ორმაგად მისალოცად აქვს საქმე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველს საბა კვერკველიას. იგი დღეს 26 წლის გახდა და დღევანდელი დღე ყოველთვის გამორჩეული იქნება მისთვის, რაკიღა დღესვე ვაჟის მამაც გახდა. ანი კურტანიძემ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა მეუღლეს – პატარა გიორგი თბილისში 3.900 მოევლინა ქვეყანას და მამას მოგვიანებით გაიცნობს, რადგან უფროსი კვერკველია მოსკოვის „ლოკომოტივთან” ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება. ვულოცავთ, საბას...
წელი: 2018
ბასბის ბავშვებიდან სარბიელის რედაქციამდე…
დღეს 60 წელიწადი შესრულდა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან – „მანჩესტერის“ ავიაკატასტროფიდან. იმ საბედისწერო დღეს, 1958 წლის 6 თებერვალს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, მათ შორის მეტ ბასბის დიდებული გუნდის რვა წევრის. ამ საშინელებამ ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მოუსპო „ბასბის ბავშვების“ ჩინებული გუნდის შესაძლო ევროტრიუმფისა. მაშინ ბასბიმ მართლაც მაგარი ახალგაზრდული გუნდი შექმნა, რომელსაც უწოდეს...
კეინმა შირერს ასით შეუტია
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს, არსებობდა ეგრეთ წოდებული, გრიგორი ფედოტოვის ასიანთა კლუბი, რომელშიც 100 და მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელები ხვდებოდნენ. ქართველთაგან კლუბში შვიდი მოთამაშე მოხვდა: რამაზ შენგელია 161 გოლი, ბასა ღოღობერიძე – 143. ზაურ კალოევი – 139, ბორის პაიჭაძე – 136, დავით ყიფიანი – 115, სლავა მეტრეველი და გივი ნოდია 113 – 113. ყველაზე მეტი კი...
ოლიმპიადას ეპიდემია ემუქრება
პიონგჩანგის ოლიმპიადა, რომლის გახსნამდეც სამი დღე დარჩა, გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ვირუსული ინფექცია გავრცელდა. ვირუსით, რომელიც გასტროენტერიტს იწვევს, უკვე დაავადდნენ როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე სპორტსმენებიც. ვირუსის შემდგომი გავრცელების და ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე 1200 თანამშრომელი დაითხოვა. ლი ჰი ბომი, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი: მსურს ყველას ბოდიში მოგიხადოთ. ჩვენი დაავადებათა კონტროლის...
ლაშა ტალახაძე ვებ სივრცეშიც პირველია
ოლიმპიური, მსოფლიოსა, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი… ახლა ამ ტიტულებს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღიარებაც მოჰყვა. გამოკითხვაში, რომელიც IWF -ის ვებ-გვერდზე ჩატარდა ლაშა ტახახაძემ ყველა მოიტოვა და შესაბამისად 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. გამოიკითხვის შედეგები რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. 2017-ში ლაშა ტალახაძემ საქრთველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები უდიდესი უპირატესობით მოიგო და ზედ მსოფლიო რეკორდებიც...
იარაღი, ალკოჰოლი და… ნიახური
ლონდონის „ჩელსის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც სტადიონზე ნიახურით შესვლა ქომაგებს, შესაძლოა, პატიმრობად დაუჯდეთ. არადა, საყვარელი გუნდის მატჩებზე ნიახურით სიარული „ჩელსის“ ფანების ტრადიციაა. 2007 წელს ლონდონელებმა ლიგის თასის ფინალში თანაქალაქელი „არსენალი“ დაამარცხეს. კარდიფის „მილენიუმი“ ნიახურით მოიფინა და არბიტრმა შეხვედრაც კი შეაჩერა „მოსავლის ასაღებად“. ქომაგებს დღემდე ახსოვთ კუთხურის ჩამოსაწოდებლად წასული სესკ ფაბრეგასის გაოცებული სახე, კოჭებამდე...
ლობიანი რა ღირს გუდაურში?
სამხრეთ კორეაში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დღეებიღა დარჩა. მერე რა, რომ ოლიმპიადა ზამთრისაა? გრძნობთ სადმე ან როგორმე უსერიოზულესი და ულამაზესი სპორტული ფორუმის მოახლოებას? სამწუხაროდ არა. არადა, განა ის ქვეყანა არ ვართ, სოჭსა და იმავე სამხრეთკორეულ პიონჩანგს ოლიმპიადის მასპინძლობას რომ ვეცილებოდით? ყოველ შემთხვევაში, ამბიცია ხომ გვქონდა? განა ის ქვეყანა არ ვართ, წელიწადში ექვსი თვის მანძილზე დათოვლილი კურორტებით...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– რატომ დამირეკე? – საქმე მქონდა. – აჰა, მოვედი, რა გინდა? – ეგრე უცბად რა ითქმება, სალაპარაკოა. – აბა, რა? – პრეზიდენტად უნდა დაგნიშნო. – პრეზიდენტი ხომ გვყავს? – არა, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად. – რომელი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად. – გუშინ დავაარსეთ უბანში. – და მერე ეგ შეიძლება? – როგორ არა, ვისაც უნდა, ის დაარსებს. ბიჭებმა...
სოკმა 13 რუსის არ ირწმუნა
13 რუსი ათლეტი, რომლებმაც სპორტულ არბიტრაჟში აპელაცია მოიგეს და მოახლოებულ ოლიმპიადაზე მონაწილოების განაცხადი შეიტანეს, შეჯიბრში მონაწილებას მაინც ვერ მიიღებს – საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მათ უარი უთხრა. სოკის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ დოპინგთან დაკავშირებული ეჭვები ვერ გაფანტა. ჩვენ არ ვართ დაარწმუნებულნი, რომ ეს 13 სპორტსმენი სუფთა არის“. გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალურმა...
ნინო – ვაჟთა სწორი
გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქალთა შორის ქართველი დიდოსტატი ნინო ბაციაშვილი მალე ანალოგიურ ტიტულს ვაჟთა შორისაც დაიმსახურებს. ნინომ აღნიშნულ ტურნირზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, რაც ნიშნავს, რომ ფიდე-ს მორიგ კონგრესს მხოლოდ ფორმალობათა მოგვარება რჩება, რათა ქართველი მოჭადრაკის ბარათში ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატობის ბეჭედი დასვას. “სარბიელი” ულოცავს ნინოს!









