პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ამბებით მდიდარმა მორიგმა დღეებმა ჩაიქროლა და სპორტის რიგ სახეობებში თავიდან მორიდებული ფავორიტებიც მოცოცხლდენენ. ჩაგდებული სპრინტის შემდეგ საბიათლონე კლანჭები გამოაჩინა ფრანგმა მარტინ ფურკადმა, რომელმაც 12,5 კილომეტრზე გამოდევნებით რბოლა მოიგო. ბიათლონის ეს დისციპლინა, რომელსაც სიმარტივისთვის პასიუტსაც უხმობენ, შედარებით ახალია და შედარებით ახირებული წესები აქვს. მასში წინა ეტაპზე ჩატარებული სპრინტის (ხანდახან ინდივიდუალური რბოლის და მას-სტარტის)...
წელი: 2018
ალბერტო ტომბა გახსოვთ?
მიყვარს ზამთრის ოლიმპიადა. საოცარი ხიბლი აქვს. ზიხარ ტელევიზორთან კომფორტულად, მიირთმევ ყავას და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გოგო-ბიჭების შესრულებულ ილეთებს უყურებ: ან საიდან ხტებიან, ან როგორ ბზრიალებენ, ან რა სისწრაფით მოქრიან… მაგრამ, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ პიონგჩანგში შეჯიბრებებს ცოტა ხალხი ესწრება? ალბათ იმიტომ, რომ ცივა; ალბათ იმიტომ, რომ კორეელებს ზამთრის სპორტი ევროპელებივით არ უყვართ; ალბათ იმიტომ,...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– გამიგონე, რუსებს რა დაემართათ? – ყველაფერი ცხელი ჩაის ბრალია. – ჩაი რა შუაშია? ბრაზილიასთან წაგებაზე ვამბობ. – ბრაზილიასთან ისედაც წააგებდნენ. შენ ალბათ ოთხი ბურთით წაგებას ამბობ. – დიახ. – ჰოდა ჩაის ბრალია. -როგორ? -ბიშოვეცს ცხელი ჩაი დაულევია თამაშის წინ, პირი დასწვია და ფეხბურთელებს ვეღარაფერი უთხრა. – აბა, მოიგონებ ხოლმე. ბურთი რომ შენს კარში არ...
რამ აღაშფოთა კორეა, რამო?
ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ ზამთრის ოლიმპიადიდან თავისი ერთ-ერთი მიმომხილველი ჯოშუა კუპერ რამო მოხსნა. მიზეზი: რამომ კორეელი ხალხი შეურაცხყო. კერძოდ, მან გახსნის ცერემონიალის რეპორტაჟის დროს, იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს დანახვაზე თქვა, რომ მართალია იაპონიას კორეა 1910-45 წლებში დაპყრობილი ჰყავდა, მაგრამ ნებისმიერი კორეელი გეტყვით, რომ იაპონელები დიდი კულტურის ხალხია, რომელთაც კორეის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. ყოფილი ოკუპანტების ასე...
პასების უბადლო მაესტრო
შაბათს „მანჩესტერ სიტიმ” პრემიერშიფში „ლესტერს” 5:1 რომ მოუგო, სამი საგოლე პასი 26 წლის ბელგიელმა მაესტრომ, კევინ დე ბრუინმა ჩააწოდა. ამ მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდი ცხრილს 16 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებით. არც კუნ აგუეროზე გავაგრძელებთ სიტყვას მიუხედავად იმისა, რომ ოთხი გოლი გაიტანა, რადგან ფეხბურთელი, რომელმაც თავისი გადაადგილებებითა და მოედნის ხედვით მეტოქის...
შენგელია – ყველაზე ტექნიკური მძიმე
ევროლიგის მიმომხილველებმა საუკეთესოები გამოარჩიეს და მოკლე დახასიათებაც დაურთეს, რა არის მათი წარმატების „საფირმო“ საიდუმლო. რა გასაკვირია, რომ რჩეულთა შორის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი ლიდერი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. აი, რას წერენ მასზე: „ქართველი უდავოდ ყველაზე ტექნიკურია ევროლიგის მძიმე ფორვარდებს შორის. როცა შენგელია კარგ სათამაშო განწყობაზეა და მეურვეს ზურგით აწვება, არანაირ შანსს არ უტოვებს. ამ დროს ბურთს პარკეტთან...
რონალდუ – მესი 8:0
ესპანური პრიმერას გასულ ტურში „რეალმა“ „სოსიედადი“ 5:2 დაამარცხა. სამი გოლი რონალდუმ მიითვალა, თუმცა ეს მხოლოდ ჰეთ-თრიკი არ ყოფილა. პორტუგალიელმა ერთი გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, მეორე მარცხენათი, მესამე კი თავით. ეს კარიერაში მერვე „იდეალური ჰეთ-თრიკია“, რომელიც რონალდუმ მიითვალა. ცნობისათვის, ლეო მესის ამგვარი ჰეთ-თრიკი ჯერ ერთხელაც არ შეუსრულებია.
სომეხი ფეხბურთელი: ჩვენს მთავრობას ფეხბურთელები ჯარში სჭირდება
სომეხი ფეხბურთელის, ოვიკ ნერსისიანის სახელ-გვარი არაფერს გეუბნებათ. მან თავისი განცხადებით მიიქცია ყურადღება. 23 წლის ოვიკი ადრე ერევნის „პიუნიკში“ თამაშობდა, ამჟამად კი ინგლისის ერთერთ უმდაბლეს დივიზიონში (კლუბი „უილჩერჩ ალპორტი“) გამოდის. ის თავშესაფარს ითხოვს დიდ ბრიტანეთში, რადგან სამშობლოში არმიაში წასვლა არ სურს. “სომხეთში ფეხბურთელს არმიაში წასვლას აიძულებენ. სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ. იქ რომ დავბრუნდე, ჯერ საპყრობილეში...
ოლიმპიური ქარავანი
სამხრეთკორეულ პიონგჩანგში ოლიმპიადამ მეორე დღე მოილია და მედლების 11 კომპლექტს გამოუჩნდა პატრონი. თეთრ ქარავანს უკვე გამოუჩნდნენ ლიდერები. გერმანელებს სამი ჩემპიონი ჰყავთ. მედლების ჩათვლაში მეორე ადგილზე ჰოლანდიელები არიან ორი ოქროთი და ჯამში ხუთი მედლით. არ უმართლებთ ნორვეგიელებს, რომლებიც უკვე რვაჯერ შედგნენ პოდიუმზე, თუმცა ჩემპიონი ერთადერთი ჰყავთ. კიდევ ხუთ ქვეყანას აქვს ოქროს მედალი, სულ კი მედლების...
დღე პირველი, დღე მეორე…
პიონგჩანგის ზამთრის ოლიმიადაზე ორივე სამედლო დღე მოვლენებით დახუნძლული გამოვიდა. სნოუბორდში ჯერ მხოლოდ საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა, მაგრამ იაპონელი იური ოკუბოს მძიმე დახეთქებამ ქომაგის გული შეძრა. საბედნიეროდ, უბედურება არ დატრიალდა, სპორტსმენი შედარებით ადვილად გადარჩა. ოლიმპიური მედლების ათვლა თხილამურობაში დაიწყო, სადაც 10 თებერვალი შვედი შარლოტ კალას დღე გამოდგა. 2017-18 წლების მსოფლიო თასის ოდინდელი ლიდერი, რომელიც მომდევნო ეტაპების...









