მოკრივის ყოფა ხომ ასეთია – ერთ დღეს ყველაფერი მთავრდება. უფრო სწორად კი, ადამიანი ხვდება, რომ იქ, რინგზე მისთვის ყველაფერი დამთავრდა. ასეთია დროისა და ცხოვრების კანონი. ყველაფერი წყდება და მოკრივე, ერთ დროს ცნობილი და სახელგანთქმული, ყოველდღიურობაში დაინთქმება ხოლმე. რინგს გარეთ ის მილიონებში ითქვიფება და მხოლოდ ვიღაც თუ იტყვის: „გახსოვთ? ეს ის არის“. რინგის დატოვება, ხელთათმანების...
წელი: 2018
ბელგია ჩვენთან ნულია, გამოუშვით იტალია!
რა სასიამოვნო მომენტია, ეროვნული გუნდის თამაშს ღირსების შეგრძნებით და უცილობელი გამარჯვების მოლოდინით როცა ხვდები. ერთადერთი საფიქრალი ისღაა, რაოდენ თვალსასეირო აღმოჩნდება შენი ყოჩების ბურთაობა. თვალსასეირო გამოდგა და მერე როგორი?! ქუთაისი მზიანი ამინდით, თითქმის იდეალური მოედნით და გადაჭედილი ტრიბუნებით დაუხვდა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს. ბელგიელები გრანდთა სწორნი არასოდეს ყოფილან, მაგრამ ფრანგული სარაგბო სკოლის მიმდევრებს ვერც საბაზო განათლებას და...
ქართველებო შემოგვთავაზეთ სიურპრიზი, თქვენ ეს შეგიძლიათ!
„როდესაც დენი ბურთს მიიღებს, ჩათვალეთ, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ლელოს გაიტანს. ლუგერი ფანტასტიკური მოთამაშეა“ – ეს სიტყვები ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ფენომენალურ კლაივ ვუდვორდს ეკუთვნის. დენ ლუგერი ახლა საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის „ტულონში“ ჩვენი გია ლაბაძის მხარდამხარ თამაშობს, მანამდე კი ინგლისელთა იმ „ოცნების გუნდში“ ბრწყინავდა, 2003 წლის მსოფლიო თასი რომ მოიგო და ერთიმეორის მიყოლებით აწიოკებდა...
3…2…1…დაიწყო!
2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა: ზარით და ზეიმით, დაფებით და დაფდაფებით, რიხით და ფახით, დრონებით და 5G-ტექნოლოგიებით – შოუ იყო, შოუს უნახავს გაგხდიდათ. ფიგურული ციგურაობის მომხიბლავმა ვარსკვლავმა იუნა კიმმა ოლიმპიური ცეცხლი დააბინავა და ერთი სიტყვით, დაიწყო… მაგრამ პიონგჩანგის თავზე ღრუბლებიც მოჩანს. რუსთა მოკვეთით ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა ერთგვარად ფერი დაკარგა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები...
კვერცხები
პიოინგჩანგის ზამთრის ოლიმპიადის ზოგიერთი მონაწილე ჯერ კიდევ თამაშების გახსნამდე კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ გუნდურ ჩათვლაში გამარჯვების უმთავრესი ფავორიტი ქვეყნის, ნორვეგიის დელეგაციის მზარეულმა შეკვეთილი 1500 კვერცხის ნაცვლად 15 ათასი კვერცხი მიიღო. როგორც გაირკვა, შეცდომა შეკვეთის მიცემისას გუგლის მთარგმნელი პროგრამის გამოყენებამ გამოიწვია. ტორე ოვრებო, ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელი: ეს კვერცხები უფრო მეტად გაუგებრობას ჰგავს, ვიდრე იმას,...
უსამატანანური ამბავი
ფეხბურთელმა დასტური თქვას გუნდში გადასვლაზე და არ იცოდეს ეს გუნდი სადაა, ამასაც მოვესწარით. 23 წლის მაროკოელი უსამა ტანანე „სენტ ეტიენის“ ძირითადში ვერ ხვდებოდა და შარშან ზაფხულს გრან-კანარიას „ლას პალმასში“ განათხოვრების ვარიანტი რომ გამოუჩნდა, დათანხმდა. ჩავიდა ტანანე ლას პალმასში და იქაურობას ვერ შეეგუა – ორ თვეში აიბარგა და საფრანგეთში დაბრუნდა, რამდენმე დღის წინ კი le10sport-თან ინტერვიუში...
ვინ ჩააწყო ლევანტე – სარაგოსა?
გარიგებაში ეჭვმტანილი „ლევანტეს“ და „სარაგოსას“ ფეხბურთელების, მწვრთნელების, დირექტორების და პრეზიდენტების სასამართლო მოსმენა ვალენსიაში 27 თებერვალს განახლდება. საქმე შარშან ივლისში დროებით შეწყდა და წლეულს გაგრძელება იქნება. ანტიკორუფციულმა სამსახურმა „ლევანტე“ – „სარაგოსას“ მატჩს ხელი 2011-ის შემოდგომაზე ჩაავლო. 2010-11 სეზონის ბოლო ტურში, რომელიც 21-22 მაისს გაიმართა, „ლევანტემ“ „სარაგოსას“ უმასპინძლა. „ლევანტე“ არხეინად იყო, „სარაგოსა“ კი მხოლოდ მოგების შემთხვევაში დარჩებოდა...
იხვის ჭუკი ლივორნოდან
ჯორჯო კიელინი იტალიური საფეხბურთო ტრადიციის ნაღდი წარმომადგენელია. უკომპრომისო მცველი ქუჩის ბიჭის მენტალიტეტით. მას ოთხჯერ ჰქონდა გატეხილი ცხვირი. გატანილ გოლს კინგ კონგის მსგავსად მკერდზე მუშტების ბრაგუნით აღნიშნავს, ხოლო როცა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა მხარზე უკბინა, გაიძახოდა: არანაირი პრობლემა, არანაირი პრობლემაო. თავად ცხვირის ოთხჯერ გატეხვის ამბავზე ხალისობს და ამბობს: როცა გატანის ან თავდამსხმელის შეჩერების შანსი...
ასეთი დამამახსოვრდა
ორშაბათი, 19 იანვარი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით – თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ. ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. იგი ბარგთან სკამზე ჩამოჯდა. დანარჩენებმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი ხნის შემდეგ სკამთან ვბრუნდები. მეც ჩამოვჯექი. მარტონი ვართ, ჩუმად ვსხედვართ....
Go, CANADA, Go!
გამოტყდით, რომ ამ არეულ დროში ჰოკეი კიდეც მიგავიწყდათ. არადა, ჰოკეი დიდი რამ გახლდათ, ჩემმა მზემ. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდურ თამაშს ამ ჩვენს ქალაქშიც გვარიანი ოდენობის მოყვარული ჰყავდა. მერე მოხდა გასროლ-გამოსროლანი და გულთახეთქვანი და ჰოკეიც გაქრა. მისი ადგილი ტელეეკრანზე დაიკარგა, მისი ადგილი გულში თითქოს გაიცრიცა და დაიმალა. და ახლა, ძმებო, როცა ნჰლ-ის თამაშების ყურება ჰამბურგერის გაღეჭვაზე...









