ოლიმპიური ქარავანი

Home კატეგორიის გარეშე ოლიმპიური ქარავანი
ოლიმპიური ქარავანი


 

სამხრეთკორეულ პიონგჩანგში ოლიმპიადამ მეორე დღე მოილია და მედლების 11 კომპლექტს გამოუჩნდა პატრონი. თეთრ ქარავანს უკვე გამოუჩნდნენ ლიდერები.

გერმანელებს სამი ჩემპიონი ჰყავთ. მედლების ჩათვლაში მეორე ადგილზე ჰოლანდიელები არიან ორი ოქროთი და ჯამში ხუთი მედლით. არ უმართლებთ ნორვეგიელებს, რომლებიც უკვე რვაჯერ შედგნენ პოდიუმზე, თუმცა ჩემპიონი ერთადერთი ჰყავთ.

კიდევ ხუთ ქვეყანას აქვს ოქროს მედალი, სულ კი მედლების 11 კომპლექტი 14-მა ქვეყანამ გაინაწილა.

მიმომხილველთა აზრით, ფეერიული გახსნის შემდეგ რეპორტაჟების დაბალმა  ხარისხმა გაწბილება გამოიწვია. ასევე მოულოდნელია სანახევროდ ცარიელი ტრიბუნების დანახვაც.

და რუსეთი? რუსეთი ერთადერთი ბრინჯაოთი ათეულს მიღმაა და კვლავ შეთქმულებაზე წუწუნებს…

მედალი – ოლიმპიადის მთავარი მონაპოვარია

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".