთებდა”.
კეთილი, ბატონო. ასე იყოს. ჩვენ კი ყოველ შემთხვევაში ერთიც შევძახოთ: ფუი, ეშმაკს!
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
